Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

გა-windows7-ებულებისთანებისათვის (ნაწილი I)

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 29-04-2011

Tagged Under : , , , , , , , , ,

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ინტერნეტ გვერდების ბნელ თუ გამჭვირვალე განყოფილებებში ხმა დაირხა. დაირხა რა, პირდაპირ გავარდა, ხმა კი ისეთი იყო ვითარ „გავარდნა მეხისა მოწმენდილსა ცასა ამას ზედა“. დიდი თუ პატარა „უზერის“ ყურებს მიწვდა ეს ხმა, ისე ძლიერი რომ XP professional-ის თავდაჯერებულ ფანჯრებსაც კი ჩარჩოები მოერყათ. მაინც რა იყო ეს?  დასავლური ნესტიანი ქარი თუ „კატრინა“ ან მსგავსი ალქაჯი? მე პირადად გამაჟრჟოლა, დამბურძგლა და ელდანაცემივით (თუმცა ვით რა შუაშია)  ვუშვი ჩემს თაგუნას ხელი, რადგან უცნაურად მომღიმარი სათვალიანი კაცი დამიდგა თვალწინ.

 თავიდანვე რიცხვმა შვიდმა მიიქცია ჩემი ყურადღება და მრავალგზის გამოცდილი სიმშვიდის აფორიაქებას შეუდგა თავისი ახალი, ტექნოლოგიური ხრიკებით.
მთელი დღე ელდანაცემივით დავბოდიალებდი ქუჩებში, რაღაც ახალს ვეძებდი, მაგრამ ვერა, ის აქ არ იყო… არადა ვგრძნობდი მის მოახლოვებას მთელი სიცხადით. უკვე მთვარე იხატებოდა ცაზე როცა სკრიპტებითა და ტაგებით დახლართულ ლინკების ბილიკებს მივადექი და მორიდებულად დავიწყე ჩემთვის ნაცნობი .iso ფაილების სანახების კიდევ ერთხელ გადათვალიერება, ამჯერად გულდასმით, რადგან არსად გამომპარვოდა გამჭვირვალე ინტერფეისიანი „უცნობი“ რომლის გაცნობას ასე ველოდი და ვესწრაფოდი მიუხედავად იმისა რომ ბევრმა „დაზიპულ-დაარქივებულმა“ პაკეტმა გამიცრუა იმედი.
 დახმარებისთვის google და yahoo-ც კი შევაწუხე არაერთხელ. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიარე სიღრმეებში და სად არ მატარა „ლინკების ხეივანმა“, ალბათ ოდესმე ყველაფერს აღვიდგენ გონებაში, მაგრამ ახლა ამას ვერ ვახერხებ მითუმეტეს რომ ისტორიის ჟურნალი ვიღაცას ეგოისტურად გაესუფთავებინა. იმედი ის-ის იყო ქვიშის საათივით იწურებოდა და ილეოდა რომ ბედად, ერთი ეულად მოციმციმე GIF ღილაკის შუაგულში ნაცნობ წარწერას DOWNLOAD დავაწექი და მოთმინებით დაველოდე ნაცნობ პროცესს. ზუსტად 32 წამში მივხვდი რომ ჩემი კომპიუტერის ხისტი დისკისკენ 3.91 გიგაბაიტი  მოცულობის ფაილი მოაბიჯებდა დინჯად და აუჩქარებლად ეს უკვე სასიამოვნოდ საეჭვო იყო.
 დილას ქულერის შუილმა და „დოვნლოად კომპლეტეს“ ხმამ ერთდროულად გამაღვიძეს. თვალები გავახილე „დესკტოპი დავარეფრეშე“ და ვნახე რომ ზედ ახალი ფაილი იყო გაფართოებით „.iso” თითქოს რაღაცამ მითხრა ეს არის „ისო“. რთული იყო დაჯერება მაგრამ დროც არ რჩებოდა, სასწავლებლად უნდა წავსულიყავი მაგრამ იმ დღეს რა ვისწავლე, დავწერე მოვყევი, გაგიკვირდებათ და არ მახსოვს. სახლში წამოსვლისას კი საკანცელარიოში ყოველი შემთხვევისთვის DVD დისკი ვიყიდე.
 ასე იყო თუ ისე, ახალი საინსტალაციო პაკეტი ხელთ მქონდა და ფრთხილად ვდებდი დისკწამყვანში.

 შემდეგ იყო მანქანის (რეალურის და არა ვირტუალურის) C: დისკის შემონახვა, „რესტარტი“ და მაგიური ინსტალაციაც თავის საქმეს შეუდგა და ძველი ფაილები ფორმატირების მდინარეს გაატანა… სიხარულისგან შევხტი და მიწაზე მაშინ დავეშვი როცა ბატონმა ინსტალაციამ რეგიონული და ენების პარამეტრების შერჩევა მომთხოვა, მაშინ მივხვდი რომ ეს დასაწყისის დასაწყისი იყო. დანარჩენი პროცესებისა სრულად ავტომატიზებული გახლდათ, მეც დრო მომეცა და დავფიქრდი… დავფიქრდი  ჩემს მომავალზე… რა იქნება შემდეგ?
 ბოლო დაგეგმილი „რესტარტიც“ მიილია და ნაცნობი წარწერა ეკრანზე, ჯერ კიდევ უცნობ გარემოში გამოჩნდა ახალი ეფექტით. მოულოდნელად მე და „ის“, ის ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი პირისპირ აღმოვჩნდით ერთ დესკტოპზე.

სალამი…  მომესალმა, მივესალმე. თავს როგორ გრძნობ ოპერატიული მეხსიერება ხომ არ გეპატარავება მეთქი, დაბნეულობა არ შევიმჩნიე და კუთხეში მოხტუნავე ახალი დიზაინის ხატულებისკენ გავაპარე თვალი. მართალი ჩემთვის აწ უკვე ჩაძირული „ვისტანიკის“ თვალწარმტაცი გამოხტომები უცხო არ იყო მაგრამ აქ სულ სხვა რაღაც ხდებოდა. თან აშკარად თავდაჯერებული ჩანდა და თავის მოთხოვნებსაც მოურიდებლად წამომიყენებდა ხოლმე. მაგრამ ეგ არაფერი რადგან ჩემს მოთხოვნილებებსაც უმალ აკმაყოფილებდა და მეტიც, ბევრ ახალსაც მთავაზობდა. მხოლოდ ერთ რამეში ვერ შევთანხმდით მაშინ, მას ახალი პროგრამული პაკეტები მოსწონდა მე კი ძველის დათმობა მიჭირდა თუმცა ცოტა ხანში ორივემ ერთად ავუწყვეთ ფეხი დროს და არც შევმცდარვართ… ერთხელ ვაღიარე კიდეც Windows 7_მა ამიყოლია მეთქი, რადგან მივხვდი ასე იყო საჭირო მაშინ…
   გაგრძელება იქნება…


Comments:

3 Responses to “გა-windows7-ებულებისთანებისათვის (ნაწილი I)”


  1. dzalian kagi iyo beqa, sagool 😉

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. მაგარი ხარ ვინც ხარ:):):)ეგ პირველი ნაწილი და მომდევნოები როდის იქნება?

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. გაიხარე. მალე ძალიან მალე იქნება თვალი ადევნე და არ წააგებ;)

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.