Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დეილ კარნეგი

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 07-12-2011

Tagged Under : ,

   

 

დეილ კარნეგი – ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი.  მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.  

დეილ კარნეგი (1888-1955) დაიბადა მისურში, ხელმოცარულ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, დეილი კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობის. იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ მან თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში თვითდაჯერებული გახდა.

ადამიანთა დარწმუნების ხერხი  არის ერთ-ერთი თავი დეილ კარნეგის წიგნიდან “როგორ შევიძინოთ მეგობრები, როგორ მოვიმხროთ ადამიანები.” ძალიან საინტერესო წიგნია და გირჩევთ წაიკითხოთ.smileysmileysmiley

 

                                                        

                      ადამიანთა დარწმუნების ხერხი

    თუ თქვენ მოთმინება დაკარგეთ და სათქმელი თქვით, კმაყოფილი ხართ და თავს მშვენივრად გრძნობთ, მაგრამ როგორ იგრძნობს თავს ის პიროვნება, რომელსაც თავს დაატეხეთ თქვენი რისხვა? გაიაზრებს თუ არა იგი თქვენს სიამოვნებას, აიძულებს მას თქვენი მტრული კილო და არაკეთილგანწყობა, დაგეთანხმოთ?

  “თქვენ თუ მუშტებით მოხვალთ, – ამბობდა ვილსონი, – ვფიქრობ, მეც იგივეთი დაგხვდებით. მაგრამ თუ მოხვალთ და მეტყვით, რომ მოდი ვიმსჯელოთ ამა თუ იმ საკითხზე და თუ ჩვენი შეხედულებანი ერთმანეთს არ ემთხვევა, გავაანალიზოთ და გავიგოთ რაშია საქმე?”- ჩვენ მალე აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი უთანხმოება არცთუ ისე დიდი ყოფილა, უფრო მეტიც, უმთავრესად ჩვენი შეხედულებანი ერთმანეთს ემთხვევა. თუ ჩვენ მოვითმენთ და გულწრფელად გვინდა, რომ საერთო ენა გამოვნახოთ, მაშინ გამოვნახავთ კიდეც. არავის ისე არ შეუფასებია ვილსონის მტკიცება, როგორც ეს გააკეთა ჯონ როკფელერმა.

   1995 წელს როკფელერი ყველაზე ძალიან ეჯავრებოდათ კოლორადოში. ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვები ამერიკის მრეწველობის ისტორიაში, ამ შტატში მოხდა. მეშახტეები ხელფასის მომატებას მოითხოვდნენ “ფიუელი ენდ აირონ კომპანისაგან.” ეს კომპანია როკფელერის კონტროლს ექვემდებარებოდა. აჯანყებულები ამსხვრევდნენ ხელსაწყოებს, წინააღმდეგობას უწევდნენ ჯარის ნაწილებს, რომლებიც მათ დასაწყნარებლად იყვნენ გამოძახებულნი. ბევრი სისხლი დაიღვარა.

    და აი, ასეთი სიძულვილის ატმოსფეროში, როკფელერმა გადაწყვიტა, რომ აჯანყებულნი თავის მხარეს გადმოებირა. და მან ეს გააკეთა კიდეც. როგორ? რამდენიმე კვირის განმავლობაში იგი ცდილობდა, რომ მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა აჯანყებულებთან, შემდეგ კი მათი წარმომადგენლების წინაშე სიტყვა წარმოსთქვა. ეს სიტყვები შეიძლება შედევრად ჩაითვალოს. მან არაჩვეულებრივი ზემოქმედება მოახდინა. ამ სიტყვამ სიძულვილის ტალღა შეაჩერა, რომელიც როკფელერს წასალეკად ემუქრებოდა. ამის შემდეგ როკფელერს დიდი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. ამ სიტყვაში ფაქტები ისე იყო წარმოდგენილი, რომ გაფიცულებმა მუშაობა განაახლეს, ისე, რომ როკფელერს სიტყვაც არ უთქვამს ხელფასის მომატებაზე, რომელზედაც ასე დიდხანს იბრძოდნენ გაფიცულნი.

   აი, ამ შესანიშნავი სიტყვის დასაწყისი, დააკვირდით, რამდენად მეგობრულ შტრიხს შეიცავს ეს სიტყვა. გახსოვდეთ, რომ როკფელერმა სიტყვა წარმოსთქვა იმათ წინაშე, რომლებიც წინა დღეს მზად იყვნენ იგი პირველივე შემხვედრ ხეზე ჩამოეკიდათ. მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეეძლო ყოფილიყო უფრო გულისხმიერი და ყურადღებიანი, თუნდაც მედიცინის მისიონერების წინაშე წამდგარიყო სიტყვით. თავის სიტყვაში იგი წინადადებას იყენებდა: “მე მეამაყება, რომ თქვენს წინაშე გამოვდივარ იმის შემდეგ, რაც თქვენი ოჯახები მოვინახულე, ვნახე თქვენი მეუღლეები და შვილები, ჩვენ შევხვდით ახლა, არა როგორც უცხო ადამიანები, არამედ მეგობრები.”

  “დღევანდელი დღე ჩემთვის დიდი დღესასწაული იქნება ყოველთვის – დაიწყო როკფელერმა, – მე ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ დიდი კომპანიის მუშათა პირველ წარმომადგენლებს, მმართველებსა და მოსამსახურეებს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვამაყობ ამ შეხვედრით და ამ დღეს სამუდამოდ დავიმახსოვრებ. ეს შეხვედრა , რომ ორი კვირის წინ შემდგარიყო, მე ბევრი მათგანისათვის უცხო ვიქნებოდი, რადგან მე თქვენს შორის თითო-ოროლა ადამიანს ვიცნობდი მხოლოდ. მომეცა თუ არა შესაძლებლობა თქვენი ოჯახების ნახვისა, საუბარი უმრავლესობასთან, მე შემიძლია ვთქვა, რომ ახლა აქ შევხვდით ერთმანეთს როგორც მეგობრები…”

  არ არის ეს სიტყვა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მტრები მეგობრებად გაიხადო?

 წარმოვიდგინოთ, რომ როკფელერი სხვანაირად მოიქცა: დაეწყო კამათი მეშახტეებთან, მოეყვანა ფაქტები და დაემტკიცებინა, რომ ისინი ცდებოდნენ. თუნდაც როკფელერს დაემყკიცებინა, მათთვის, რომ ისინი ცდებოდნენ, მაინც ვერაფერს მიაღწევდა. სიძულვილი და გაბოროტება უფრო გაიზრდებოდა მათ შორის.

 თუ ადამიანი თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, თუ მას თქვენდამი სიძულვილი ამოძრავებს, თქვენ მას ვერასოდეს ვერ დაითანხმებთ და თქვენს მხარეზე ვერ გადმოიყვანთ, როგორადაც არ უნდა ეცადოთ. როგორ აზრსაც არ უნდა მოუხმოთ საშველად.

   მუდამ ბუზღუნა მშობლებს, დესპოტ ხელმძღვანელებს, ქმრებს და გაწიწმატებულ ცოლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანებს არ სურთ შეცვალონ თავიანთი შეხედულებანი. ვერ აიძულებთ მატ, დაგეთანხმონ, თუ მათ ეს არ სურთ, მაგრამ მათი დაყოლიება შეიძლება, თუ მათ თავაზიანად, ტაქტიანად მოექცევით.

  ამის შესახებ ლინკოლნი ასი წლის წინ ამბობდა: ” ყველამ იცის ანდაზა: “ერთ წვეთ თაფლს შეუძლია უფრო ბევრი ბუზი მიიზიდოს, ვიდრე ერთ ბალონ ნაღველს.” ეს ადამიანებსაც ეხებათ. თუ გინდათ, რომ ადამიანი თქვენს აზრს იზიარებდეს, პირველ რიგში მას უნდა დაუმტკიცოთ, რომ თქვენ მისი გულწრფელი მეგობარი ხართ. სწორედ ეს “ერთი წვეთი” თაფლი განაწყობს მას თქვენს  მიმართ. ეს იქნება საკმარისი, რომ მან თქვენი აზრი გაიზიაროს.”

  მე ვფიქრობ ისეთი გამონაკლისებიც არსებობენ, მაგალითად, ზოგიერთი ქართველი რომლებთანაც ასეთი ხერხი არ ჭრის.laughlaughlaugh მაგრამ მაინც თუ ადამიანთა გადმობირებას მეგობრული ტონით ვეცდებით, გაცილებით კარგ შედეგს მივიღებთ.


Comments:

One Response to “დეილ კარნეგი”


  1. საკმაოდ წარმატებული ხერხია, მაგრამ ფარისევლური.

    Like or Dislike: Thumb up 2 Thumb down 0 (+2)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.