Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დეპრესიონიზმი

Filed Under (საინტერესოა!, იუმორი) by on 10-11-2011

Tagged Under : , ,

დეპრესიონიზმი

დროის ცვლილებასთან ერთად როგორც სხვა, უცხო ენები, ასევე ჩვენი ქართული ენაც იძენს ახალ “მარგალიტებს”. ენაში შემოდის ახალი სიტყვები, ზოგი მისაღები, ზოგიც, კი ისეთი, რომელიც საჭირო არ არის (ბარბარიზმი)
დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი სიტყვა, რომელიც, რომ არა ერთი ადამიანი მე აზრადაც არ მომივიდოდა(დიდი მადლობა მას, ასე რომ “გამიტეხა გული”) მოკლედ არ ვიცი, როგორ და რანაირად მაგრამ, ეს სიტყვა მოულოდნელად მომივიდა თავში, მომეწონა და გადავწყვიტე საკუთარი ლექსიკონისთვის შემემატებინა. რაც შეეხება თვითონ სიტყვას საკმაოდ საინტერესოა. მას ორი მნიშვნელობა ენიჭება და ერთის მხრივ სიყვარულისგან გამოწვეულ “დეპრესიას” უკავშირდება, მეორეს მხრივ კი ხელოვნებასთან არის კავშირში(თუმცა ძალიან მცირედი კავშირი აქვს) დღესდღეობით არსებობს ესეთი ტენდენცია, რომ ვისაც არ ეზარება ყველას უყვარს ვიღაცა ან რაღაცა.განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა. სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან სიყვარულია. თუმცა სამწუხაროდ ამ სიტყვამ თავისი ნამდვილი მნიშვნელობა უკვე დიდი ხანია დაკარგა და მას მხოლოდ ე.წ “გოგოს შესაბმელად” იყენებენ(უმეტესობა შემთხვევაში). თემას ნუ გადავუხვევთ და დავუბრუნდეთ ისევ “დეპრესიონიზმს” . საკითხავია-რა იწვევს დეპრესიას? რატომ ხდება ესე? ნუთუ მართლა დეპრესიაში ვარ? როდესაც საკუთარ თავს ამ შეკითხვებს უსვამ ე.ი 99.9% დეპრესიაში ხარ და გინდა თუ არა ამას თვალი უნდა გაუსწორო. სამწუხაროდ რეალობა ხშირად მწარეა და ამასთან, როგორც 100 კმ/ს სიჩქარით მომავალი მანქანა მოულოდნელად ისე გეჯახება, რომ ვერაფრის გაანალიზებას ვერ ასწრებ.
რატომ არ იყო ეს სიტყვა წარსულში? რატომ გამოჩნდა მაინცდამაინც ეხლა? ნუთუ აქამდე არავის ჰქონია დეპრესია და არ მოსვლია ეს თავში? ლოგიკურია ეს შეკითხვა უჩნდება მკითხველს და როგორც ამ სიტყვის ავტორი აგიხსნით, რომ ადრე სიყვარულისთვის არავის ეცალა და ისეთი დრო იყო შიმშილის დეპრესია ემართებოდა ხალხს 😀 ეხლა, კი დრო შეიცვალა, ხალხმა საკუთარ სულიერ მდგომარეობასაც მიხედა და “სივარულსაც” მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ვიდრე “კუჭს”. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და თემასაც აქ დავასრულებ. ვიცი 90% მკითხველს გიჟი ვგონივარ მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ 100 კმ/ს სიჩქარით მოძრავი “მონსტრი” მეც დამეტაკა და მაიძულა ამ თემის დაწერა.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.