Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ტუქსის “შთამომავლები” – “F”ედორა

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 15-11-2011

Tagged Under : , , , , , , , , ,

                                                            

ქუდი, რომელიც ჩვენმა ამხანაგმა ტუქსმა მოირგო – ფედორაა. ლამაზია არა? მისი სახელი  ჯერ კიდევ 1882 წელს გამოშვებული ვიქტორია სარდუს (Victorien Sardou) პიესიდან “ფედორა” მოდის, რომელიც ერთგვარი სიმბოლო გახდა განგსტერული სამყაროსი. თუმცა წინააღმდეგი არ ვარ ეს ქუდი ქალის სიმბოლოდაც რომ იქცეს, რადგან გენდერული ბალანსი დაცული იყოს.

 მოიცა, მოიცა, რა ქუდი, რის ქუდი ?! საერთოდ სხვა რამის მოყოლას ვაპირებდი თქვენთვის –  ერთ–ერთ ტუქსის გამოშვებაზე – ფედორაზე (fedora) მინდოდა დამეწერა და დავწერ კიდეც ! =)

 

 

მისი ფუნქციონირება გაგიკვიდებათ და “რედ ჰეთმა” (Red Hat) დაიწყო, როცა თავად შეწყვიტა დისტრიბუტივის გამოშვება. არ გავიმეორებ წინა შეცდომას და არ გადავუხვევ თემას, ამიტომ, მოდით, ცოტა რამ გავიგოთ ლინუქს ფედორაზე, მერე საზოგადოებაში რომ მოვხვდეთ, ხომ უნდა ვთქვათ, უი ეს ხომ ვიციო.. მერე ჩვენ თავებში მაგარი ტიპები გამოვჩნდებით, სხვის თვალში? აი მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს =დ

 

 red hat

 

 * * *

 

გამოშვებულია 16 ვერსია ამ ე.წ. ქუდების, რომლის სახელებიც ჩემდა გასაოცრად, ლინუქს–მინთის სახელების შემრჩევლებისგან განსხვავებით, უფრო ინტელექტუალები აღმოჩნდნენ. რაში გამოიხატა? მისი ბოლო გამოშვების სახელია “ვერნე”(verne) და იცით ვინ იყო ეს ვერნე? ჯულ ( ფრანგული პრონანსით) გაბრიელ ვერნე (Jules Gabriel Verne) გახლდათ ფრანგი მწერალი, რომელიც ცნობილია მეცნიერული წარმოდგენების, ე.წ. ფანტასტიკების ჟანრში. 

ასევეა მისი სხვა დანარჩენი გამოშვებული ვერსიებიც. ხო მართლა, პირდაპირ მიგასწავლით სად უნდა ნახოთ ამ ვერსიების სახელების ისტორიები,თან მეტს გაიგებთ ადამიანებსა და ადგილებზე. ყველაფერი ფედორას გამოშვებების შესახებ

 

 

 * * *

fedora–ს აქვს ღია კოდის უფლება. ისევე როგორც ყველა ლინუქს დისტრიბუტივს. 

არსებობს მისი  xfce გარემო, რომელიც გამარტივებულია

desktop – სუსტი კომპიუტერებისთვის

kde – ვინდოუს გარემოს მსგავსია. 

ვფიქრობ საკმაოდ ფართო არჩევანია, რომ შეძლოთ ამ სისტემაში მორგება. 

 დაბალი მონაცემების კომპიუტერი გაქვთ სახლში, ე.წ. ზომბი? არც ეგ აღმოჩნდება სიძნელედ ჩვენი ყოვლისშემძლე ფედორასთვის, იგი სულ მცირე მოითხოვს:

 

ფედორა 7სთვის 

  • text-mode: 200 MHz Pentium-class or better
  • graphical: 400 MHz Pentium II or better
  • Minimum RAM for text-mode: 128MiB
  • Minimum RAM for graphical: 192MiB
  • RAM for graphical: 256MiB

როგორც ხედავთ, ძალიან დაბალ მონაცემებს ითხოვს ეს დისტროც, რადგან უზრუნველყოს თქვენი ყოველი პრეტენზიის სრულად დაკმაყოფილება:  ხან ცაში იყოთ გამოკიდებული და ხანაც ზღვაში, ტალღების ზვირთებში ნებივრობდეთ..  მოხერხებულია  არა?? ^.^

 

 * * *

გარემოზე მეკითხებით? გარემო, მე რომ მკითხოს ადამიანმა, ყველას გარემოც ძალიანაც მომწონს. 

 

ის რაღაც “F”, ქვედა მარცხენა კუთხეში რომ ჩანს 

ხო,ხო აი ეს

 არის ფედორას ნიშანი, რომელიც ჩემში 8იანთან, უსასრულობასთან და ფუნქციასთან ასოცირდება, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდში ყელში მქონდა ამოყვანილი. მომნატრებია.. მოგონებებიც გამიღვიძა ფედორამ………

 

 * * *

ეს შთაბეჭდილებები ჰაერზე მოტანილი არ გეგონოთ! ის მე მოვათავსე ჩემს ვირტუალურ ყუთში და შევუდექი მის დაინსტალირებას. იგივე საფეხურები მომთხოვა რაც ვინდოუსს არ ლინუქს–მინთს დასჭირდა, მაგრამ იყო რაღაც საკითხები,(როგორი მოცულობით შემენახა ეს ოპერაციული სისტემა, მიუხედავა იმისა, რომ უკვე მითითებული მქონდა) რამაც საგონებელში ჩამაგდო და ერთი ხანი გავიფიქრე კიდეც, ჩემს PC–ის ამით არაფერი დავმართო–მეთქი, მაგრამ უბრალოდ ენის ცოდნაა საჭირო – “ელემენთარი” დონეზე, რომ “უცბად” გაერკვეთ სიტუაციაში და მაშინვე გადააგდოთ ეს სულელური “მსჯელობები”.

 

დამიინსტალირა და სანატრელი ბრძანებაც ამომიგდო პლიზ, რებუთ მი ^^ 

  

 

ყველაფერი წარმატებით დასრულდა, უსაფრთხოების მიზნით, როგორც ვინდოუსში, აქაც შემომთავაზა პაროლის დაყენება, დავაყენე და უკვე შევიყვანე კიდეც

 

ბოლოს და ბოლოს შემაგდო ჩემს ოპერაციულ სისტემაში და …….

 

ამ სისტემაში გათვალისწინებულია ვინდოუს 7ის მომხმარებლების პრეტენზიებიც, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რადგან შეხედეთ რა აღმოვაჩინე

 

ესეც სტარტის მენიუ 

 

 * * *

აქ შედით, ტორენტ–კლიენტი დააყენეთ და გადმოწერეთ რომელი ვერსია–ტიპიც გინდათ 😉 

დანარჩენი თქვენთვის მომინდვია…….. 

ცოტა შეიხედეთ და გაერკვიეთ, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი ხომ გაფუჭებით იწყება?! =)

 

 

 


Comments:

One Response to “ტუქსის “შთამომავლები” – “F”ედორა”


  1. Thumbs up!

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.