Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ვისწავლოთ ჭადრაკის თამაში

Filed Under (სპორტი) by on 26-11-2011

Tagged Under : , ,

ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის მაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სხველბის გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს. ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით.

 

სვლა კეთდება ერთი ფიგურით. ის არ შეიძლება დაიდგას უჯრაზე, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ფიგურა. ხოლო უჯრაზე თუ სხვა ფერის ფიგურაა, მაშინ შეგიძლიათ აიყვანოთ იგი და მის ადგილზე თქვენი დასვათ. ამ პროცესს აყვანას ან მოკვლას უწოდებენ. აყვანილი ფიგურა თამაშიდან გამოსულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ. დანარჩენი ინფორმაციისათვის შებრძანდით  read more-ში.

დაფა დანომრილია ჰორიზონტალურად, მარჯვნიდან მარცხნივ: A; B; C; D; E; F; G; H. ხოლო ვერტიკალურად, ქვევიდან ზევით: 1; 2; 3; 4; 5 ;6 ;7 ;8 .

მეფე     

                   ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე.

 

 

დედოფალი(ლაზიერი)

                        ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე. ლაზიერი დაახლოებით ორი ეტლის ან სამი მსუბუქი (მხედარი, კუ) ფიგურის ტოლფასია.

 

 

ეტლი

                       სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე.

 

 

კუ

                  მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ყავს. პარტიის დასაწყისში კუები დგანან c1,f1, c8 და f8 უჯრებზე. ამ ოთხი კუდან ორი თეთრუჯრედოვანი და ორიც შავუჯრედოვანი კუა. კუ მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას.

 

 

                     მხედარი(ცხენი)                   

                      მსუბუქი ფიგურა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1,g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთდერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედარი დადის რუსული ,,Г’’-ს ფორმით. თავიდან ორი უჯრა ჰორიზინტალურად ან ვერტიკალურად და მერე ერთი უჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

 

 

პაიკი

                     პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ მერტიკალურად ერთ უჯრაზე,საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. ტეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტზე ხოლო შავები 7 ჰორიზონტზე.პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება ესენია 1)გავლაზე აყვანა,2)ფიგურის გაცოცხლება….გავლაზე აყვანა სეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება.თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს,მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება…სავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოტხე ჰორიზონტალიდან შეიძლია….როდესაც თეთრი მაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი_ პირველ ჰორიზონტალს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.

 

 

იმედია ხვალიდან უკვე თამაშს დაიწყებთ 🙂

 

 

 


Comments:

2 Responses to “ვისწავლოთ ჭადრაკის თამაში”


  1. d

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. minda tamashi

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.