Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

თანამედროვე ბირთვული საფრთხე

Filed Under (ინფორმაცია) by on 02-12-2011

Tagged Under : , ,

                                                  

            ბირთვულ იარაღს არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. პირველი ატომური ბომბები შეიქმნა და გამოყენებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის დროს “მანჰეტენის პროექტის ფარგლებში”, რომელსაც გენერალი ლესლი გროესი და ფოზიკოსი რობერტ ოჰენჰაიმერი ხელმძღვანელობდნენ. ეს პროექტი შტატებმა ბრიტანეთისა და კანადის დახმარებით განახორციელა. თავდაპირველად პროექტი დაიწყო ამერიკელი და ევროპიდან გამოქცეული ცნობილი მეცნიერების, მათ შორის აინშტაინის ინიციატივით, რომლებიც შიშობდნენ,რომ ნაცისტური გერმანიაც შექმნიდა ასეთ ბომბს. 

 

         “მანჰეტენის პროექტის” ფარგლებში 130 000–ზე მეტი ადამიანი მუშაობდა მთელი ამერიკის მასშტაბით. მისი ღირებულება 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რის გამოც ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე უფრო ძვირადღირებული საკვლევი პროექტების სიაში შედის.

                           

            ითვლება,რომ ტრუმენმა არაფერი იცოდა “მანჰეტენის პროექტი”–ს შესახებ. ის იმედოვნებდა, რომ დაბომბვა დიდ ნგრევას გამოიწვევდა და განმეორებითი ნგრევის შიში იაპონელებს აიძულებდა დანებებულიყვნენ. ის თავის მემუარებში ამბობდა,რომ ბრძანების გაცემისას ოდნავაც არ მერყეობდა. შედეგად ბირთვული ბომბი პირველად ნაგასაკისა და ჰირისიმაში გამოსცადეს და შეძლება ითქვას, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჩარბა. ყველაფერი მიწასთან გასწორდა. იაპონელებმა ნაგასაკი დაბომბვის შემდეგ ისე დაახასიათეს, როგორც “სასაფლაო ძეგლის გარეშე”. ადამიანები იხოცებოდნენ არა მხოლოდ დაბომბვის, არამედ მის შემდგომ პერიოდშიც.

          ბირთვული საფრთხის პრობლემა მსოფლიოში პირველი ატომური იარაღის გამოჩენის დღიდან დგას.

          დღეისათვის მსოფლიოს 8 ქვეყნის, აშშ, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანისა და ისრაელის არსენალში შედის.

          მსოფლიოში სულ დაახლოებით 20 000 ერთეული ბირთვული იარაღია. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტს ეკუთვნის.

          ექსპერტთა ვარაუდით, მათგან დაახლოებით 5 000 ერთეული გამოყენებისთვის მზადაა,  2 000 კი მაღალი ოპერატიული მზადყოფნის მდგომარეობაშია.

                                  

            მიუხედავად მსოფლიოში არსებული ამხელა ატომური მარაგისა დღეისათვის ითვლება, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ირანისგან მოდის.

          გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით ირანს ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე მუშაობა დაწყებული აქვს. არსებობს ვარაუდი, რომ სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის პროგრამის საფარქვეშ ირანი ატომური იარაღის წარმოების მექანიზმებს ავითარებს. 

           მსოფლიო სულ უფრო აქტიურად განიხილავს ირანისგან მომავალი საფრთხის განეიტრალების გზებს. ირანის წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია მოქმედებს ეკონომიკერი სანქციები, თუმცა მათ რაიმე შედეგი არ გამოუღია.

            ირანული საფრთხე ერთადერთი არ არის. როგორც ზემოთ აღვნიშნე მსოფლიოს რვა სახელმწიფოს უკვე აქვს ბირთვული იარაღი. დენთის სუნი კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრიალებს. ზოგი ეკონომიკური რესურსების ან გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის იბრძვის, ზოგი ტერიტორიულ პრობლემებს არკვევს.

            მიუხედავად ამხელა საფრთხისა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბირთვული იარაღის არსებობას დადებით ფაქტორად აღიქვამენ. ითვლება, რომ ის მესამე მსოფლოი ომის მუხრუჭი უფროა, ვიდრე მასტიმულირებელი. როგორც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ ბირთვული იარაღის განვითარება ან შექმნა თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების პრიორიტეტად  რჩება.  

            რაც შემეხება მე, იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთათვისაც ბირთვული იარაღი დიდი საფრთხის შემცველია. ჩემი აზრით, აუცილებელია დაწესდეს მკაცრი კონტროლი ბირთვული იარაღის წარმოებაზე. ვფიქრობ, რომ ის არცერთი სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს მიუხედავად მათი მიზნებისა.


Comments:

One Response to “თანამედროვე ბირთვული საფრთხე”


  1. ვაა საინტერესოაა 😉

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.