Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ორთაბრძოლაი იგი დიადი

Filed Under (იუმორი) by on 16-08-2011

Tagged Under : ,

… ქრისტეს აქეთ ორიათას თერთმეტისა წლისა ათექვსმეტისა მარიამობისთვესა გარდახდა დიადი ორთაბრძოლა დიად გმირ გვანცა ილარიონის ასულსა და უტეხ კალიას შორის, მეტსახელად UFO რადგან იყო იგი გოლიათისა ტანისა და სიმაღლე მისი აღწევდა მტკავლის ზომასა. შეიჭრა რა კალია უწვეველად სამზარეულოსა შინა და მოირთხა ფეხნი თვისნი კარადის თეთრსა კარსა ზედან. ჩათვალა თავი თვისი მშვიდად შეუდგა მღერასა. ამ დროს გვანცა იგი მიემართებოდა სამზარეულოსა სანახავად ხომ არ მოიხარშა უბადრუკი მისი ვახშამი ორი კვერცხის ოდენობით და წაწყდა კალიასა მას განრთხმით მჯდომარესა. აღმოჰხდა ღრიალი ისეთი რომ მინებმა ზრიალი იწყეს და უზარმაზი ნახტომით დაიხია უკან. განეშურა იგი სასიკვდილო იარაღის  რომელსა ჰქვიან ახალ ქართულად “ბასანოჩკ” ასაღებად წინკარში და დაბრუნდა რა განზრახულის შესასრულებლად მუხთალი მტერი აღარსად დახვდა. მოჩხრიკა მუნ გვანცამ შემოგარენი, მაგრამ მტერი ჩასაფრებულიყო და არ ინძრეოდა, ვერც ხმაურით, ვერ ყიჟინით ვერ გამოიტყუა მუხანათი მტერი სამზეოზე, ისრის სასროლ მანძილზე.

 

მაშინ გადაწყვიტა გვანცა ილარიონის ასულმა რომ მტერი უკუიქცა მისი იარაღის შიშისა და გამო და მიეცა დროსტარებას. გეახლა რა ვახშამსა თვისსა, მიეცა მუსიკით ტკობობასა და ის იყო რომ ნამუსრევი თეფში სამზარეულოში უნდა დაებრუნებინა, მუხთალი მტერი კვლავ გათავხედდა და ახლა უკვე მაცივრის დალაშქვრა ჰქონდა განზრახული, განრთხმულიყო რა მის გვერდითა კედელზე და სცდილობდა უფრო ზემოთ აცოცებას.

 

აქ კი აღარ დაიბნა ჩვენი ახალი გმირი, სტაცა იქვე ახლოს მიყუდებულ ცოცხს ხელი და უშველებელითა ღრიალითა და საბრძოლო ყიჟინით: “მოკვდი, შე დამპალო!” დაესხა თავს დუშმანს. ერთი მოხერხებული დარტყმით მოახერხა რა ავადსახსენებელი კალიის ძირს დანარცხება, სამი უძლიერესი მოქნევით საბოლოოდ გამოასალმა წუთისოფელს UFOი იგი კალია. 

 

ასე აღრსრულდა ესე ჰამბავი საგმიროი და განდიდებულ იქნა გვანცას სახელი სრულად კალიათა სამფლობელოში.

 


Comments:

5 Responses to “ორთაბრძოლაი იგი დიადი”


  1. ჩემი წუხანდელი ორთაბრძოლის ამბავი 🙂

    p.s. მიშას თხოვნით Facebook–ის შემდეგ აქ.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. დიახ. მე მომეწონა! 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. ზუსტად ეგეთი ისტორია გადამხდა მე. 5 წუთიანი ბრძოლა მიმდინარეობდა ჩემს და კალიას შორის ხან ის იყო ზემოდან ხან მე. გმირულად იბრძოდა კალია მარა მე მუტანტმა არსებამ ვძლიე და გავგმირე ცოცხით. მაშ კიდე ვარსებობთ ჩემი სახით გმირები 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. კიიი. სხვებიც იქნებიან ალბათ ჩვენნაირები. ხომ არ ჩამოგვეყალიბებინა რამე საძმო კი არადა საგმირო ? 🙂 🙂 “კალიათა მმუსვრელნი” ან რამე ეგეთი გმირულად რო ჟღერდეს. 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  5. რათქმაუნდა ჩვენ დასაკარგი ხალხი არ ვართ და ჩვენნაირები :d “გმირთა ლიგა”? 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.