Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ანტიპროპაგანდა – ალკოჰოლი (ნაწილი 1)

Filed Under (ინფორმაცია, მედიცინა) by on 08-06-2011

Tagged Under : , , , , ,

ასეა თუ ისე, არ გეგონოთ აქ ვინმე ჭკუის სწავლებას მოჰყვეს. უბრალოდ გავიაზროთ ცოტა მეტად და მოვუკლოთ ალკოჰოლს. ვიყოთ საკუთარი თავებისადმი მეტად ჰუმანურები  =)

 

ალკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი არის აქროლადი უფერო სითხე, რომელსაც აქვს სპეციფიკური სუნი და გემო, რომელიც  წარმოიქმნება შაქრის ან სახამებლის ფერმენტაციის შედეგად. ალკოჰოლი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი ეთილის სპირტის განსხვავებულ რაოდენობას შეიცავს: ლუდი – 2-6%; ლიქიორი – 20-40%; არაყი 40-56%; ვიკი და ჯინი – 40-55%; რომი – 70-77%. ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა, სუნთქვის დარღვევა და სიკვდილიც. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება კუჭიდან, წვრილი ნაწლავიდან და გადადის სისხლში.

არსებობს თრობის განსხვავებული სურათები:

მსუბუქი ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,05%). ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ეხსნება დაძაბულობა, მაგრამ ქვეითდება რეაქციების სისწრაფე, უარესდება მანქანის მართვის უნარი.

საშუალო ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,1%). გაუგებარი მეტყველება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, საღად მსჯელობის უნარის, საკუთარი ქცევებისა და ემოციებზე კონტროლის დაკარგვა.

მძიმე ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,15%). ძლიერი მოწამვლა, ბარბაცით სიარული, პრობლემები მეხსიერებასა და აზროვნებაში, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა.

ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება (ზედოზირება) ხშირად ცნობიერების დათრგუნვის მიზეზი ხდება. უმრავლეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს და ცნობიერება გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით აღდგება. თუმცა, შესაძლოა განვითარდეს კომა.

რა გზებს გადის ალკოჰოლი და როგორ აისახება იგი ჩვენს ორგანიზმში? ალკოჰოლი იწვევს ჰოპოგლიკემიას (სისხლსში გლუკოზის შემცველობის შემცირებას), განსაკუთრებით მაშინ, თუ არასაკმარისი რაოდენობით საკვების მიღების ფონზე ორგანიზმის კალორიებით უზრუნველყოფა ძირთადად ალკოჰოლის ხარჯზე ხდება. ეს პროცესი მაქსიმუმ 16-18 საათის შემდეგ მიიღწევა და შეიძლება იმდენად ძლიერად გამოიხატოს, რომ გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება. ( დააკვრიდით, როცა მეორე დღეს ეგრეთ წოდებულ ”პახმელიაზე” ხართ, გამოგიყვანთ რაიმე კომპოტი, მაგალითად შინდის). მინდა გითხრათ, რომ ამ ბმულზე მოცემულ პატარ-პატარა ”როლიკებში” მეტ-ნაკლებად ნაჩვენებია, თუ რა პროცები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

ყოველი დათრობისას ტვინი მნიშვნელოვნად ზიანდება, მაგრამ თუ ეს  იშვიადად ხდება ტვინი უმკლავდება ამ პრობლემას. მისი მუდმივი მიღების შემთხვევაში კი თანდათან უარესდება  ტვინის ფუნქციონირება – ქვეითდება მეხსიერება, აზროვნება და მთავრდება ჭკუასუსტობით, რასაც ალკოჰოლური დემენცია ეწოდება.

ალკოჰოლის მიღების დროს ყველაზე მეტად ღვიძლი იტვირთება. ცნობილია, რომ ღვიძლი ეგრეთ წოდებული ”ქიმიური ლაბორატორიაა”, სადაც ხდება ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა. ალკოჰოლიც, რათქმაუნდა ღვიძლში იჟანგება, იშლება ნახშირორჟანგად და წყლად, და ისე გამოიყოფა ორგანიზმიდან. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ალკოჰოლის თუნდაც ერთჯერადი ზომიერი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც კი, ერთი კვირაა საჭირო იმისთვის, რომ ღვიძლი თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. აქედან გამომდინარე, თუკი ღვიძლში მუდმივად იტრიალებს +ალკოჰოლი, მისი უჯრედები მოკვდება, მის მაგივრად წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბების ნიშანია.

1 კათხა ლუდი  = 1 ჭიქა ღვინო  = 1 სირჩა არაყი

თქვენს წინაშეა თრობის ნიშნები:

+წამოწითლებული ლოყები;

+გაბრწყინებული თვალები და მოზღვავებული ენერგია;

+სუფრული სიმღერების შესრულების მცდელობა და ა.შ. დანარჩენი სიმპტომების აღმოჩენა თქვენთვის მომინდვია wink

 

* * *

ალკოჰოლის მიღება ბავშვებისთვის საზიანოა, რადგან მათი სხეულის წონა ნაკლებია, შესაბამისად მათი ორგანიზმი და ტვინი უფრო ადვილად ზიანდება. რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყება ალკოჰოლის მიღება, მით უფრო სწრაფად ვითარდება მიჩვევა. მოზარდისთვის 1-2 ბოთლი ლუდის რეგულარული მიღება ალკოჰოლიზმის წინაპირობას წარმოადგენს.

 

 

აშშ-ში ახალგაზრდას მხოლოდ 21 წლიდან აქვს ლუდის ან სხვა ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღების უფლება.

შვედეთში ლუდის შეძენის მინიმალური ასაკია 18 წელი, ხოლო მაგარი სასმელების – 20 წლიდან.

გერმანიაში ღვინისა და ლუდის შეძენა შესაძლებელია 16 წლიდან, ხოლო მაგარი სასმელები 18 წლიდან.

საფრანგეთში ღვინისა და ლუდის შეძენა ნებადართულია 14 წლიდან, ხოლო მაგარი სასმელების – 18 წლიდან.

საქართველოში კი ასაკობრივი შეზღუდვა 18 წელს მოიცავს, თუმცა რეალურად, ვინმე იცავს ამ შეზღუდვას?

დღესდღეობით საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც ”იცავს”  არასრულწლოვანს ალკოჰოლისგან და სხვა მავნე ჩვევებისგან : ”მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”

თუ გავითვალისწინებთ ალკოჰოლით გამოწვეულ დაავადებების სიმრავლეს და სოციალური პრობლემების მრავალფეროვნებას, ასევე მის ხელმისაწვდომობას, ალკოჰოლი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საშიშ ნარკოტიკად.

 

 

 

 


Comments:

One Response to “ანტიპროპაგანდა – ალკოჰოლი (ნაწილი 1)”


  1. es kaci vigacas magonebs nuuk, aba gamoicani vinaa? 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.