Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

და თუ შენ ეხლა ამ ლექსს კითხულობ…

Filed Under (საინტერესოა!) by on 06-12-2011

Tagged Under : ,

 

და თუ შენ ეხლა ამ ლექსს კითხულობ,
მაშინ მე უკვე სიკვდილს ვნატრულობ…
ბნელეთის გზისკენ მიმავალ ბილიკს
მე გამინათებ და მირჩევ სიკვდილს!!!

 

საშინელია სიკვდილის ძალა,
ზურგით მიმათრევს ეშმაკთა ფარა,
სატანჯველშიდაც მიმართლებს ალბათ?!
ჯოჯოხეთშიდაც სიმართლეს ვფარავ!!!

 

სასაფლაოსკენ მიმავალ ამ გზას,
ბოროტებითვე ვებრძვი? ან არა.
ღონემილეულ უცნაურ ძალას,
უმოქმედობით ვნებდები…განა?

არ ვერ ვიბრძვი მე, არა არა!!!
რადგან დამტოვე, ძვირფასო რადა?
უსიყვარულო, უღმერთო არ ვარ.
შენ კი დამტოვე, სიცოცხლევ-კმარა!

კმარა ამ გრძნობის შენთვისვე ტანჯვა,
კმარა ამ ფიქრის შენ თავზე დაწვა,
კმარა და კმარა, ეს სიტყვაც კმარა!
რომ მე მიყვარხარ-შენ გგმობდე არა?!

და მიმიყვანეს იმ ადგილს, მაგრამ,
მე არ ვნებდები ამ ოთხთა ძალას.
დამპალ საფლავში მე მაგდებთ კვლავაც
ჯოჯოხეთისკენ მივიწევ ალბათ…

თავზე მაყრიან მე მიწას შავად.
მონანიებას მე ვითხოვ ალბათ…
მკვდარი ხელებით მე კუბოს ვკაწრავ,
ნუ მიმატოვებთ მოვკვდები კვლავაც.

და მიწამ შეწყვიტა დაყრა ჩემ თავთა,
ყველა წავიდა, ყველა, შენს გარდა.
რომ მე მესმოდა ქვითინი ქალთა,
არე დადუმდა შენ დარჩი მარად…

და ჩემ საფლავთან შენ დარჩი ლანდად,
ცრემლებს მიღვრიდი, ტიროდი მწყრალად.
რატომ დამტოვე, კიოდი წყნარად,
მიტოვებული, გიყვარდი ალბად…

დაგიგვიანდა სიმართლის ახსნა,
სასიყვარულო წერილის გახსნა,
ჩემ ცივ საფლავთან დადგმულ
                         იმ შავ ქვას,
წითლად ეწერა: უყვარდა ალბად!!!

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.