Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მსოფლიოს ახალი 7 საოცრება

Filed Under (საინტერესოა!) by on 06-11-2011

Tagged Under : , , , , , ,

    ახალი 7 საოცრების ფონდი შეიქმნა 2001 წელს შვეიცარიაში. ის დაფუძნებულია კერძო შემოწირულობებზე. ამ პროექტის მიზანი იყო განეახლებინათ ძველი 7 საოცრება.  ასეც მოხდა, ამომრჩევლების რიცხვმა 100 მილიონს მიაღწია. ამომრჩევლებს შორის არ იყვნენ მეცნიერები, რადგან ეს გამიზნულად იყო არამეცნიერული გამოკითხვა. 

ახალი საოცრებებია:  –ჩინეთის დიდი კედელი

                                    –კოლიზეუმი

                                    –მაჩუ პიქჩუ

                                    –ქრისტეს ქანდაკება

                                    –პეტრა

                                    –ტაჯ მაჰალი

                                    –ჩიჩენ იცა

 

    ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ.მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოჰაის ზღვამდეა გადაჭიმული.

    კოლიზეუმი მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში,გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 – 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

    კრისტო-რედენტორი იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების მშენებლობამ 9 წელს გასტანა და 250000 დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.

    მაჩუ-პიქჩუ მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე. მისი მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს. დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ-პიკჩუ იყო პაჩაკუტის, პირველი იმპერატორის ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამს მის წმინდა რელიგიურ ხასიათს. მაჩუ-პიკჩუ ითვლება ინკების იმპერიის ერთ–ერთ ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობად და ასევე არის ტურისტებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი სამხრეთ ამერიკაში.

    პეტრა – ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 900 და სიკის ვიწრო კანიონში არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი ”ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი”.პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. ჩვ. წ. აღ-ის მე-12 საუკუნეში მისი მფლობელები რომაელები იყვნენ. პეტრას მაცხოვრებლები ფლობდნენ ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე II საუკუნეში შეიქმნა. ყოველწიურად პეტრაში წვიმის ნალექი 15 სანტიმეტრს არ აჭარბებს. წყლის მოსაპოვებლად ადგილობრივები არხებსა და წყალსაცავებს პირდაპირ კლდეში გამოკვეთდნენ. დროთა განმავლობაში წვიმის ყველა წვეთი გროვდებოდა და ინახებოდა. ამ წყლის წყალობით პეტრელები მოსავალს იღებდნენ და აქლემებსაც ინახავდნენ. ამასთან, მათ ქალაქის აშენებაც შეძლეს – სავაჭრო ცენტრის. ქვის არხებში დღესაც წყალი მიედინება.

    თაჯ-მაჰალი არის ძეგლი ინდოეთში, აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის მავზოლეუმი.ეს შენობა მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.

    ჩიჩენ–იცა არის ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, ახ.წ. VII საუკუნეში.ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი.არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო.ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.


Comments:

One Response to “მსოფლიოს ახალი 7 საოცრება”


  1. yochag :)))))

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.