Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

cover – საავტორო უფლებების დარღვევა თუ საინტერესო ვარიაცია?

Filed Under (მუსიკა) by on 11-08-2011

Tagged Under : , , , , , ,

მოგესალმებით, დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. წეღან საიტს ვათვალიერებდი და ძალიან მომინდა, რომ ისევ გამოჩენილიყო ჩემი ჩანაწერები თქვენთან.  სწორედ ამიტომ:

ცხელი ზაფხულის გადამკიდეს, გადაღლილს და შეწუხებულს ერთერთი ყველაზე დიდი განტვირთვა და გართობის საშუალება მუსიკა დამრჩა. მეც სიამოვნებით ვიპყრობ იუთუბის ფართო შესაძლებლობებს და ვუსმენ და ვუსმენ. დღეს მინდა დავწერო  გადამღერებების, ე.წ. ქავერების (cover)  შესახებ. ზუსტი ქართული ტერმინის ვერც მოძიება და ვერც მოფიქრება შევძელი, ამიტომ ყველაზე უფრო მიახლოებული, იყოს “გადამღერება”.

გადამღერება ზოგს საავტორო უფლებების დარღვევად მიაჩნია და იღწვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება არავინ დაურღვიოს. თუმცა, მე, როგორც მსმენელი, სიამოვნებთ ვიღებ, მომწონს და ვუსმენ. ასეთ შემთხვევებში ხშირად უნიჭო შემსურლებლებს იპოვი, მაგრამ ხანდახან გხვდება ისეთი ტალანტები, ისეთი შესრულებები, რომ ორიგინალს არათუ არაფრით ჩამოუვარდება, ბევრად სჯობს კიდევაც.

 

ხშირად გადამღერების მთავარი მიზანი არის ორიგინალის დაცინვა და გაკრიტიკება. მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი ძალიან ხშირად ვიღებთ შესანიშვნავ პროდუქტს, უკეთეს შესრულებას და სასიამოვნო განცდებს. თუ მუსიკა მაინც არ იმსახურებს მოწონებას, სასაცილო, კურიოზული კლიპები ნამდვილად გაგახალისებთ.

გადამღერებების გზით ბევრი უცნობი ნიჭერი მომღერალი გახდა ცნობილი.

ქავერებს ხშირად აკეთებენ ჟანრიდან ჟანრში , პოპის და პაპსას ჰიტების გადაყვათ death metalში ან რამე მონათესავე მძიმე ჟანრში.

მაგალითად როცა ბრიტნი სპირსის სიმღერას მღერიან death metal ჟანრში. მგონი საინტერესოა. 🙂

ძალიან საინტერესოა ინსტრუმენტალური და აკუსტიკური ქავერები. რამდენიმე მათგანს მართლაც ვთვლი მათი ავტორების შედევრებად.

და ბოლოს შესანიშნავი სიმღერა, რომელმაც გადამაწყვეტინა ეს პოსტი დამეწერა: ულამაზესი ქალი, ლამაზი ხმით, შესანიშნავად აკეთებს ორიგინალში არც თუ ისე კარგი სიმღერის გადამღერებას.

 

ჯერ–ჯრეობით სულ ეს იყო საზაფხულო არასაქმიანი და არაპროფესიული ჟანრის პოსტი. იმედი მაქვს, რომ ისევ მოვიცლი და საქმესაც მივხედავთ, ბატონებო,საქმეს ! 🙂


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.