Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

სიმების თეორია

Filed Under (ფიზიკა, სხვა...) by on 22-06-2011

Tagged Under : , , ,

   

ამბობენ, სამყარო ერთი თეორიის ქვეშაა გაერთიანებული, ის ფიზიკის ყველა კანონს მოიცავს, ყველაფრის ახსნა შეუძლია და თუ მას დავუჯერებთ სამყაროში ჩვეულებრივ სამი სივრცითი და ერთი დოითი განზომილების  ნაცვლად 11 განზომილება არისო!!!……თუმცა, ჯერ ყველაფერი არაა დამტკიცებული და ის მეცნიერები, რომლებიც ერთგულდ უდგანან მხარში სიმების თეორიას,  კვლავ რჩებიან დიდი მოლოდინის მდგომარეობაში..

     ყველაფერი დაიწყო ასე: 

     1915 წელს თავისი აღმოჩენით გახარებულმა აინშტაინმა წარმოგვიდგინა ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც აერთიანებს ფარდობითობის სპეცილურ თეორიასა და მსოფლიო მიზიდულობის კანონს და ღწერს გრავიტაციას, როგორც სივრცისა და დროის გეომეტრილ თვისებას.

       კვანტური მექანიკა კი ის თეორიაა, რომელიც ადგენს მიკრონაწილაკებისა და მათი სისტემების აღწერის ხერხებს, მოძრაობის კანონებს და მოკლედ წარმოდგენას გვიქმნის მიკროსკოპულ ნაწილაკებზე..

     სწორედ ამ ორი თეორიის გაერთიანებას და შერწყმას ისახავს მიზნად სიმების თეორია, რაც არც ისე ადვილი საქმეა და შედარებისთვის ეს იგივეა, რომ ვეშაპი და იხვნისკარტა ერთმანეთზე გადააბა სკოჩით..

     სიმების თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ დავშლით ნივთიერების უმცირეს ნაწილაკებს მაგალითად  კვარკებს, აღმოვაჩენთ მოვიბრირე სიმს ანუ დავინახავთ, რომ ელემენტარული ნაწილაკები შედგებიან რთული, მრავალგანზომილებიანი უთხელესი სიმების წნულებისგან. როგორც მიჩიო კაკუ და სხვა ბევრი ფიზიკოსი მიიჩნევს, მატერიის არსი და სახე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ, რა სიხშირითა და რა მიმართულებით ვიბრირებს სიმი, ანუ ანუ რომ შევძლოთ ვაშლის სიმის ვიბრირების სიხშირის და მიმართულების შეცვლა შეიძლება მივიღოთ ბრილიანტი ან რამე სხვა იმიტომ რომ კვარკებიდან დაწყებული ატომით გაგრძელებული და მატერიით დასრულებული ყველაფერი შეიცვლება.

                                                                                                                                             

     დროთა განმავლობაში სიმების თეორია განვითარდა და მან სუპერსიმების თეორიის სახე მიიღო.    

როგორც ბრაიან გრინი ამბობს: სუპერსიმების თეორია ეს ის თეორიაა, რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას: რა არის ძირითადი ფუნდამენტური, განუყოფელი შემადგენლობა, რომელიც ქმნის ყველაფერს სამყაროში ჩვენს ირგვლივ? იდეა არის ასეთი სახის: წარმოიდგინეთ ჩვენ ვუყურებთ ნაცნობ ობიექტს, სანთელი თავის შანდალში. და წარმოიდგინეთ ჩვენ გვინდა გავარკვიოთ რისგან შედგება ის. ჩვენ ვმოგზაურობთ ობიექტში ღრმად და შევისწავლით შემადგენლობას. შიგნით სიღრმეში — ჩვენ ყველამ ვიცით, საკმარის სიღრმეში , გექნებათ ატომები, ჩვენ  ყველამ აგრეთვე ვიცით რომ ატომები არ არის ამბის დასასრული. მათ ყავთ პატარა ელექტრონები რომლებიც ბირთვის გარშემო ბრუნავს, ბირთვი კი შეიცავს ნეიტრონებს და პროტონებს. თავის მხრივ ნეიტრონებს პროტონებს აქვთ მცირე ნაწილაკები ცნობილი როგორც კვარკები. ეს არის ის ადგილი სადაც საყოველთაოდ მიღებული იდეები წყდება. აქ არის ახალი სიმების თეორიის  იდეა. ნებისმიერი ნაწილაკის სიღრმეში არის რაღაც, ეს რაღაც არის მოცეკვავე ენერგიის ძაფი, ვიბრირებადი სიმის მსგავსი — აი აქედან მოდის სიმების თეორიის იდეა. და როგორც სიმებს რომელსაც ჩელოზე ხედავ შეუძლიათ ვიბრირება  სხვადასხვა ფორმით, ამ სიმებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით ვიბრირება. ისინი არ აწარმოებენ სხვადასხვა მუსიკალურ ნოტებს, არამედ ისინი აწარმოებენ განსხვავებულ ნაწილაკებს, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან სამყაროს ჩვენს ირგვლივ.

    როდესაც სიმების თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირებას ვცდილობთ ვაწყდებით ერთგვარ წინააღმდეგობას_ როცა იძიებ სიმების თეორიის მათემატიკას,  აღმოაჩენ რომ ის არ მუშაობს სამყაროში რომელსაც აქვს სივრცის სამი განზომილება. არ მუშაობს არც ოთხ განზომილებიან სამყაროში, არც ხუთი არც ექვსი. საბოლოოდ განტოლებების ძიება ანახებს რომ ის მუშაობს სამყაროში რომელსაც აქვს 10 სივრცული განზომილება და ერთი დროის განზომილება.

     საბოლოოდ ჩამოყალიბდა 5 (ერთმანეთის მსგავსი) სიმების თეორიაა, რომელიც 90_იან წლებში გაერთიანდა ე.წ. M-თეორიის წყალობით. იგი ერთი ყოვლისმომცველი ტეორიაა, რომელიც სიმების თეორიის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმდინარეობას წარმოადგენს. M-თეორიას აქვს პრეტენზია ყველაფერი ახსნას, ყველაფერი ერთ მარტივ და მოკლე ფორმულამდე დაიყვანოს. M-თეორიას ბევრი იმედის თვალით შესცქერის. ეს თეორია, მათი აზრით, ყველაფრის ახსნას შეძლებს. მეცნიერებს იმედი აქვთ რომ ამ თეორიის დახმარებით გასცემენ პასუხს კითხვაზე სამყაროს შექმნის შესახებ და ბოლოს და ბოლოს აღარ მოუწევთ აქ ღმერთის მოხსენიება..

     P.S   იმ მიზეზით, რომ არ არსებობს მათემატიკური აპარატი თეორიის შემადგენელის შესაბამისობაში მოსაყვანად. უკვე 20 წლი გავიდა რაც ამ თეორიამ დღის შუქი იხილა, მისი სხვა და სხვა ასპექტების და ვერსიების წინააღმდეგობების გარეშე შეთანხმება კი ვერავინ მოახერხა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ სიმების თეორიის მომხრეებმა ვერანაირი ცდა ვერ წარმოადგინეს, რომლითაც თეორიის სისწორის შემოწმება იქნებოდა შესაძლებელი. იმედია, მთელი მათი ნამუშევარი ფანტაზიის და აზროვნების სავარჯიშო საშუალებადვე არ დარჩება…


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.