Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Hypnosis – ჰიპნოზი

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 02-12-2011

Tagged Under :

ჰიპნოზი – ესაა მდგომარეობა, როცა ადამიანს სძინავს ან ნაწილობრივ მაინცაა ფხიზელი. იგი ხელოვნრად არის გამოწვეული ჩაგონების დახმარებით. ხასიათდება მომატებული აღმქმელობით ჩაგონებისადმი და დაქვეითებული მგრძნობელობით სხვა ზემოქმედების მიმართ.
არსებობს მონაცემები, რომ ჰიპნოზის პრაქტიკა უძველესი დროიდან მოდის. ამაზე სხვადასხვა ხელნაწერი მოწმობს. იგი ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, საბერძნნეთსა და რომში გამოიყენებოდა.

ტრადიციულად ითვლებოდა, რომ ჰიპნოზს თავად სპეციალისტი იწვევს; თუმცა მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს მდგომარეობა დამოკიდებელია პაციენტზე, მისი ყურადღების ფოკუსირების უნარზე, გამოსახულებით აზროვნებაზე. სპეციალისტის საქმე კი ის არის, რომ ნდობა გამოიწვიოს პაციენტში, შეუქმნას კომფორტული გარემო.
ჰიპნოზი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არის ერთ–ერთი საშუალება ადამიანის ქვეცნობიერებაში შესაღწევად. ასეთ მდგომარეობაში მყოფი აცნობიერებს ფიქრების დინებას, გაცნობირებულად წყვეტს პრობლემებს და მეხსიერებაში ეძებს, მაგ. დაკარგულ ნივთებს. ამ ქმედებების შესრულებისას, ცნობიერება და ქვეცნობიერი შეთანხმებულად მოქმედებენ. ქვეცნობიერი ინახავს მთელ ინფორმაციას, ადამიანის მთელ გამოცდილებას და ნებას რთავს გადაწყვიტოს ბევრი ჩახლართული სიტუაცია, აწყობს სწორ წინადადებებს. ქვეცნობიერი ერთად „ათავსებს“ ყველა გეგმას, აზრს და გადასცემს ცნობიერს. ამიტომ, როდესაც მოულოდნელად კარგი იდეა მოგდით, ეს ნიშნავს, რომ გაუცნობიერებულად ქვეცნობიერში შეაღწიეთ.
პარიზელმა ექიმმა მატიემ ჩაატარა საინტერესო ცდა. მაშინ, როდესაც ტუბერკულოზის წინააღმდეგ არავითარი წამალი არსებობდა, მან განაცხადა, რომ საავადმყოფოში მალე ახალი, სწრაფად მოქმედი წამალი ჩამოვიდოდა გერმანიიდან. ამ სიტყვებმა ავადმყოფებზე სასურველი შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა, აზრადაც არავის მოსვლია, რომ ეს გამოგონილი ამბავი იყო. „მკურნალობამ“ ბევრზე დადებითად იმოქმედა, ზოგი სრულიად გამოჯანმრთელდა. საიდუმლოებით მოცული წამალი კი წყალი აღმოჩნდა!
ჩაგონებასა და თვითჩაგონებას შეუძლია ადამიანი ცუდი ჩვევისაგან გაათავისუფლოს ან რამის შიში მოაცილოს.
ყველას გვექნებოდა შემთხვევა, როდესაც საკუთარ თავს რამეში ვარწმუნებდით და ეს გვშველოდა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ადამიანი, რომელსაც სიბნელის ეშინია. ამავდროულად იცის, რომ ეს სისულელეა. ის მიდის ბნელ ოთახში და საკუთარ თავს ეუბნება: საშიში არაფერია! აქ არავინაა! და შიში მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც ქრება.
ყვებიან ამბავს სასულე ორკესტრიდან გაგდებულ მუსიკოსზე, რომელმაც შურისძიება გადაწყვიტა. იგი დაელოდა დღეს, როდესაც ორკესტრი საზეიმო მარშზე (პარადზე) უნდა გამოსულიყო. სანამ ისინი დაკვრას დაიწყებდნენ მათ წინ ლიმონის ჭამა დაიწყო. ამ სცენამ ორკესტრის მონაწილეებში გაძლიერებული ნერწყვის გამოყოფა გამოიწვია. მათ ვეღარ შეძლეს ინსტრუმენტების გამოყენება. ჰიპნოზიორის ცდა წარმატებით დაგვირგვინდა! მან შეაღწია ქვეცნობიერში.
ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს სკეპტიკოსებმა. ისინი ირწმუნებიან, რომ დაჰიპნოზებული ხალხი არ შედის ტრანსში, ისინი უბრალოდ თვლიან ამას ტრანსად. სოციალური ზეწოლა და ჰიპნოზიორის ზემოქმედება ხშირად არწმუნებს ადამიანებს, რომ ისინი ასე უნდა მოიქცნენ. სპეციალისტს დამორჩილებული მსხვერპლი ნამდვილად ფიქრობს, რომ ის ტრანსში იმყოფება. აქ თვით რწმენა თამაშობს დიდ როლს და ცვლის ადამიანის ქცევას. თუ გგონიათ, რომ ჰიპნოზი შეგისუსტებთ ტკივილებს, მაშინ ეს ასეც მოხდება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჭეშმარიტი ჰიპნოზიორი ის არის, ვინც ვითომ აღწევს თქვენი ტვინის საიდუმლო ხვეულებში; ესაა ადამიანი ძლიერი ნებითა და ქარიზმით, რომელსაც შეუძლია თავის სიტყვებში დაგარწმუნოთ!


Comments:

One Response to “Hypnosis – ჰიპნოზი”


  1. სტატია ნამდვილად კარგია, იმიტომ რომ მთავარი აზრი გასაგებ ენაზე და გარგად არის გადმოცემული, თუმცა აქვე დავამატებდი რომ ჰიპნოზი არის გონების შეცვლილი მდგომარეობა, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ძილს, ხოლო პარიზელი ექიმის მიერ ჩატარებული ცდა წარმოადგენს იმ მეთოდს რომელიც პლაცებოს ეფექტით არის ცნობილი.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.