Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

გულისშესაღონებელი

Filed Under (ნაწარმოებები, იუმორი) by on 10-11-2011

Tagged Under : , , , ,

 

    აქ არ არის თქვენი ადგილი,.. თქვენ ეს ადგილი არ შეეფერებათ და თქვენ ხომ საერთოდ არ შეეფერებით მას. რომ იცოდეთ თქვენი ბრალია ყველაფერი, რას დადიხართ წაღმა-უკუღმა? უთავბოლობა თქვენ სხავა რამე ხომ არ გგონიათ?! რომ იცოდეთ იმის ღირსიც არ ხართ რომ თქვენობით მოგმართავთ მაგრამ რახან ასე დავიწყე ასე იყოს. რას გავს თქვენი საქციელი იმის შნოც არ მოგცათ ღმერთმა (თუ საერთოდ ღმერთის ხელი ურევია თქვენს გაჩენაში) რომ პასუხი გამცეთ. მართალი თქვენ არ იცით და მტყუანი, სწორს და ბლაგვს ხომ ცხვირიდან ერთ ნაბიჯზეც ვერ არჩევთ.

ისე ნაბიჯის გადადგმა არც იცით მგონი, (დაიცა არ გაინძრე) მე ვიგულისხმე სწორი ნაბიჯის. სხვათაშორის სად გაიზარდეთ ან სად დაიბადეთ? -მგონი საავადმყოფოში არა? ასეც ვიცოდი თავიდანვე ვერი იყავით ნორმალური, იმის მიუხედავად რომ თქვენი მშობლები ბევრს ეცადნენ… თავიდანვე…  გიფიქრიათ, ის დრო რომელიც თქვენ გაატარეთ… და საერთოდ თუ გიფიქრიათ? იქნებ ფიქრი ტროპიკული ხილი გგონიათ?! არც ნაკლებია რომ იცოდეთ!… თუმცა სად თქვენ და სად ტროპიკები, ზომიერ სარტყელში დაკარგული და ხელიდან წასული ხართ და იქ რაღა იქნებოდით (პითონიც არ შეგჭამდათ რომ არ მოწამლულიყო; ეს ისე ცნობისათვის).

   გამიგია რომ სულ იმას გაიძახით გაზეთის ფურცლებზეა ჩემი ადგილი, კარგი ჩარჩოიანი ფართობი  მეკუთვნისო. ამაზე არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, თქვენი ადგილი მართლაც აქ არის, გამუქებული შრიფტით, მაღლა კუთხეში,.. ნეკროლოგების განყოფილებაში. ჰა რას იტყვით მოგწონთ?

   ყველა კორუმპირებული რომელიც დაიჭირეს ციხეში წაუყვანეს, თქვენ კი ქირურგიულ მაგიდაზე ამოყავით თავი, უფრო სწორედ მუცელი, ბანკომტივით რომ გქონდა ფულით გამოტენილი.

    რატომ გგონიათ რომ არ ჩანხართ და არავინ გიცნობთ?! იცოდეთ მახვილ თვალ-ყურ-გონაბას ვერსად და ვერასდროს დაემალებით, ის მაინც გიპოვით და გამხელთ. დასჯაზეც მოვიფიქრებთ რამეს, თქვენი არარსებული სინდისის იმედად არ დაგტოვებთ.
   მოხარული ვიქნები თუ ჩემი სიტყვები ცოტაოდენ ლექს დატოვებს თქვენსდაცხრილულ გონებაში, რისი იმედიც კიდევ ერთი სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მაქვს. თუმცა მცირე გამონათებად ჩავთვლი იმ სიგარეტის ნამწვს რომელიც მთელი ჩემი საუბრის მანძილზე თქვენს თითებში იწვოდა და ახლა ჩაქრა.    ვიმედოვნებ ეს ჩაქრობის წამი თქვენი გონის განათების დასაწყისია. ახლა კი შებრუნდით და იარეთ ნელა, გულზე ხელი დაიდეთ, რადგან ეს არის გულისშეღონების პირველი ნიშანი. ხმა არავის გასცეთ, რაიცით რამე შარი არ მოგდონ…
     დროებით…


Comments:

One Response to “გულისშესაღონებელი”


  1. მაგარია, უბრალოდ, მართლა ვერ გავიგე რატომ მეჩხუბე,როგორც მკითხველს =))
    საავადმყოფოზე გულიანადაც გამეცინა =დ

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.