Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

15.06.2011 – მთვარის სრული დაბნელება

Filed Under (კოსმოსი) by on 16-06-2011

Tagged Under : , , ,

გულმა ვერ მომითმინა, რომ ამ დღესთნ დაკავშირებით რაიმე არ დამედო.. არც მეტი არც ნაკლები, მთვარე დაგვიბნელდა თანაც თვით დედამიწის ჩრდილით! დედამიწას თუ ვერ დავინახავ კოსმოსიდან ( დაბალწნევიანი ვარ და ოცნებაც კი შეუძებელია), იმის თქმა მაინც შემიძლია, რომ დედამიწის ჩრდილი მაინც ვნახე საკუთარი თვალებით ^^ 

 

აივნიდან კი არაჩვეულებრივად ჩანდა დაბნელებული მთვარე, დედამიწის ჩრდილით დაჩრდილური, რომელსაც მოწითლო ფერი გადაკრავდა. ეს პროცესი კი  გამოწვეულია ( როგორც საიტებზე ამოვიკითე) დედამიწაზე გაბნეული მზის სინათლით.

მთვარე დაბნელებული იყო დაახლოებით 100 წუთის განმავლობაში. ამ პროცესზე თვალყურის დევნება შეიძლებოდა  რათქმაუნდა კონტინენტებიდან, კერძოდ: აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში, ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ აფრიკაში, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში.

 

 

 

***

როგორც ნასას წარმომადგენლები გვპირდებიან, ამ წელიწადში მთვარე კიდევ რამოდენიმეჯერ დაგვიბნელდება. აი განრიგიც:

01.07.2011 – ნაწილობრივი დაბნელება

25.11.2011 – ნაწილობრივი დაბნელება

10.12.2011 – სრული დაბნელება

 

თუმცა, მთვარის დაბნელება უკვე ორჯერ განხორციელდა ამ წელიწადში:

01.06.2011 – ნაწილობრივი დაბნელება

04.06.2011 – ნაწილობრივი დაბნელება


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.