Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ექსტრემალური სპორტი

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2011

Tagged Under :

 

ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING) არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან.

თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის ან ვინილის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმის, რომ ნავი არ ჩაიძირება თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდება ან გაიხევა. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 მ-დან 6 მ-მდე, და სიგანე 1.8 მ-დამ 2.5 მ-მდე. ამ წესიდან გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 მ.
ნავები არის სხვადსხვა ფორმის. ჩვენთან გამოიყენება სიმეტრიული ნავები, რომელიც იმართება ნავის უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ. ნავში ჯდება 4 დან 12 კაცამდე.

მდინარის სირთულის კატეგორიები:

პირველი კატეგორია – ადვილი მდინარე ჩქერების და ნაკადების გარეშე, საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება (მაგ. მტკვარი მცხეთასთან ახლოს). მათთვის ვისაც არ უნდა თავს ძალა დაატანოს.                                                                                                                    

მეორე კატეგორია – სწრაფი მდინარე, სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები), საჭიროა მანევრირება. (მდინარე არაგვი ზაფხულში). ასეთ მდინარეზე დაშვებას უკვე ჯომარდობა შეგვიძლია ვუწოდოთ. 

მესამე კატეგორია – სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები. სჭირდება კარგი მანევრირება. (არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი, რიონი). მეორე კატეგორიის მდინარეებზე გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ შეიძლება შემდეგ საფეხურზე გადასვლა – ასეთი ტურის შემდეგ ნავში ყველა თავიდან ფეხებამდე სველია.

მეოთხე კატეგორია – მძლავრი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის. (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულგრილი იქნება ამ დაშვების დროს – მეოთხე კატეგორიის გავლის მერე ადამიანი ნამდვილი ჯომარდელი ხდება. 

მეხუთე კატეგორია – დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. საჭიროა პროფესიული გამოცდილება. (ენგურის, თერგის, მტკვრის და რიონის გარკვეული მონაკვეთები). 

მეექვსე კატეგორია – ამ მდინარეებზე არის სიცოცხლისთვის მაღალი რისკი. ამ კატეგორიის რამდენიმე მდინარეა საქართველოში (თერგი, ენგური, რიონი). ასეთი მდინარის გავლის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ. 

უსაფრთხოება

ჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ არის დაცული გარკვეული უსაფრთხოების ზომები. განსაკუთრებით ეს ეხებათ მოყვარულებს, რომლებიც ეშვებიან პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან ასევე მონაწილეების არასწორი ქცევიდან გამომდინარე.
რაც შეეხება კომერციულ ტურებს – ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მონაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ.
ყველა მონაწილეს ურიგდება (აუცილებელია) სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი.. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.

ამ პირობების გათვალისწინებით ჯომარდობა საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნო გართობად შეიძლება იქცეს და როგორც წესი, ერთხელ ნავში მოხვედრილი ადამიანი ავადდებაჯომარდობითდა ცდილობს მეგობრები თუ ოჯახის წევრებიცჩაითრიოსამ საქმიანობაში.

 

  წყალქვეშა ცურვა დაივინგი  წყალქვეშა ტურიზმის ერთ-ერთი აქტიური სახეობაა.საქართველოში დაივინგი საკმაოდ პოპულარული და განვითარებულია. არსებობს დაივინგის ანუ წყალქვეშა ცურვის საზოგადოება, რომელიც დაგეხმარებათ დაათვალიეროთ ზღვის ფსკერი. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საინტერესოა ზღვა და მით მეტი ადრენალინი გამოიყოფა. ამასთანავე, მეტია საფრთხეც.

 

 ასეთ დროს ძირითადად საფრთხეს ქმნიან თევზთა საშიში სახეობები, რომელთაც თუ გინდათ თავი აარიდოთ, არ უნდა გააბრაზოთ, არ უნდა დაურღვიოთ მყუდროება. ისინი უხეშად შეხებისას აგრესიულნი ხდებიან. საშიშია ასევე კიბოსნაირები, ლოდები, კლდეები, წყალმცენარეები, ამიტომ დაივინგის საზოგადოება გიდის გარეშე ამ ტურებს არ აწყობს.წყალქვეშა ცურვისას განსაკუთრებით საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება. ზღვის მცენარეები და საერთოდ, მისი სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და ძალიან საინტერესოა.ძალიან საინტერესოა შავ ზღვაში “ფილოფლორას მინდორი”, 36 მეტრის მანძილზეა გადაჭიმული.

დაივინგის საზოგადოება გთავაზობთ ცურვას სარფში, კვარიათში, ციხისძირსა და პალიასტომის ტბაზე.20 მეტრის სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ, თანდათან იზდრება სირთულეები და რაც უფრო ღრმად ჩადიხართ, მით უფრო ძნელია, რადგან ცუდია მხედველობა და არის ბუნებრივი მღვიმეები. თუ გადაწყვეტთ დაათვალიეროთ შავი ზღვის სამყარო, ოთხი ჩაძირული გემი და სამი თვითმფრინავი და დიოსკურიას კედლის ნარჩენები ფარავნის ტბაზე, აუცილებლად უნდა გაიაროთ დაივინგის საზოგადოებასთან არსებული კურსები, რის შემდეგაც მიიღებთ სერთიფიკატს. 10 წლიდან შესაძლებელია წყალქვეშ ცურვა აკვალანგით, რომელიც იბერება ჰაერით და უსაფრთხოა. 

 

   სერფინგი -არის ერთ-ერთი უძველესი სპორტი. ტალღებზე სეირნობის ხელოვნება არის ნაზავი ათლეტიზმის, ბუნების სიძლიერისა და სილამაზის გააზრებისა.  

სერფინგი არის სპორტი, რომელიც წარმოქმნის საკუთარ კულტურასა და ცხოვრების წესს. ხის დაფით ტალღებზე ცურაობა სამი ათასი წლის წინათ პოლინეზიაში აღმოცენდა. პირველი სერფერები იყვნენ მეთევზეები, რომლებმაც აღმოაჩინეს ეფექტური მეთოდი ტალღებზე საცურაოდ, რაც მათ ეხმარებოდათ სანაპიროებზე გადაადგილებისათვის. საბოლოო ჯამში, ტალღების გამოყენება გახდა ყოველდღიური, რამაც მოახდინა რევოლუცია სერფინგში.

არ არსებობს ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩამოყალიბდა სპორტად. ცნობილია რომ მეფეები, დედოფლები და სენდვიჩის კუნძულზე მცხოვრები ხალხი იყვნენ ძლიერები სერფინგში მე-15 საუკუნეში. ადრეული ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, სერფინგი ჩნდება 1700 წლის შემდეგ ევროპელებისა და პოლინეზიელთა პირველი კონტაქტის შემდგომ ტაჰიტში. ნავიგატორმა ჯეიმს კუკმა აღწერა, როგორ იპყრობდნენ ტაჰიტელები ტალღებს თავიანთი დაფებით მხოლოდ გართობის მიზნით. ჯეიმს კუკმა თქვა : “ერთ დღეს ვსეირნობდი ჩვენს კარავებთან ახლოს და დავინახე, როგორ მოცურავდა ბიჭი ტალღაზე და მე გამიჩნდა დიდი სურვილი, ვყოფილიყავი მის ადგილას. შემდეგ ის უმოძრაოდ ჩამოჯდა დაფაზე და გამოემართა პლიაჟისკენ ტალღის სისწრაფით. გადმოვიდა ხმელეთზე, აიღო ხელში დაფა და დაიწყო სხვა ტალღის ძებნა. მე ვხედავდი, თუ რაოდენ დიდ სიამოვნებას იღებდა იგი ტალღაზე ცურვის დროს, ის შეუფერხებლად ეკვეთა ტალღას და დაიპყრო იგი. ეს შეუდარებელი გრძნობა იყო. ”

ჰავაიში ახალდასახლებული პოლინეზიელები იყვნენ კარგად დაოსტატებული სერფინგში. და რამოდენიმე ასეული წლის შემდეგ ჰავაის ცნობილი სპორტიც აღმოცენდა. ჰავაელი ხალხიდან ვინც უფრო კარგად ოსტატდებოდა სერფინგში, მით უფრო იხვეჭდა სახელს და ეწეოდა რეპუტაცია. მათ ჰყავდათ საკუთარი დაფების მკეთებლები. ამ დაფების შეძენა შესაძლებელი იყო სანაპიროებზე. სერფერები კი ირჩევდნენ თავიანთ დაფებს თავიანთი ნიჭის გამოსავლენად. იმ დროისთვის სერფერები ჰავაიში არც ისე ბევრნი იყვნენ, რადგან სერფინგი მოითხოვდა დიდ სიმამაცეს. ძალიან ცოტა თუ ბედავდა ტალღებთან ჭიდილს, რადგან ყველას ეშინოდა დაფიდან გადმოვარდნის, რაც მათი სიკვდილის შესაძლებლობას იძლეოდა ან ძლიერ ტრამვას. სერფბორდები გადიოდა წმინდა რიტუალებს, რადგან ისინი ხომ იმდროინდელი ექსტრემალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისანი იყვნენ. მხოლოდ 3 სახის ხეს იყენებდნენ დაფების გამოსათლელად. დაფის მკეთებელი ხეს მთლიანად თხრიდა ფესვებიანად და იმ ხვრელში თევზებს ყრიდა. რაც მათი რწმენით იმას ნიშნავდა, რომ იგი წირავდა თევზებს ღმერთებს ამოთხრილი ხის სანაცვლოდ. ხოლო შემდეგ იწყებდნენ დამუშავებას.

 

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.