Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

გა-windows7-ებულებისთანებისათვის (ნაწილი II)

Filed Under (OS / Servers, ნაწარმოებები, იუმორი) by on 20-10-2011

Tagged Under : , , ,

 მაშინ როცა იმ ყველაფრის დასაწყისზე დავწერე რომლის გაგრძელებასაც ახლა კითხულობთ, მაშინ როცა ეს ყველაფერი ამ გვერდებზე გამოჩნდა , მაშინ როცა…   მაშინ ჩვენს სილიციუმის ნაწილაკების შემცველ პროცესორებში სულ სხვა ოპერაციული სისტემები დარეფრეშობდნენ და ვგონებ იმაზე დაბალ დონეზე ვიდექით პროგრამულად რაზეც მგონია რომ ახლა ვდგავართ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიცი რომ უკვე მიხვდით რაზეც მინდა გავაგრძელო წერა.

 

მას შემდეგ არ ვიცი რამდენმა წყალმა ჩაიარა სილიკონის ველზე მაგრამ ახლა აწმყოა უკვე და მოდით ამჯერად ამაზე მივიქცევ თქვენს თვალ-ყურ-გონებას.

 როგორც ყველა სიახლეს ყველგან და ყოველთვის, ახალ ოპერაციულ სისტემას აზრთა მრავალფეროვნება და სკეპტიციზმის თვალმოჭუტული სახეები მოყვა, ზოგს თავიდანვე არ დაევასა (მაპატიეთ სლენგისთვის), ზოგს მოეწონა მაგრამ აქ უკვე მისმა აპარატურამ ვერ უზრუნველყო დავასება (კიდევ მაპატიეთ), თუმცა თავდაჯერება რის თავდაჯერება იქნებოდა რომ გზის გაკაფვა არ გაეგრძელებინა საზოგადოების კომპიუტერების ქსელურ ხვეულებში. ნაბიჯ-ნაბიჯ მაგრამ         ახლა უკვე მივედით იმ ადგილამდე საიდანაც უკვე ბევრგან ჩანან გამჭვირვალე ფანჯრების კონტურები. ეს ვინდოუს შვიდია ჩემი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა…
 მრავალთა გემოვნების, საჭიროებისა და მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ამ სისტემის მრავალი მოდიფიკაცია შეიქმნა და მიეწოდა მომხმარებელს, ამავდროულად კი აქტიური მუშაობა იმართება სისტემის გასაკრეკად რომლის შემდეგაც ის თავიუფლად ხვდება ჩვეულებრივი მოკვდავი იუზერების ხელში თავისი მომხიბლავი ჰAeroვანი ინტერფეისით.

   Windows NT-ს ოჯახის ეს წარმომადგენელი და მე თავიდანვე დავმეგობრდით თუმცა რამდენჯერმე ჩემი წყრომა დაიმსახურა და მისი ადგილი XP-მ დაიკავა გარკვეული პერიოდი,  მანამ სანამ ისევ არ მოვეგე გონებას და საღმა აზრმა არ გაიმარჯვა 7 ქულიანი უპირატესობით. მას შემდეგ კი რაც სრულად დავაკმაყოფილე სისტემის მოთხოვნები შევუდექი ჩემი მოთხოვნების წაყენებას და თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ ეს მოთხოვნები წარმატებით სრულდება და იმედია ასე გაგრძელდება.
უსაზღვროა ციფრული სამყაროს თვალსაწიერი და ერთხელაც ჰორიზონტზე ალბათ უსასრულობის აღმნიშვნელი სიმბოლოც გამოჩნდება ვერტიკალურ მდგომარეობაში თუმცა მანამდე ჯერ დავეშვათ და დავმ-7-დეთ.

 ვარეზ სივრცეების მამამთავრები დღეს ამაყად აცხადებენ რომ გადმოწერების რტეიტინგებში ჩვენს  7ოსანს ლიდერის ადგილი უპყრია და დიდი ინტერესით სარგებლობს. 

  ამას წინათ ინტერნეტის ცენტრალურ google.com-ს     სახელობის ქუჩაზე მივაბიჯებდი როცა სრულიად შემთხვევით ბატონ  XP-ს  წავაწყდი (ისევ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა SP3 ჩაცმულობაში),     მივესალმე ნაცნობს,  მომესალმა, სხვათაშორის თქვენც მოგიკითხათ!. საუბარს შევყევით და იქვე დავალებათა პანელზე ჩამოვჯექით, სიტყვამ მოიტანა და საუბარში წამოცდა ჩვენი 7ოსანი GIF ანიმაციას არ აჩვენებს default ფოტოების გამხსნელზეო ისე კი კარგი ბიჭია სხარტი და მოხერხებული. შემდეგ directX 11-ზეც დავილაპარაკეთ და დავშორდით, ჩამაფიქრა და… ჩავფიქრდი რატომ ასე? რა დააშავა ამ უწყინარმა  საჭირო გიfიკომ? არ ვიცი იქნებ თქვენ იცით? ამ კითხვაზე ბატონმა XP-მაც თავი მრავალმნიშვნელოვნად გააქნია. 

 უკვე საღამო ახლოვდებოდა, აშკარად შათდაუნის დრო იყო და მაუსი ნელ-ნელა გავცურე AERO-ს წითელი X-იანისკენ,  ლამაზია აერო, მისი ღილაკები კი სწრაფ ფუნქციონირებადი…
 როგორ გადავუხვიე დასაწყისიდან? ვფიქრობ არამტკივნეულად, მითუმეტეს რომ ციფრულ სამყაროში რთულია ერთ ბილიკზე იხეტიალო მით უმეტეს თუ ცოტა მაინც ჩანან შენში მრავალფერობვანი ინტერესების გამომხატველლი ხატულები…                                                                    
 P.S.  აქ როგორც ხედავთ ჯერ არ დამდგარა ლოგიკური დასასრული და მე კი როგორც ლოგიკის დიდი პატივისმცემელი გპირდებით რომ ის რასაც ელოდებით იქნება… მალე… 

 


Comments:

2 Responses to “გა-windows7-ებულებისთანებისათვის (ნაწილი II)”


  1. საინტერესიოა 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. უფრო სწორად 🙂 საინტერესოა

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.