Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

bookmate.ru – წიგნების მეგობარი

Filed Under (Net-Surfer) by on 03-11-2011

Tagged Under : , , ,

 

დღეს მინდა მოგითხროთ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საიტის შესახებ. ეს არის დიდი ბიბლიოთეკა, სადაც უამრავი წიგნია, და რაც მთავარია, ძალიან ლამაზ და თვალისთვის ადვილად წასაკითხ ფორმატში.

 

bookmate.ru-ს ინტერფეისი ძალიან მარტივია, შეგიძლია ფეისბუქის ლოგინი გამოიყენო, შეგიძლია პირდაპირ საიტზე დარეგისტრირდე.  საიტზე ძალიან ბევრი წიგნია, კლასიკა ხელმისაწვდომია უფასოდ, ხოლო დანარჩენისთვის საჭიროა ხელმოწერა. თვეში 100 რუბლი (დაახლ. 6 ლარი)  ან წელიწადში 1000 რუბლი (დაახლ. 60 ლარი). ფასი ნამდვილად მისაღებია, თუ გვაითვალისწინებთ წიგნების რაოდენობას და კითხვისას სიამოვნების ხარისხს.  ფასიანი წიგნების ყიდვამდე გადათვალიერებაც შესაძლებელია: ანოტაცია და პირველი რამდენიმე თავი ყოველთვის ხელმისაწვდომია წიგნზე შთაბეჭდილების შესაქმნელად.

 

bookmate.ru-ს აქვს წიგნების წარმოდგენის თავისი ფორმატი, რომელიც არ ღლის თვალებს.  ყველა წიგნი დაყოფილია თავებად  აქვს თავისი სარჩევი, ასევე ედიტორი, რითაც შეგიძლიათ დააყენოთ თქვენთვის სასურველი ტექსტის ფონტი, ზომა, გვერდების გასწორება, სინათლის კონტრასტი, აირჩიოთ ჰქონდეს თუ არა სიტყვის გადატანები ხაზიდან ხაზზე. წიგნის კითხვისას ავტომატურად გიჩნდებათ სანიშნე და არ გიწევთ შემდეგი სეანსისას თავიდან ფურცვლა. რასაც კითხულობთ, ის წიგნები თავსდება შენს ბიბლიოთეკაში და ხელმისაწვდომია მუდმივად. 

 

bookmate დამუშავებულია ისე, რომ მობილურ მოწყობილებებზე (აიფონებზე, აიპადებზე, ანდროიდებზე და სიმბიანებზე). წიგნები ავტომატურად იტვირთება მთლიანად შენს  მოწყობილობაზე და ინტერნეტის გარეშე ნებისმიერ დროს შეგიძლია იკითხო.

 

წიგნები არის ინგლისურადაც და რუსულადაც. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსული უფრო მეტია.

 

შესაძლებელია ციტატების დამახსოვრება და ასევე შენი მეგობრების მიერ შენახული ციტატების ნახვა. და რაც მთავარია, თქვენც შეგიძლიათ, ატვირთოთ წიგნები, ოღონდ მხოლოდ თქვენი (!) , ტექნიკური დამუშავების შემდეგ წიგნი გამოჩნდება ბიბლიოთეკაში.

 

მე მომხიბლა ამ საიტმა პირველივე დანახვისას.  ვერც თქვენ დარჩებით გულგრილი…   თუ, რა თქმა უნდა, Amazon Kindle-ს ბედნიერი მფლობელი არ ხართ.

 

 

http://www.bookmate.ru

 

 

 


Comments:

4 Responses to “bookmate.ru – წიგნების მეგობარი”


  1. არადა Amazon Kindle-ს ბედნიერი მფლობელი უკვე გავხდი, გუშინ! 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. იყიდე და უკვე ჩამოგივიდა??? თუ აქიყიდე? o.O

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. ვიყიდე და უკვე ჩამომივიდა 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. არ გინდა რო მაჩუქო? 😉

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.