Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

…მთვარე ასე წყნარი

Filed Under (საინტერესოა!, კოსმოსი) by on 18-10-2011

Tagged Under : , , ,

  

  ….რა კარგი და სასიამოვნო გრძნობაა, როცა გაზაფხულის თბილ საღამოს სასეირნოდ გამოსულს ციდან მთვარე გინათებს გზას. მთვარე ჩვენს ზემოთააა. ის მაღლიდან დაგვნათის უკვე რამდენი ხანია..მისი დიდხანს ყურებით კი იშვიათი თუ იტკიებს კისერს.    დედამიწიდან მთვარის სანახაობით უფრო მეტად შეყვარებული ან სევდიანი  ადამიანები ტკბებიან!!..
    მთვარე ბევრისთვის მხოლოდ მრგვალი, ნათელი “რაღაცაა”, რომელიც სიმყუდროვის და რომანტიკული გარემოს შექმნაში გვეხმარება..თუმცა მთვარე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ღამის ცის ლამაზი დეკორაცია.

     ციური სხეულებიდან მთვარე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან. მისი რადიუსი დედამიწის რადიუსზე 4ჯერ ნაკლებია, მასა კი დედამიწის მასაზე 81-ჯერ ნაკლები. მთვარე მოძრაობს დედამიწის ირგვლივ, დედამიწასთან ერთად კი-მზის ირგვლივ. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. არ არის სწორი ის აზრი თითქოს მთვარე სინათლის წყარო იყოს, იგი ანათებს მზის სხივების არეკვლის შდეგად.

    მთვარის დანახვა თითქმის ყოველ ღამეა შესაძლებელი, თუმცა ის ხან სახეშეცვლილი ხან ფერშეცვლოლი გვხდება.  საინტერესოა მართლა იცვლის მთვარე ფორმას თუ ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია.. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება!!

      საქმე იმაშია, რომ მთვარე დედამიწის გარშემო შემობრუნებას 27,3 დღეს ანდომებს. ამ ხნის განმავლობაში ის გარკვეულ “ფორმაცვლილებებს” განიცდის. როცა მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამას ახალმთვარეობა ჰქვია. მომდევნო ორი კვირის მანძილზე ,მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა. როცა მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად გამოჩნდება. ამას სავსემთვარეობა ჰქვია. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარის დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ უფრო მცირე ნაწილს ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს!!…

 

    

     რაც შეეხება მთვარის დაბნელებას..გასული წლის 21 დეკემბრის ღამეს მეცნიერებმა ” ყველაზე ბნელე ღამე უწოდეს, რადგან დედამიწის ჩრდილმა მთვარე მზისგან 72 წუთის განმავლობაში სრულად დაფარა..მომდევნო დაბნელების ნახვა მგონი 10 დეკემბერსაა შესაძლებელი..

     ჩვენ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1960 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა ფოტო არ გადაუღო.

 

    

p.s აბა ამ ღმეს შევხედავ როგორი მთვარეა…🙂


Comments:

One Response to “…მთვარე ასე წყნარი”


  1. რა მაგარია ჩემი დაბადების დღე და მთვარის დაბნელება დაემთხვევაა :):):)

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.