Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დანაზოგი და სესხი

Filed Under (ეკონომიკა) by on 06-06-2011

Tagged Under : , , ,

დედამიწის ზურგზე ყოველთვის არსებობენ ადამიანები,რომლებიც ფულს აგროვებენ ანუ დანაზოგს აკეთებენ და მეორე მხრივ,ადამიანები რომლებიც ფულ სესხულობენ.დანაზოგს ვაკეთებთ მაშინ,როდესაც მთლიანად არ ვიყენებთ მიმდინარე შემოსავალს.ცალკეული ადამიანის თვალსაზრისით,დანაზოგი არის შემოსავალი,რომელიც არ იქნება დახარჯული მოხმარებისათვის.

      ოდესმე,თვითოეულ ჩვენგანს ალბათ,გაგვიკეთებია დანაზოგი,იმისათვის,რომ მომავალში რაიმე გვეყიდა.ჩვენს მიერ გაკეთებული თანხა კი უმჯობესია ბანკში განთავსდეს,რადგან სახლისაგან განსხვავებით,ფულის ბანკში შენახვით გამოვიმუშავებთ პროცენტს,სხვა რომ არაფერი ვთქვათ,ბანკში თანხის უსაფრხო დაცულობაზე.

       საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ძირითადად საფინანსო მომსახურებას ბანკები უწევენ საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს.ბანკები შუამავლობის როლს ასრულებენ მსესხებლებსა და გამსესხებლებს შორის,რითაც საქმეს უადვილებს მას,ვისაც ფული აკვს მოიძიოს ის,ვისაც ფულის სესხება სურს.მის მიერ შემოთავაზებული პირობა ორივე მხარეს უნდა აკმაყოფილებდეს.ამასთანავე ყურადღებით ადევნებენ თვალს მსესხებლებს,რათა დარწმუდნენ იმაში,რომ სესხს დააბრუნებენ,თანაც დროულად და პროცენტის გადახდის პირობით.სწორედ ეს გახლავთ კრედიტის თვისება:სარგებლის გადახდა,ვადიანობა,დაბრუნება.

       როგორც წინაზე ავღნიშნე ბანკი გვთავაზობს შენახველ ანგარიშზე და ჩეკით ფულის უსაფრთხო ადგილას შენახვას,ამისათვის გვთავაზობს თავის პირობებს,ხოლო დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული მივიგებ თუ არა მის მიერ შემოთავაზებულ პირობას და გავხსნით ანაბარს.

      ანაბრის გახსნის შემთხვევაშია გავითვალისწინოთ რამდენად სასურველი პროცენტი გვერიცხება,რამდენია პირველადი შენატანი და გვაქვს თუ არა შესაძლობა თანხის გაზრდის,აუცილებელია თუ არა თანხის ყოველთვიური შეტანა,შესაძლებელი თუ არა თანხის ვადაზე ადრე გატანა,პირობის დარღვევის შემთხვევაში რ საპროცენტო განაკვეთი დაგვერიცხება ან საერთო ჯარიმა ხომ არ გვეკუთვნის და მსგავსი საკითხები რათა შემდგომში რაიმეს არ ცოდნამ რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას.

   ალბათ დაგაინტერესებთ,ანაბრების სახით თუ რა სარგებელს პოულობს ბანკი.ანაბრის დიდ ნაწილს ბანკები გასცემენ სესხის სახით,რითაც ერთი მხრივ,ეხმარება ადამიანებს დაიწყოს ან გააფართოვოს საკუთრი ბიზნესი,ზოგს იყიდოს სახლი და ძვირადღირებული საქონელი და სხვა და მეორეს მხრივ,გაცემული სესხიდან პროცენტის სახით თვითონ ღებულობს სარგებელს ანუ უკეთ რომ ვთქვათ ჩვენს მიერ შეტანილი თანხით გამოიმუსავებს ფულს.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.