Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Goodbye World

Filed Under (OS / Servers, პროგრამირება) by on 03-11-2011

Tagged Under : , ,

მიმდინარე თვეში მაღალ ტექნოლოგიებს ორი ჯადოქარი ჩამოშორდა.ერთ–ერთი იყო სტივ ჯობს,რომელმაც მსოფლიოში დიდი ვნებათაღელვა გამოწვია,მეორე პიროვნება გახლდათ დენის რიტჩი,პროგრამირების ენის,C–ის შემქნელი და ოპერაციული სისტემის,UNIX–ის იდეოლოგი.სამართლიანი იქნება თუ საკმარისს პატივს მივაგებთ ამ კაცს.

დენის რიტჩი დაიბადა 1941 წელს ქალაქ ნიუ იუკში.დაამთავრა ჰარვარდის უნივერსტეტი ფიზიკა და გამოყენებითი მათემატიკის განხრით.1983 წელს მას მიანიჭეს ტიურინგის პრემია.1999 წელს მიიღო ტექნოლოგიების ეროვნული მედალი,რომელიც პირადად ბილ კლინტონმა გადასცა.გარდაიცვალა 70 წლის ასაკში,ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ბერკლი ჰეიტში.

 

C–ის პოპულარობა უპირატესად განსაზღვრა იმ ფაქტმა,რომ ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი აღმოჩნდა მაღალი და დაბალი დონის პროგრამირების ენებს შორის.პირველად С-ში მოხერხდა,რომ შესაძლებელი გახდა სწრაფი პროგრამის დაწერა ისე,რომ ორობითი არითმეტიკის თავისებურებაზე ტვინი არ ეჭყლიტა პროგრამისტს. С თანაბრად გამოიყენება ოპერაციული სისტემებისა და დრაივერებისათვის და ზედა დონის ინფერფეისების შესაქმნელად.რიტჩის ჩანაფიქრით,C მოქნილი და ამავდროულად შეუზღუდავი ენა უნდა ყოფილიყო,რომლიც,მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ „ბასრი იქნებოდა როგორც სამართებელი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც ელეგანტური პროგრამის,ასევე საშიში აბდაუბდის დაწერა“.მოლოდინმა მართლაც გაამართლა და ის საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

დენის რიტში ასევე ცნობილია თავისი წიგნით,რომელიც მან 1978 წელს დაწერა ბრაიან კერნიგანთან ერთად.ამ წიგნს გარდა შინაარსისა,ბიბლიოგრაფიული და კულტურული ღირებულებებიც გააჩნია,რომელთა შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორი სიტყვა,რომელიც პირველად სწორედ ამ წიგნში აღმოჩნდა.რიტჩიმ და კერნიგანმა საფუძველი ჩაუყარეს ტრადიციას,რომელსაც დღესდღეისობით ყველა პროგრამისტი იცავს:პირველი პროგრამა,რომელიც ახალი ენის შესწავლისას იწერება ეკრანზე,ბეჭდავს ფრაზას:“ Hello World”.

ამ ადამიანის ცხოვრება სამწუხაროდ შეუმჩნეველი დარჩა იმისდა მიუხედავად რომ მან ათეული წლით განსაზღვრა ციფრული ტექნოლოგიები.დენის რიტჩი იყო უცნობი ჯადოქარი,რომელიც მოვიდა,მრავალი რამ დაგვიტოვა და დაგვემშვიდობა.

 


Comments:

2 Responses to “Goodbye World”


  1. ვა,ეგ არც მე ვიცოდი 🙂 ყოჩაღ!

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. gamikvirda :))

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.