Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ყველამ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე!

Filed Under (ინფორმაცია) by on 28-05-2011

Tagged Under : , , ,

   

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტთა ინიციატივითა და ორგანიზებით, 2011 წლის ივნისის პირველ კვირაში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ეწყობა საქველმოქმედო აქცია, სლოგანით „გული გულს“… აქციაში მონაწილე სტუდენტები შემოწირულობის სახით შეაგროვებენ თანხას, ტანსაცმელს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ საგურამოს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს. შემოწირულობი მიიღება ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის 911 ა აუდიტორიაში.

უკომენტაროდ გთავაზობთ იმ სურვილებს რაც საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა გამოთქვეს და დაწერეს ფურცლებზე

თამუნა: მე მინდა ელასტიკები, მაისური, შლოპანცები, ზომა 37.

კახა 16 წლის: მე მინდა ტელეფონი, ფოტოაპარატი თავისი დამტენით, რაგბის ბურთი, ხელთათმანები, ფეხსაცმელი ზომა 41, წვერების საპარსი და ლაშა მალაღურაძის ფორმა 🙁

ვატო 11 წლის: მე მინდა შარვალი, საათი, ემპეტრი, მაიკა და თამაშების დისკი.

მზია 15 წლის: მე მინდა ციფრული, ემპეტრი, შარვალი და აშერის დისკი.

ერთად დავეხმაროთ მათ და გავუთბოთ გულები, ჩვენ ეს შეგვიძლია!

 

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.