Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

“პიეტა”

Filed Under (საინტერესოა!) by on 01-11-2011

Tagged Under :

“პიეტა”

მიქელანჯელო ბუანაროტი(1475-1564)-ეს სახელი იტალიელიებისთვის ეროვნულ სიამაყესთან, მსოფლიო საზოგადოებისთვის კი, უნიკალურ ხელოვნებასთან ასოცირდება. მიქელანჯელო იყო განუმეორებელი გენია, რომელმაც დაგვიტოვა როგორც მხატვრობის, ასევე არქიტექტურის, სკულპტურისა და პოეზიის საოცარი შედევრები.მისი ცნობილი ქანდაკება “დავითი” ფლორენციული ხელოვნების სიმბოლოდ არის ქცეული.

ხელოვანის უბადლო ოსტატობაზე მეტყველებს ასევე “პიეტა”(1497-1500),რომელიც წარმოადგენს ტოსკანის თეთრ მარმარილოში გამოკვეთილ სამკუთხა კომპოზიციას, სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის დატირების სცენა. ღვთისმშობლის სახეზე დიდი სიწმინდე,სულიერი სიმტკიცე და ღვთისმოსაობაა აღბეჭდილი, მართლაც Pieta თანაგრძნობას, ღვთისმოსაობას ნიშნავს.

“პიეტა” არის მიქელანჯელოს ერთადერთი ნამუშევარი, რომელზეც ავტორმა ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სკულპტურამ მოუტანა ხელოვანს დიდი წარმატება. “პიეტას” შექმნა მიქელანჯელოს ერთ-ერთმა კარდინალმა დაუკვეთა საკუთარ საფლავზე დასადგმელად, იგი ქანდაკების დამთავრებამდე გარდაიცვალა, თუმცა მის სურვილს ხორცი მაინც შეესხა. დღეისათვის, რენესანსის პერიოდის ეს დიდებული შედევრი, ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარს ამშვენებს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი თვალით უნახავს იგი და შეუგრძვნია, რომ მართლაც “ხელოვნებაა თავად უკვდავება.” ქვაში გაცოცხლებული ეს ემოციური სცენა ხიბლს და დიდებულებას არც სურათზე კარგავს.


Comments:

One Response to ““პიეტა””


  1. shesanishnavia…

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.