Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ოპერაციული სისტემა MS DOS

Filed Under (კომპ. ქსელები, პროგრამირება) by on 22-06-2011

Tagged Under : , ,

    MS DOS პირველი ოპერაციული სისტემაა პერსონალური კომპიუტერისათვის,რომელმაც დიდი გავრცელება ჰპოვა. დროთა განმვლობაში იგი გამოდევნა ახალმა ოპერაციულმა სისტემებმა, როგორიცაა windows და linux, მაგრამ ზოგჯერ იგი მუშაობისთვის ერთადერთი შესაძლებელი სისტემაა (ძველი ტექნიკის ან ადრე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამო).

 

 

    

 

MS DOS-ში მომხმარებელი მუშაობს ბრძანების სტრიქონის საშუალებით,რადგანაც მას გრაფიკული ინტერფეისი არ   აქვს.სისტემასთან ურთიერთობის გამარტივების რამდენიმე მცდელობა იყო და ყველაზე წრმატებული აღმოჩნდა Peter Norton -ის მიერ შემოთავაზებული პროგრამა ე.წ.Norton Commader(NC).NC გარსში მომხმარებელს არ სჭირდბათ ბრძანებათა სტრიქონში ბრძანებების აკრეფა.

   სიმარტივე და გამოსაყენებლად მოსახერხებლობა ტოვებს NC ტიპის გარსებს პოპულარულს დღემდე.მათ მიეკუთვნება QDos,PathMinder,XTree,Dos Navigator,Voikov Commander და სხვები.მათგან პრინციპულად გასხვავდება გრაფიკული გარსები windows3.1 და widows3.11,რომელშიც გამოიყენება ე.წ.”ფანჯრების”კონცეფცია,რომლებიც შეიძლება გახსნა,გადაადგილო ეკრანზე და დახურო.

  MS DOS-ში გამოიყენება ფაილური სისტემა FAT.მისი ერთადერთი ნაკლია მკაცრი შეზღუდვა ფაილებისა და კატალოგების სახელებზე.სახელი შეიძლება შედგებოდეს არაუმეტეს 8 სიმბოლოსგან.გაფართოება მიეთითება წერტილის შემდეგ დაშედგება 3 ციფრისგან.გაფართოება აუცილებელი არ არის,მაგრამ მისი საშუალებით გავიგოთ რომელმა პროგრამამ შექმნ ფაილი და რა ტიპისაა იგი. MS DOS-ში დიდი და პატარა ასოები არ განირჩევა.MS DOS-ში ფაილის სხელების მაგალითებია:letter.txt, setup.exe, referat.doc.

    MS DOS შექმნილი იყო ძალიან ადრე და არ შეესაბამებოდა თანამედროვე ოპერაციული სისტემებისადმი მოთხოვნებს.მას არ შეუძლია დიდი მოცულობის მეხსიების გამოყენება,ცუდად უჭერს მხარს სხვდასხვა მოწყობილოებს,ისეთებს როგორიცაა,ხმისსქემა,ვიდეო-ამაჩქარებელი და სხვა. 

   MS DOS-ში საერთოდ არაა რეალიზებული მრავალამოცანიანობა, ანუ მას არ შეუძლია ერთდროულად შეასრულოს რამდენიმე პროგრამა, ამიტომ მისი გამოყენება ქსელში ძირითადად ოპერაციულ სისტემად შეუძლებელია. მას არ აქვს კონტროლისა და არასანქცირებული მოქმედებისაგან დასაცავი არანაირი საშუალება, რამაც  გამოიწვია ე.წ. ვირუსების უზარმაზარი რაოდენობის წარმოქმნა.

     ჩამოვთვალოთ ოპერატიული სისტემის MS DOS-ის ძირითადი კომპონენტები.დისკური ფაილები IO.SYS და  MSDOS.SYS  ჩაიტვირთება მეხსიერებში და რჩება სისტემასი მოდმივად.ფაილი  IO.SYS წარმოადგენს ფაილური სისტემის დანამატს,ხოლო MSDOS.SYS რეილიზებს ოპერატიული სისტემის ძირითად მაღალი დონის მოთხოვნებს.

     ბრძანებათა პროცესორი ამუშავებს მომხმრებლის ბრძანებებს.იგი არის დისკურ ფაილში COMMAND.COM რომლიდანაც იტვირთება ოპერატიულ სისტემა.მომხმარებლის ზოგიერთი ბრძანებასმაგალითად type, dir, copy პროცეორი თვითონ ასრულებს.ასეთ ბრძანებებს უწოდებენ შიდა ან ჩადგმულ ბრძანებებს.მომხმრებლის სხვა (გარე) ბრძანებათა შესასრულებლად ბრძანაბათა პროფეორი ეძებს დიკზე შესაბამისი სახელის პროგრამას და თუ იპოვა,ჩატვირთავს ოპერატიულ მეხსიერებაში და გადასცემს მას მართვას.პროგრამის მუშობის დამთავრების შემდეგ ბრძანებათა პროცესორი შლის პროგრამას მეხსიერებიდან და გამოაქვს შეტყობინება,რომ მზადაა შეასრულოს ბრძანებები.

     MS DOS-ის გარე ბრძანებები არის პროგრამები,რომლებიც ოპერაციულ სისტემებთან არიან წარმოგენილები ცალკეული ფაილის სახით.ეს პროგრამაბი ასრულებენ მომსაურეობის ტიპის მოქმედებებს,მაგალითად დისკების ფორმატირებას(format.com),ამოწმებენ დისკების მდგომარეობას(scandisk.exe) და სხვა.

   მოწყობილობების დრაივერები-ეს სპეციალური პროგრამებია,რომლებიც შეტანა-გმოტანის ფუნქციებს ავსებენ და უზრუნველყოფენ ახალი ან არასტანდარტული ტიპის მონაცემების მომსახურეობას.მაგ MS DOS-ის დრაივერის  ramdrive.sys შესაძლებელია მუშაობა “ელექტრონულ დისკთან”, ანუ კომპიუტერის მეხსიერების ნაწილთან, რომელიც ისე მუშაობს, როგორც დისკი. კომპიუტერის მეხსიერებაში დრაივერები ჩაიწერება ოპერაციული სისტემის ჩატვირთვისას, მათი სახელები მიეთითება  სპეციალურ ფაილში CONFIG.SYS. ასეთი სქემა აადვილებს ახალი მოწყობილობების დამატებას.


Comments:

2 Responses to “ოპერაციული სისტემა MS DOS”


  1. ალბათ ოპერაციულ სისტემას გულისხმობდით ხო? 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. ამას ვინმე იყენებს?

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.