Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მერაბ აბრამიშვილი

Filed Under (საინტერესოა!) by on 26-11-2011

Tagged Under :

    ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი დაიბადა 1957 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში. 47-ე სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სკოლაში. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით. 


      მხატვრის მამა გურამ აბრამიშვილი იყო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ის ხშირად ატარებდა ექსპედიციებს და ახალგაზრდა მერაბიც თან დაჰყავდა. ერთერთი ექსპედიცია ჩატარდა ატენის სიონის ფრესკების შესასწავლად, რამაც დიდი გავლენა იქონია მერაბ აბრამიშვილის მხატვრობასა თუ აზროვნებაში, ის წლების მანძილზე აკეთებდა ატენის სიონის ფრესკების ასლებს. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მხატვრის შემოქმედება რელიგიურ თემატიკას უკავშირდება.
საიდუმლო სერობა
საიდუმლო სერობა
      რელიგიურ თემატიკასთან ერთად მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებაში არის აღმოსავლურ დეკორატიუ მოტივებზე შექმნილი ნახატები. “ჩემი შემოქმედების რაღაც ეტაპზე შემეცვალა მხატვრული აზროვნება და დავიწყე აღმოსავლური (სპარსული) მინიატურის შესწავლა”, -ამბობს მხატვარი.

აბრეშუმის გზა

ჰარამხანა
      პირველი წარმატება მოუტანა “300 არაგველმა”, რომელიც შექმნილია “ლევკასის” ტექნიკით. ეს არის ძველი ფრესკული ტექნიკა, საკმაოდ შრომატევადი, რასაც ხშირად იყენებდა მხატვარი.

      მხატვარს ძალიან უყვარდა ყვავილები, სახელოსნოში ყოველთვის ჰქონდა ქოთნის ყვავილები და ხშირად ხატავდა მათ.

      მას ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ამბობდა – „იღბლიანი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ გავჩნდიო.“


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.