Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

სფერული ელვა

Filed Under (ფიზიკა) by on 01-11-2011

Tagged Under : ,

სფერული ელვა ბუნების იმ იშვიათ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მექანიზმიც დღემდე ამოუცნობი რჩება. არადა, უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ეს სანახაობრივად ულამაზესი,მაგრამ არცთუ უსაფრთხო მოვლენა მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია.მისი წარმოშობის 200 მდე თეორია არსებობს,მაგრამ ვერცერთმა ფიზიკოსმა ვერ დაამტკიცა თუ როგორ წარმოიშვა ეს ფენომენი.

 

 

სფერული ელვის შესწავლა ხდება თვითმხილველების მონათხრობის საფუძველზე.პირველი ინფორმაცია სფერულ ელვაზე დაახლოებით 2000 წლის წინ გამოჩნდა.პირველი სტატისტიკური შესწავლა თვითმხილველთა ინფორმაციის საფუძველზე ფრანგმა არაგომ მოახდინა 150 წლის წინ.

სფერული ელვა ჩნდება შტორმისა და ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს, როგორც წესი, ჩვეულებრივ ელვასთან ერთად. მაგრამ არსებობს რამოდენიმე შემთხვევა როცა მზიან ამინდშიც მოხდა ეს მოვლენა.ჩვეულებრივი ელვა ზოგჯერ წინ უსწრებს სფერულს,ზოგჯერ კი მის შემდეგ ჩნდება. ჩვეულებრივი ელვა ძალზე ხანმოკლეა, სფერულის ხანგრძლივობა კი 10-100წმ-ია. სფერული ელვა ოვალური ფორმისაა.დიამეტრი 10-40სმ.სფერული ელვა მკვეთრად წითელი ან ყვითელი,ზოგჯერ კი თვალისმომჭრელად თეთრი ფერისაა.იგი მოძრაობს დედამიწის მახლობლად რთული,ამოუცნობი ტრაექტორიით,იჭრება შენობებში ღია კარიდან ან ფანჯრიდან და ზოგჯერ ბუხრის მილით გამოდის.მოძრაობისას გამოსცემს აირადი განმუხტვისათვის დამახასიათებელ ხმას,გაქრობისას შეიძლება ძლიერი აფეთქების ხმა გამოსცეს ან სულაც უხმაუროდ გაქრეს.

თვითმხილველთა აღწერები ზოგჯერ იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ ბევრს ეჭვიც კი ეპარება ამ მოვლენის არსებობაში და იგი ოპტიკური მირაჟი ჰგონიათ. ამ მხრივ მთავარ მტკიცებად იქცა ფოტოსურათები, რომლებიც მოვლენის რეალურობას ადასტურებს. სფერული ელვის ენერგიის შესახებ განსხვავებული მონაცემები ქვეყნდება.უფრო მიღებული თვალსაზრისით, ეს ელვა დაახლოებით 100 ვტ სიმძლავრის აირადი განმუხტვის მილის ანალოგიურია. თუ ამ მოვლენის ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ, მაშინ მისი ენერგია 103-104 ჯ-ის რიგისა იქნება.

დღევანდელი შეხედულებით, სფერული ელვა ჩვეულებრივი ელვის გავლენით აღგზნებული აირია, რომლის ტემპერატურაც ოთახის ტემპერატურის რიგისაა(მეტობის შემთხვევაში სფერო ზევით აფრინდებოდა).აირი პლაზმურ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს პლაზმა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: ელექტრონებისა და იონების ერთობლიობა, დადებითი და უარყოფითი იონების ერთობლიობა, ერთი ნიშნის იონების ერთობლიობა. ენერგიის გამოყოფა დისოციაციური ხასიათისაა – ატომური იონები გარდაიქმნება მოლეკულურ იონებად, რასაც თან ახლავს ენერგიის გამოყოფა. შესაბამისი ქიმიური თეორია ენერგიის გამოყოფას უკავშირებს ქიმიურ რეაქციას – ოზონის დაშლას, რომელიც სფერული ელვის ბუნების გასარკვევად დღესდღეისობით ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად არის მიჩნეული.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.