Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ინფლაცია

Filed Under (ეკონომიკა) by on 06-05-2011

Tagged Under :

   განვიხილავ მსოფლიოში ფართოდ დავრცელებულ და ყველა  ადამიანში უსიამოვნო განცდების აღმძვრელ ისეთ მოვლენას,როგორიც არის ინფლაცია.

    ინფლაცია საბაზრო   მეურნეობის მაკროეკონომიკური არასტაბილურობის  ერთ-ერთი  ფორმაა,რომელიც რიგ დარღვევებს იწვევს ეკონომიკურ ურთიერთობებში  და დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს წარმოებაზე,განაწილებასა და გაცვლაზე,მომუშავეების მოტივაციაზე,მთელი საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირებაზე.

   ინფლაცია როგორც ვიცით,არის ქაღალდის ფულის კურსის(ყიდვისუნარიანობის)  გაცემა და ამის შედეგად ფასების  საერთო დონის ამაღლება.

 

   ინფლაციის წარმოშობა დაკავშირებულია ფულის ბუნებასა და  როლის ცვლილებასთან ეკონომიკაში-გადასვლასთან საქონლური ფულიდან,რომლის როლს  ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე კეთილშობილი  ლითონები ასრულებდნენ,საკრედიტო ფულზე, რომელიც გამოჩდა კაპიტალური გადასვლით.

    ინფლაციას ადგილი აქვს მაშინ,როცა მიმოქცევაში იმაზე მეტი ქაღალდის ფულია,ვიდრე სარეალიზაციო საქონელთა ყიდვა-გაყიდვას სჭირდება.

  ინფლაცია იწვევს საქონელთა ფასების,როგორც აშკარა,ისე ფარულ ზრდას,ამიტომ,ფასების ინდექსი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.

  ამრიგად,ინფლაცია გულისხმობს ყველა დოვლათზე ფასების საშუალო დონის უწყვეტ ზრდას,მაგრამ,ეს არ არის ინფლაციის ერთარდერთი ნიშანი.იგი შეიძლება გამოვლინდეს მეტნაკლებად სტაბილური ფასების პირობებშიც,თუ მოთხოვნისაგან მიწოდების ქრონიკულ ჩამორჩენასთანაა იგი შეხამებული.

    ინფლაციას მრავალი ფაქტორი განაპირობებს,აქედან აღსანიშნავია:პირველი,ფულის გადაჭარბებული ემისია-საქონელბრუნვისთვის მოცულობასთან შედარებით  მიმოქცევაში ჭარბი ქაღალდის ფულის გამოშვება.ამის შედეგად ფულის განსაზღვრული რაოდენობა არ არის უზრუნველყოფილი საქონლით,არ ხდება მისი დასაქონლობა,წარმოიშობა და ღრმავდება დისპროპორცია ფულად და სასაქონლო მასას შორის.

    მეორე, მოსახლეობის გადახდისუნარიან მოთხოვნისაგან მოხმარების საგნების წარმოების ჩამორჩენა,რაც წარმოქმნის და აღრმავებს დეფიციტს,ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ფასების ზრდას.

    მესამე,ბაზარზე ისეთი საქონლის მიწოდება,რომელზედაც არა არის მოთხოვნა.იგი ფარულად განაპირობებს ფულის გაუფასურებას:საქონლის ფასები არ იცვლება,ხოლო მათი სახმარი ღირებულება უარესდება.

   მეოთხე,სავალუტო,ენერგეტიკული და სანედლეულო კრიზისი,სასურთათო პრობლემის მკვეთრი გამწვავება და სხვა. 

   ინფლაცია გავლენას ახდენს როგორც წარმოების საერთო მოცულობაზე,ისე რესურსების განაწილებასა და ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.

   როგორც უკვე ავღნიშნე,ინფლაცია იწვევს საქონელთა ფასების როგორც აშკარა,ისე ფარულ ზრდას და მათი დინამიკის გათიშვას საქონელთა ღირებულების მოძრაობიდან.ამასთან ეს ეხება არა მხოლოდ საცალო ფასებს,არამედ საბითუმო, შესაბამისად,სამშენებლო ,სატრანსპორტო და ა.შ. ფასებსა და ტარიფებს,რომლებიც ქმნიან ერთიან ურთიერთდაკავშირებულ პირამიდას.

    ინფლაციური სიტუაცია უარესდება მაშინ,როდესაც ჯერ ერთი,მოთხოვნა წინ უსწრებს მიწოდებას,წარმოიქმნება ფულადი სახსრების სიჭარბე და იზრდება ფასები,მეორე,როდესაც იზრდება წარმოების დანახარჯები,რომელიც ასევე განაპირობებს ფასების ზრდას.

     ინფლაციის შედეგების შეფასებისას,პირველ რიგში უნდა ითქვას ის,რომ ინფლაცია იწვევს შემოსავლების გაუმართლებელ განაწილებას,დაბალშემოსვლიანი ადამიაებების მდგომარეობის გაუარესებას,მეტისმეტად უარყოფით გავლენას ახდენს მთელ ეკონომიკაზე.თუმცა ინფლაცია ყველას ერთნაირად როდი აზარაებს.პირიქით არსებობს გარკვეული ფენები,რომლებიც თითქოსდა მოგებულნიც რჩებიან ქვეყანაში განვითარებული ინფლაციის შედეგად.

  ინფლაცია გაცილებით დიდი ზიანის მომტანია საზოგადოებისათვის,ვიდრე უმუშევრობა,ვინაიდან უმუშევრობა ძირითადად მხოლოდ უმუშევრებს აზარალებს,ინფლაცია კი საზოგადოების თითქმის ყველა წევრს.

  უფრო კონკრეტულად გავაანალიზოთ ინფლაციის შედეგები.შეიძლება გამოვყოთ შემდეგი მომენტები:

 –ინფლაცია ამცირებს ფულის ყიდვისუნარიანობას და ამრიგად,რეალურ შემოსავალს.აქედან  დასკვნა:ინფლაციის დარტყმას მწვავედ განიცდიან,უწინარესად ის ოჯახები,რომელსაც ფიქსირებული შემოსავალი აქვთ.ინფლაციის დროს შემოსავალტა გადანაწილება სწორედ ასეთი ოჯახების საზიაოდ ხდება და სახელმწიფო იძულებულია ინდექსაციის გზით დაიცვას მათი ინტერესები.

  –ინფლაცია ზიანს აყენებს დანაზოგის მფლობელს-ფასების ზრდის შედეგად დანაზოგის ყიდვისუნარიანობა მცირდება.

ფლაციის შედეგად ზარალდებიან კრედიტორები:-ისინი სესხად გასცემენ ”ძვირადღირებულ”ფულს და უკან იბრუნებენ ”გაიაფებულს”.

 -ცნობილია,რომ სახელმწიფო დიდძალ ვალს იღებს თავისი მოსახლეობისაგან(უმთავრესად ობლიგაციების გაყიდვის გზით).ინფლაციის შედეგად მოსახლეობა ზარალდება:-როცა ობლიგაცია იყიდა,ფულის კურსი მაღალი იყო,განაღდებისას კი სახელმწიფი მას უბრუნებს გაუფასურებულ ფულს.

ინფლაცია უარყოფით გავლენას ახდენს წარმოებაზე.ამის ერთ-ერთი  გამოხატულებაა ისა,რომ ინფლაცია სტიმულს აძლევს კაპიტალის გადასლას წარმოოებიდან სპეკულაციურ ბიზნესში.

  ინფლაციის შედეგები ნაკლებად მძიმე იქნებოდა,რომ შეიძლებოდეს მისი წინასწარმეთყველება,მაშინ სახელმწიფო,ბიზნესმენები,მოქალაქეები ზომებს მირებდნენ მისი დარტყმების შესამცირებლად.

  ისტორიამ იცის არაერთი შემთხვევა,როცა ფულის გაუფასურებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიახწია.მაგ. გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქაღალდის ფულით ღუმელებს ახურებდნენ.1947წ. იაპონიაში ანგარიშების გასწორებისას ფულს კი არ ითვლიდნენ,არამედ წონიდნენ.ხოლო რაც შეეხება,საქართვრლოს  ისტორიაში იყო პერიოდი 1917წ რევოლუციის შემდეგს როცა ფულის ნიშნებს კედელზე აწებებდნენ.

 აქედან გამომდინარე,მთლიანად საზოგადეობისათვის  მაღალი ინფლაცია ერთმნიშვნელოვნად ბოროტებას  წარმოადგენს,თუნცა როგორც ავღნიშნე, აქაც  არსებობენ გამონაკლისები.  

  


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.