Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ალტერნატიული ხედვა – ვაწყობთ “დესკტოპ” სისტემას UBUNTU 11.04(Natty Narwhal)

Filed Under (OS / Servers) by on 02-09-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , ,

გამარჯობათ!

მოდით ამ თემაში(“ალტერნატიული ხედვა“) გავარჩიოთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო რათა მივიღოთ მოსახერხებელი “დესკტოპი” ლინუქსის ოპერაციულ სისტემებში, რომელიც როგორც თვითონვე დარწმუნდებით(ამ გაკვეთილების სერიაში) ბევრ რამეში არ ჩამოუვარდება(ზოგიერთ კომპონენტებში კი უბრალოდ ჯობნის, მაგ. უსაფრთხოება, უფასო პროგრამები…) თავის მთავარ კონკურენტს  – Windows, რომელსაც კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა ჯერ–ჯერობით არჩევს ძირითად “დესკტოპ” სისტემად, განსაკუთრებით ეს სიტუაცია ჩანს დაბალი და საშუალო დონის მომხმარებლებთან. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ სიტუაცია ნელ–ნელა ლინუქს “დესკტოპებისკენ” სასიკეთოდ იცვლება და პირადად მე დარწმუნებული ვარ რომ, ახლო მომავალში ლინუქსის ოპერაციული სისტემები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ Windows–ს ამ სფეროში.

დღეს კი პირველი გაკვეთილი მინდა დავიწყო Ubuntu–ს ამ მომენტისთვის ბოლო სტაბილური ვერსიის(11.04) “დესკტოპად” აწყობით. გაკვეთილში მე ვეცდები ნაბიჯ–ნაბიჯ(Step-by-step) წარმოგიდგინოთ ინსტრუქციები, რათა საბოლოოდ მივიღოთ მძლავრი სამომხმარებლო “დესკტოპი”. ახლა კი შევუდგეთ საქმეს:

 

 

დავიწყებ იქიდან რომ, უბუნტუს ბოლო ვერსიიდან(11.04) უკვე არის ახალი Unity გარემო(კიდევ არის ყველაზე ცნობილებიდან: GNOME, KDE, XFCE… გარემოები). უბუნტუს შემქმნელთა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება უბრალო მომხმარებლებისთვის სისტემის გასაადვილებლად შეექმნათ ახალი Unity გარემო. უბუნტუს წინა ვერსიები იყენებდა GNOME გარემოს(მართალია ახალ ვერსიასაც აქვს ამ გარემოს მხარდაჭერა და მომხმარებელს შეუძლია ის გამოიყენოს Unity–ს მაგივრად) Unity გარემო კი უბუნტუს მთავარ გარემოდ დასახელდა 11.04 ვერსიიდან დაწყებულ შემდეგ ვერსიიბისთვისაც.

მე ამ გაკვეთილს განვიხილავ ახალ Unity გარემოში და იმასაც ავღნიშნავ რომ, ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები არაა ერთადერთი გზა და არის ალტერნატიული მიდგომებიც ყოველივე ამის ასაწყობად. Unity გარემოს ასამუშავებლად კი(მაგალითად თუ VirtualBox–ში ააწყობთ) საჭიროა ჩავრთოთ 3D “აქსელერაცია” ვირტუალური მანქანის პარამეტრებში.

 

 

შემდეგ კი უკვე დაყენებულ სისტემაში შესვლისას საჭიროა შემდეგი ნაბიჯები: Devices–>Installguest additions და VBoxLinuxAdditions.run სკრიპტის გაშვება, ბოლოს რომ დაასრულებს სკრიპტი მუშაობას, ოპერაციულის გადატვირთვა.

 

ნაბიჯი 1. გეგმა(Plan)

იმისათვის რომ სრულიად ჩავანაცვლოთ ვინდოუს “დესკტოპი” დაგვჭირდება შემდეგი პროგრამების კრებული(რა პროგრამებიც არ დაგჭირდებათ შეგიძლიათ გამოტოვოთ მათი ინსტალაცია). ასევე უნდა გვესმოდეს რომ უბუნტუს პროგრამული ბაზა შედგება .deb ტიპის პაკეტებისგან:

ინტერნეტთან სამუშაოდ:

  • Firefox
  • Opera
  • Chromium –  (Google–ს Open-Source ბრაუზერი)
  • Flash Player 10
  • FileZilla –  (მრავალნაკადიანი FTP კლიენტი)
  • Thunderbird – (ფოსტისა და ახალი ამბების კლიენტი)
  • Evolution – (კომბინაცია: ფოსტა, კალენდარი, სამისამართო წიგნი, ამოცანათა მენეჯმენტის ფუნქციები)
  • aMule – (P2P ფაილების “შეარინგის” აპლიკაცია)
  • Transmission BitTorent Client – (BitTorrent კლიენტი)
  • Vuze – (Java “ტორრენტ” კლიენტი)
  • Empathy IM Client – (მრავალპლატფორმული “მესიჯინგის” კლიენტი: msn mesenger, yahoo mesenger…)
  • Skype
  • Google Earth
  • Gwibber Social Client – (Open-Source მიკრობლოგინგის კლიენტი, მაგ.: Facebook, Twitter და.ა.შ)

საოფისე პროგრამები:

  • LibreOffice Writer – (ვორდის შემცვლელი რედაქტორი)
  • LibreOffice Calc – (ექსელის შემცვლელი ელექტრონული ცხრილები)
  • Adobe Reader
  • Scribus – (Open-Source აპლიკაცია “დესკტოპ” პუბლიკაციისთვის)

გრაფიკული პროგრამები:

  • The GIMP – (Adobe Photoshop–ის შემცვლელი უფასო პროგრამა, მართალია მთლიანად ვერ ცვლის)
  • Shotwell Photo Manager – ციფრული ფოტოსურათების მენეჯერი
  • Google Picasa – (ციფრული ფოტომასალის ორგანიზაციის და რედაქტირების აპლიკაცია)

ხმა და ვიდეო:

  • Amarok – (აუდიო პლეერი)
  • Audacity – (უფასო, Open-Source, კროსს–პლატფორმული აუდიო რედაქტორი)
  • Banshee – (აუდიო პლეერი, შეუძლია კოდირება/დეკოდირება სხვადასხვა ფორმატების და სინქრონიზაცია Apple iPods–თან)
  • MPlayer – (მედია პლეერი, ვიდეო/აუდიო, აქვს WMA–ს გაფართოების მხარდაჭერა)
  • Rhythmbox Music Player – (Apple iTunes მსგავსი აუდიოპლეერი, აქვს iPods მხარდაჭერა)
  • XMMS – (Winamp–ის მსგავსი აუდიოპლეერი)
  • dvd::rip – (სრულფასოვანი DVD კოპირების პროგრამა)
  • Kino – (უფასო ციფრული ვიდეო რედაქტორი)
  • Sound Juicer CD Extractor – (CD–ს კოპირების ინსტრუმენტი, აქვს სხვადასხვა კოდეკების მხარდაჭერა)
  • VLC Media Player – (მედია პლეერი, აუდიო/ვიდეო)
  • Totem – (მედია პლეერი, აუდიო/ვიდეო)
  • Xine – (მედია პლეერი, აქვს სხვადასხვა ფორმატების მხარდაჭერა, შეუძლია DVD–ს გაშვება)
  • Brasero – (CD/DVD–ს ჩაწერი პროგრამა)
  • K3B – (CD/DVD–ს ჩაწერი პროგრამა)
  • Multimedia Codecs

დაპროგრამებისთვის:

  • KompoZer – (WYSIWYG HTML რედაქტორი, Dreamweaver–ის მსგავსი, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოირჩევა მრავალფუნქციონალობით)
  • Bluefish – (ტექსტური რედაქტორი, აქვს ბევრი დაპროგრამების ენების მარკირების უნარი)
  • Quanta Plus – (ვებ–დეველოპმენტის გარემო, შეიცავს WYSIWYG რედაქტორს)

სხვასხვა:

  • VirtualBox OSE – (მოგცემთ საშუალებას გაუშვათ სხვადასხვა ოპერაციული სისტემა, თუნდაც ვინდოუსი ლინუქს გარემოში)
  • TrueType fonts
  • Java
  • Read/Write aupport for NTFS partitions

 

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ იმას რომ თუ რაიმე პროგრამა არ გაინტერესებთ ან მეორდება ფუნქციონალურად(მაგ.Amarok, Banshee, XMMS ან Firefox, Opera, Chromium და სხვ,) შეგიძლიათ უბრალოდ გამოტოვოთ მათი დაყენების ინსტრუქცია.
ამით 1 ნაბიჯი(დაგეგმვის) დასრულებულია.

 

ნაბიჯი 2. ოპერაციული სისტემის დაყენება(Installation)

 

  1. გადმოვიწეროთ უბუნტუს ბოლო(11.04) სტაბილური ვერსია ამ ლინკიდან http://www.ubuntu.com/download/ubuntu/download , ჩავწეროთ გადმოწერილი .iso ფაილი CD-ზე და ჩავდოთ ეს CD დისკოვოდში;
  2.  
  3. გავუშვათ სისტემა. პირველ პუნქტში ვირჩევთ ენას და ვაწვებით ღილაკს – “Install Ubuntu“. (თუ გსურთ მხოლოდ დათვალიერება თუ რას წარმოადგენს უბუნტუს ახალი ვერსია მაშინ ვაწვებით ღილაკს – “Try Ubuntu“)

     

  4. შემდეგ ნახატზე თქვენ დაინახავთ რამდენიმე პარამეტრს:


     

    – უბუნტუს დაყენებისთვის საჭიროა როგორც მინიმუმ 4.4 გბ. ადგილი მყარ დისკზე
    – საჭიროა უწყვეტი დენის წყაროსთან შეერთება(მაგ. თუ თქვენ აყენებთ უბუნტუს ნოუთბუქზე და ის ბატარეაზე მუშაობს, რომელიც დამჯდარია, ეს არ არის კარგი! ვინაიდან უბუნტუს დაყენებისას არ არის რეკომენდირებული მოხდეს კომპიუტერის გათიშვა)
    – უნდა იყოს კავშირი ინტერნეტთან(რათა მოხდეს საჭირო განახლებების და ფაილების გადმოწერა უბუნტუს რეპოზიტორიებიდან)

    მოვნიშნოთ დარჩენილი ორივე პუნქტი:
        1. სისტემის დაყენებისას განახლებების ჩაწერა მოხდეს;
        2. “Install this fird-party software” – მოხდეს ჩაწერა ისეთი საჭირო სოფტის მაგალითად როგორებიცაა: Flash, MP3 და სხვა მედია საშუალებები
    როგორც კი მოვნიშნავთ ორივე პუნქტს ვაწვებით “Forward“–ს;

     

  5. შემდეგ ნაბიჯზე ჩვენ გვეძლევა საშუალება “ფართიშენების” კონტროლისთვის. 1 პუნქტი – “Erase disk and install Ubuntu” სტანდარტული რეკომენდირებული მოქმედებაა, ის გაასუფთავებს ადგილს და მოამზადებს სისტემას დასაყენებლად(მეორე პუნქტის შესაძლებლობები სხვა გაკვეთილისთვის გადავდოთ 😉 ). ავირჩიოთ პუნქტი N1 და “Forward“;

     

  6. ვირჩევთ მყარ დისკს(Linux/Unix სისტემებში დისკების ცნება არ არის როგორც Windows–ში მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე დავარქვათ) სადაც გვინდა უბუნტუს დაყენება და ვაჭერთ ღილაკს “Install Now“;

     

  7. სისტემის დაყენების პროცესი დაიწყება. პარალელურ რეჟიმში ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ქალაქი თუ სად ვიმყოფებით, რათა მოხდეს სისტემური დროის გასწორება. ვწერთ Tbilisi(ან სადაც ვიმყოფებით) თუ არ არის უკვე დაწერილი და ვაწვებით “Forward“– ს;

     

  8. შემდეგ ფანჯარაში ვირჩევთ სასურველ ძირითად კლავიატურის ენას და მის სპეციფიურ პარამეტრებს, რათქმაუნდა თუ საჭიროა, თუ სტანდარტული განლაგება გაწყობთ მაშინ დატოვეთ ყველაფერი უცვლელად და ისევ დააჭირეთ ღილაკს “Forward“;

     

  9. ამ ფანჯარაში პირველ ველში შეგვყავს სახელი და გვარი, მეორე ველში კომპიუტერის სახელი(ქსელში რა სახელით ჩანდეს მაგალითად), მესამე ველში – მომხმარებლის სახელი(ზედმეტსახელი თუნდაც), 4–5 ველებში პაროლი 2 ჯერ ვიმეორებთ, ისინი უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.


     

    თუ გვსურს სისტემაში მოხდეს ავტომატური შესვლა მაშინ ვირჩევთ პუნქტს – “Log in automatically“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვტოვებთ არსებულ მდგომარეობაში(“Require my password to log in“) და “Forward“.
    პუნქტი “Encrypt my home folder” დაშიფრავს თქვენს ფაილების ძირითად კატალოგს თუ რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია გაქვთ საქაღალდეებში და გსურთ მისი მეტად დაცვა;
     

  10. ყველა ზევით ჩამოთვლილი ოპერაციების შემდგომ უბუნტუს დაყენება დაიწყება, რასაც გარკვეული დრო დაჭირდება, სისტემის დაყენების სისწრაფე კომპიუტერის პარამეტრების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული ინდივიდუალურად; ასე რომ ცოტა დალოდება მოგვიწევს. შეგიძლიათ სლაიდები დაათვალიეროთ 🙂

     

  11. როდესაც სისტემა დაასრულებს დაყენების პროცედურას გამოვა შემდეგი ფანჯარა გადატვირთვის მოთხოვნოთ, გადავტვირთოთ! –  “Restart Now“;

     

  12. შემდეგ ნაბიჯზე შავი ფანჯარა შეგვატყობინებს რომ საჭიროა საინსტალაციო CD–ს გამოღება CD/DVD წამკითხავი მოწყობილობიდან, გამოვიღოთ უბუნტუს საინსტალაციო დისკი და დავაჭიროთ “Enter“–ს;

     

  13. თუ ყველაფერმა რიგზე ჩაიარა მაშინ გადატვირთვის შემდეგ მივიღებთ სისტემაში შესასვლელ გამოსახულებას. ვირჩევთ ჩვენს შექმნილ მომხმარებელს, შეგვყავს პაროლი და “Enter“;

     

  14. უბუნტუს ოპერაციული სისტემა დაყენებულია და მზადაა შემდეგი ნაბიჯებისთვის;

     

ნაბიჯი 3. სისტემისთვის საჭირო განახლებების დაყენება(Update)
 

იმისათვის რომ განვახორციელოთ უბუნტუს სისტემური განახლება უნდა დავაჭიროთ მარცხენა ზედა კუთხეში უბუნტუს ლოგოს და გამოსულ ბნელი ფანჯრის “Search” ველში ავკრიფოთ: “Update Manager“, შემდეგ ვირჩევთ ქვედა სიაში გამოჩენილ “Update Manager“– პუნქტს.
 

 

გამოსულ ფანჯარაში დავინახავთ ყველა საჭირო განახლებას, დავტოვოთ ყველა პუნქტი მონიშნულ მდგომარეობაში და დავაჭიროთ “Install Updates“. პაროლის მოთხოვნაზე შევიყვანოთ ის და “Authenticate“.
 

 

დაიწყება ყველა მონიშნული განახლების ჩაწერა ინტერნეტიდან, ჩაწერის სისწრაფე დამოკიდებულია უკვე თქვენს ინტერნეტ სიჩქარეზე ინდივიდუალურად. დაველოდოთ ოპერაციის დასრულებას.

 

 

როდესაც ყველა განახლება ჩაიწერება გამოვა შემდეგი ფანჯარა, დავხუროთ ის “Close” ღილაკზე დაჭერით და გადავტვირთოთ სისტემა. სისტემა უკვე განახლებულ მდომარეობაში ჩაიტვირთება.
 

ნაბიჯი 4. Flash და Java
 

თუ თქვენ სისტემის დაყენებისას მონიშნეთ პუნქტი “Install this third-party software” მაშინ შემდეგი მოქმედებებით შეგიძლიათ დარწმუნდეთ რომ Flash–იც და Java–ც უკვე დაყენებულია.
 

 

ჩავრთოთ Firefox და სამისამართო არეში ჩავწეროთ შემდეგი ბრძანება: about:plugins , შემდეგ “Enter“. გამოსულ ფანჯარაში შეგვიძლია ვიპოვოთ Flash–იც და Java–ც, რაც მეტყველებს იმაზე რომ, ისინი წარმატებით იქნა დაყენებული სისტემაში.

 

 

ნაბიჯი 5. შევაჯამოთ თუ რა პროგრამები არის დაყენებული ამ მომენტისთვის.

შესამოწმებლად ისევ დააჭირეთ უბუნტუს ემბლემას მარცხენა ზედა კუთხეში და გამოიძახეთ მთავარი მენიუ, შემდეგ კი “Search” ველში აკრიფეთ პროგრამების დასახელება ან მოიძიეთ საჭირო პროგრამა მოცემულ მენიუებში: “Media Apps, Internet Apps, More Apps“.

 

 

ინტერნეტთან სამუშაოდ:
 

(+) Firefox

(–) Opera

(–) Chromium –  (Google–ს Open-Source ბრაუზერი)

(+) Flash Player 10

(–) FileZilla –  (მრავალნაკადიანი FTP კლიენტი)

(–) Thunderbird – (ფოსტისა და ახალი ამბების კლიენტი)

(+) Evolution – (კომბინაცია: ფოსტა, კალენდარი, სამისამართო წიგნი, ამოცანათა მენეჯმენტის ფუნქციები)

(–) aMule – (P2P ფაილების “შეარინგის” აპლიკაცია)

(+) Transmission BitTorent Client – (BitTorrent კლიენტი)

(–) Vuze – (Java “ტორრენტ” კლიენტი)

(+) Empathy IM Client – (მრავალპლატფორმული “მესიჯინგის” კლიენტი: msn mesenger, yahoo mesenger…)

(–) Skype

(–) Google Earth

(+) Gwibber Social Client – (Open-Source მიკრობლოგინგის კლიენტი, მაგ.: Facebook, Twitter და.ა.შ)
 

საოფისე პროგრამები:
 

(+) LibreOffice Writer – (ვორდის შემცვლელი რედაქტორი)

(+) LibreOffice Calc – (ექსელის შემცვლელი ელექტრონული ცხრილები)

(–) Adobe Reader

(–) Scribus – (Open-Source აპლიკაცია “დესკტოპ” პუბლიკაციისთვის)
 

გრაფიკული პროგრამები:
 

(–) The GIMP – (Adobe Photoshop–ის შემცვლელი უფასო პროგრამა, მართალია მთლიანად ვერ ცვლის)

(+) Shotwel Photo Manager – ციფრული ფოტოსურათების მენეჯერი

(–) Google Picasa – (ციფრული ფოტომასალის ორგანიზაციის და რედაქტირების აპლიკაცია)
 

ხმა და ვიდეო:
 

(–) Amarok – (აუდიო პლეერი)

(–) Audacity – (უფასო, Open-Source, კროსს–პლატფორმული აუდიო რედაქტორი)

(+) Banshee – (აუდიო პლეერი, შეუძლია კოდირება/დეკოდირება სხვადასხვა ფორმატების და სინქრონიზაცია Apple iPods–თან)

(–) MPlayer – (მედია პლეერი, ვიდეო/აუდიო, აქვს WMA–ს გაფართოების მხარდაჭერა)

(–) Rhythmbox Music Player – (Apple iTunes მსგავსი აუდიოპლეერი, აქვს iPods მხარდაჭერა)

(–) XMMS – (Winamp–ის მსგავსი აუდიოპლეერი)

(–) dvd::rip – (სრულფასოვანი DVD კოპირების პროგრამა)

(–) Kino – (უფასო ციფრული ვიდეო რედაქტორი)

(–) Sound Juicer CD Extractor – (CD–ს კოპირების ინსტრუმენტი, აქვს სხვადასხვა კოდეკების მხარდაჭერა)

(–) VLC Media Player – (მედია პლეერი, აუდიო/ვიდეო)

(+) Totem – (მედია პლეერი, აუდიო/ვიდეო)

(–) Xine – (მედია პლეერი, აქვს სხვადასხვა ფორმატების მხარდაჭერა, შეუძლია DVD–ს გაშვება)

(+) Brasero – (CD/DVD–ს ჩაწერი პროგრამა)

(–) K3B – (CD/DVD–ს ჩაწერი პროგრამა)

(–) Multimedia Codecs
 

დაპროგრამებისთვის:
 

(–) KompoZer – (WYSIWYG HTML რედაქტორი, Dreamweaver–ის მსგავსი, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოირჩევა მრავალფუნქციონალობით)

(–) Bluefish – (ტექსტური რედაქტორი, აქვს ბევრი დაპროგრამების ენების მარკირების უნარი)

(–) Quanta Plus – (ვებ–დეველოპმენტის გარემო, შეიცავს WYSIWYG რედაქტორს)
 

სხვასხვა:
 

(–) VirtualBox OSE – (მოგცემთ საშუალებას გაუშვათ სხვადასხვა ოპერაციული სისტემა, თუნდაც ვინდოუსი ლინუქს გარემოში)

(–) TrueType fonts

(+) Java

(+) Read/Write aupport for NTFS partitions

 

 

ნაბიჯი 6. დამატებითი “რეპოზიტორიების”(პროგრამული და არა მარტო საცავების) კონფიგურირება

 

ზოგიერთი პროგრამა(მაგ. Adobe Reader) არ არის უბუნტუს მთავარ პროგრამულ საცავში(“რეპოზიტორიუმში”), ამიტომ საჭიროა სისტემას მივცეთ წვდომა დამატებით საცავებთან, ამ შემთხვევაში “Medibuntu“–ს საცავზეა საუბარი.

ახალი საცავის დასამატებლად გამოიძახეთ მთავარი მენიუ და საძიებო ველში(“Search“) აკრიფეთ: Terminal და გაუშვით. პაროლის შეყვანის მოთხოვნაზე შიეყვანეთ თქვენი პაროლი.

ტერმინალში აკრიფეთ შემდეგი ბრძანება,

 

Enter“, ისევ აკრიფეთ თქვენი პაროლი და კვლავ “Enter“. ამ ბრძანებით ჩვენ პროგრამა Gedit–ით გამოვიძახებთ sources.list ფაილს რედაქტირებისთვის.

გამოსულ ფანჯარაში უნდა ვიპოვოთ “partner repository” –ს შემცვლელი ტექსტის ფრაგმენტი და 2 “რეპოზიტორის” მოვუხსნათ დიეზის # ნიშანი. შემდეგ Save და დავხუროთ აღნიშნული ფანჯარა.

 

 

ისევ ვაგრძელებთ ტერმინალში მუშაობას და მასში ვწერთ(ან ვაკოპირებთ) შემდეგ ბრანებას, რათა ჩავრთოთ Medibuntu–ს “რეპოზიტორია”:

sudo wget http://www.medibuntu.org/sources.list.d/$(lsb_release -cs).list –output-document=/etc/apt/sources.list.d/medibuntu.list

შემდეგ ბრძანებით ვაიმპორტებთ “gpg-key”–ს სისტემაში არსებული სიის განახლებისთვის:

sudo apt-get update && sudo apt-get install medibuntu-keyring && sudo apt-get update

შემდეგ ნაბიჯზე ვუშვებთ ბრძანებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გარე რეპოზიტორიებში მდებარე პაკეტები ჩანდეს პაკეტების სამართავ სისტემაში “Synaptic Packet Manager”.

sudo update-apt-xapian-index

ამ ეტაპზე შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს გარე პაკეტების საცავების მიერთება ჩვენს სისტემასთან. დავხუროთ ტერმინალის ფანჯარა.
 

ნაბიჯი 7. დამატებითი სოფტის დაყენება
 

როდესაც პაკეტების საცავი დამატებულია სისტემაში უკვე შეგვიძლია შევიდეთ პაკეტების სამართავ პანელში. ისევ ვიძახებთ მთავარ მენიუს და “Search“–შო ვწერთ(ან მენიუში ვეძებთ) “Synaptic Packet Manager“–ს. საერთოდ თუ არ მოგწონთ მთავარ მენიუდან ძებნის პროცედურები, შეგიძიათ ალტერნატიულად იპოვოთ ყველაფერი მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ ღილაკზე დაჭერით და “System Settings“–ის გამოძახებით.

 

 

გამოსულ ფანჯარაში დავიწყოთ იმ პროგრამების მოძიება რომელიც ზემოთ გეგმაშია მოყვანილი. “Quick Filter“–ს ველში ჩავწეროთ მაგ. Amarok და “Enter“. პაკეტ–მენეჯერი გამოიტანს ყველა იმ პაკეტს რომელიც შეიცავს საძიებო სიტყვას. მაუსით მივიდეთ პირველ პუნქტთან და მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ მენიუ, სადაც მივუთითოთ “Mark for installation” ჩაწერისთვის.
 

 

გამოვა შემდეგი ფანჯარა, სადაც ნათქვამია რომ ამ პაკეტის დასაყენებლად საჭიროა დამატებითი დამოკიდებული პაკეტების მონიშვნაც ინსტალაციისთვის. დავაჭიროთ “Mark” და პაკეტების მენეჯერის მთავარ ფანჯარაში ვაწვებით “Apply“.
 

 

იგივე ოპერაციებს ვიმეორებთ დარჩენილი პროგრამებისთვისაც სიიდან(ვარსკვლავი * ზოგიერთ პაკეტის წინ აღნიშნავს – მოძიებას ყველა პაკეტისა მსგავსი სიმბოლოებით/სახელით):
 

  • gimp
  • flashplugin-installer (საჭიროა თუ არ აგირჩევიათ პუნქტი “Install this third-party software” სისტემის დაყენებისას)
  • amule
  • audacity
  • rhythmbox
  • vuze
  • bluefish
  • dvdrip
  • filezilla
  • ttf-mscorefonts-installer
  • gnucash
  • gstreamer* (საჭიროა თუ არ აგირჩევიათ პუნქტი “Install this third-party software” სისტემის დაყენებისას)
  • gtkpod
  • k3b
  • kino
  • mplayer
  • smplayer
  • quanta
  • kompozer
  • scribus
  • vlc*
  • mozilla-plugin-vlc
  • xchat-gnome
  • xmms2*
  • sound-juicer
  • acroread
  • non-free-codecs
  • ubuntu-restricted-extras
  • libdvdcss2
  • xine-ui
  • xine-plugin
  • thunderbird
  • virtualbox-ose
  • chromium-browser
  • googleearth-package
  • skype

     

პაკეტების დაყენება საჭიროებს გარკვეულ დროს, რომელიც ისევ თქვენს ინტერნეტ სიჩქარეზეა დამოკიდებული. დაყენებისას შესაძლებელია რამდენიმე ფანჯრების გამოჩენა, უბრალოდ მონიშნეთ რაც საჭიროა და დაეთანხმეთ გამოსულ შეტყობინებებს.

 

 

როდესაც ყველა პაკეტი ჩაიწერება დაასრულეთ ოპერაცია “Close” ღილაკზე დაჭერით.
 

ნაბიჯი 8. ფონტების შემოწმება
 

შევამოწმოთ დაყენდა თუ არა Microsoft–ის ფონტები. ამისათვის მთავარ მენიუში მოვძებნოთ და გამოვიძახოთ “LibreOffice Writer“. ფონტების არეში უნდა ჩანდეს შემდეგი ფონტები: Arial, Times New Roman და ა.შ.

 

 

 

ნაბიჯი 9. Google Earth–ის დაყენება
 

წინა პუნქტში ჩვენ გადმოვიწერეთ “Google Earth“–ის პაკეტი, მაგრამ მას ცოტა სპეციფიური დაყენება ჭირდება. უბრალოდ განახორციელეთ შემდეგი ბრძანებები ტერმინალიდან:

სუპერ მომხმარებლის სტატუსით შესვლა:

sudo su

Google Earth .deb პაკეტის აშენება:

make-googleearth-package –force

თუ ტერმინალში არ გამოჩნდა შეცდომები გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე:

იმისათვის რომ Google Earth–ის რაიმე დამოკიდებული პაკეტები არ გამოგვრჩეს ჯერ დავაყენოთ პაკეტი “gdebi”

apt-get install gdebi gdebi-core

ახლა კი შეგვიძლია უკვე დავიწყოთ უშუალოდ Google Earth–ის ინსტალაცია
ბრძანება :
ls -l
შეგვიძლია ვნახოთ ტერმინალში გადმოწერილი პაკეტი. გავუშვათ ის “gdebi”–ის დახმარებით:

gdebi googleearth_6.0.2.2074+0.6.0-1_i386.deb

ამით Google Earth პროგრამა დაყენებულად შეიძლება ჩაითვალოს. დავხუროთ ტერმინალის ფანჯარა.
ჩვენ ზემოთ მოცემული გეგმიდან მხოლოდ დაგვრჩა დასაყენებელი შემდეგი 2 პროგრამა: Opera და Picasa(თუ უკვე არ არის დაყენებული 😉 )
 

ნაბიჯი 10. Google Picasa–ს დაყენება

 

 

შევდივართ შემდეგ ლინკზე და ვიწერთ ბოლო ვერსიის .deb პაკეტს:
http://picasa.google.com/linux/download.html#picasa30

1. გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ: “Open with” და შემდეგ “Browse…
 


 

2. გადავდივართ შემდეგ მისამართზე და ვირჩევთ გამხსნელ პროგრამას: /usr/bin/gdebi-gtk  (ეს პროგრამა რომ ჩანდეს საჭიროა “gdebi” პაკეტის ჩაწერა, რაც წინა ნაბიჯებზე უკვე განვახორციელეთ)
 

3. გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით “Install Package” ღილაკს

4. პაროლის შეყვანის მოთხოვნაზე, შეგვყავს და ok
 

 

5. სტანდარტული მოქმედების შემდეგ სისტემა ჩაწერს “Picasa“–ს თუ ის უკვე დაყენებული არ არის.

ნაბიჯი 11. ვაყენებთ ბრაუზერს – Opera
 

შევდივართ შემდეგ ლინკზე: http://www.opera.com/browser/download/

 

 

ვაჭერთ “Download” ღილაკს და ვიმეორებთ ზემოთ ნაჩვენებ ოპერაციას(“Picasa“–ს ინსტალაციისას): “Open with gdebi-gtk”.

ბრაუზერი Opera დაყენება ამით შემოიფარგლება.
 

ნაბიჯი … ბოლო! 🙂
ამით ყველა პაკეტს დაყენებულად ვაცხადებ! 😀
ისიმამოვნეთ! 😉


Comments:

7 Responses to “ალტერნატიული ხედვა – ვაწყობთ “დესკტოპ” სისტემას UBUNTU 11.04(Natty Narwhal)”


  1. +1 :D. ubuntus tu davayeneeb amit vixelmdzgvaneleb:)))

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 4 Thumb down 0 (+4)


  2. ოჰ ერთი არ დაგიყენებია და არ გამოგიყენებია ეს ინსტრუქცია 😛

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. GREAT WORK, MISHA!!!! მაგარი ხარ 🙂

    Like or Dislike: Thumb up 4 Thumb down 1 (+3)


  4. საღოლ ყველაფერი ჯიგრულად გაქ ახსნილი

    Like or Dislike: Thumb up 3 Thumb down 0 (+3)


  5. ftp://ftp.free.fr/mirrors/ftp.mandriva.com/MandrivaLinux/official/iso/2007.0/CD/
    მანდრივა/2–7-ის დისკებია, უფასო. თუ ვინმეს დაჭირდება. 🙂 პროგრამირების აზრზე არა ვარ და არც ის ვიცი, სპამბოტი რაია?! :)(ნეტა, მანდრივას დაყენებას როგორ ვაპირებ?…)

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  6. ისე, რაღაც აზრები კიდევ მქონდა ლინუქს-პროგრამირებაზე, მარა რა ვიცი… რა ვიცი…

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  7. http://www.downloadprovider.me/download-k:Mandriva+2012+Alpha+2.html?aff.id=1747

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.