Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

კრედიტი

Filed Under (ეკონომიკა) by on 26-04-2011

Tagged Under : , , ,

კრედიტი-ლათინური სიტყვა და პირდაპირი გაგებით სესხს,ვალს  ნიშნავს.უძველეს დროში იგი მევახშეობის ფორმით არსებობდა.ისტორიული განვითარების შედეგად მივიგეთ სასესხო კაპიტალი,რომლის მოძრაობის ფორმაც-კრედიტია და რომლის გარეშეც წარმოუდგენელია განვითარებული საბაზრო ეკონომიკა.კრედიტი ხელს უწყობს რა საწარმო ძალების განვითარებას,ამასთნ თავად არის დამოკიდებული ქვეყნის საწარმო ძალების განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის დონეზე,საკრედიტო ურთიერთობებით  გაჟღენთილია მთელი ეკონომიკა,როგორც ქვეყნის შიგნით,ისე საერთაშორისო მასშტაბით.

     ვინაიდიან კრედიტი უაღრესად დიდ და უნიკალურ როლს ასრულებს და მის გარეშე დღევანდელი ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელია,ამიტომ განვიხილოთ კრედიტის ფუნქციები.მათ განეკუთვნება:განაწილების,ოკონომიის,კონცენტრაციის და რეგულირების ფუნქციები.განვიხილით თითოეული მათგანი.

      განაწილების ფუნქცის დროს კრედიტის მეშვეობით ხდება კერძო პირების,ფირმებს,სახელმწიფოს შემოსავლების ნაწილის თავმოყრა,სასესხო კაპიტალად გადაქცევა,დარგებს შორის გადანაწილება.

    ეკონომიის ფუნქცია კრედიტს საშუალებას აძლევს შემცირდეს მიმოქცევის ხარჯები.ეს მიიღწევა იმით,რომ,ჯერ ერთი,ნაღდი ფულის მაგივრობას ნაწილობრივ ასრულებს საკრედიტო ფული-თამასუქი,ჩეკი და სხვა.მეორე,კრედიტის მეშვეობით ფართოვდება უნაღდო  ანგარიშსწორება.

     კონცენტრაციის ფუნქცია კრედიტს ხელს უწყობს,აადვილებს და აჩქარებს,როგორც შედარებით წვრილი ინდივიდუალური კაპიტალის თავმოყრას,ასევე მსხვლი კორპორაციებისა გაერთიანებების წაროშობასაც.

      ეკონომიკის რეგულირების  ფუნქცია:კრედიტი სამეურნეო პროცესების რეგულირების მძლავრი ბერკეტია სახემწიფოს ხელში.ამ მიზნით სახელმწიფო აწესებს და ცვლის კრედიტის მიცემის პირობებს,სარებლის განაკვეთს,მიზნობრივ დანიშნულებას.კრედიტის მირების გაადვილებით სახელმწიფო ხელს უწყობს პრიორიტეტული პროგრამების განხორციელებას.

     კრედიტს ობიექტურად განსაზღვრავს დროებით თავისუფალი სოლიდარული სახსრების შეკრების,თავმოყრის აუცილებლობა და მეორეს მხრივ,მასზე სამეურნეო სუბიექტებისა და მოსახლეობის მხრიდან მოთხვნის არსებობა.ბუნებრივია   ისმის კითხვა,რა თავისებურებანი,რა ძირითადი პრინციპები უდევს საფუძვლად დაკრედიტებას?

    შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი პრინციპები:

   დაბრუნება და ვადიანობა.

   ანაზღაურებადობა.

   მიზანშეწონილობა.

   მიზნობრიობა.

   მატერიალური უზრუნველყოფადობა.

   დაკრედიტებისადმი დიფერენციული მიდგომა.

    კრედიტის ფუნქციონირება გამოხატულებას მის კონკრეტულ ფორმებში პოულობს და მათგან აღსანიშნავია შემდეგი:

  კომერციული კრედიტი.

  საბანკო კრედიტი.

  სახელმწიფო კრედიტი.

  საერთაშორისო კრედიტი.

  იპოთეკური კრედიტი.

  სამომხმარებლო კრედიტი.

  ლომბარდული კრედიტი.

 განვიხილავ კომერციულ და საბანკო კრედიტს.

    კრედიტს ბიზნესმენები აძლევენ ერთანეთს საქონლის რეალიზაციის პრროცესში.ესაა საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ფასის გადახდის განვადებით.

    კომერციული კრედიტის ინსტრუმენტია თამასუქი.თამასუქი არია საბუთი,რომლიც ადასტურებს  მოვალის  ვალდებულებას იმის თაობაზე,რომ კრედიტორს უნდა გადაუხადოს თამასუქზე არნისნული თანხა განსაზღვრული დროის შემდეგ.

    კომერციული კრედიტი აჩქარებს კაპიტილის ბრუნვას და ამდენად,ხელს უწყობს წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას,მაგრამ კომერციული კრედიტი გაიცემა საქონლის სახით.ეს იმას ნიშნავს,რომ მეწარმეს კრედიტის მიღება შეუძლია არა ნებისმიერი საწარმოდან,არამედ მხოლოდ იმისგან,ვისი პროდუქციაც მას სჭირდება.კომერციული კრედიტი შეზრუდულია რაოდენობრივადაც-ის განსაზღვრულია სარეალიზაციო საქონლის ოდენობით.

    საბანკო  კრედიტი ესაა ფულადი სესხი,რომელსაც იძლევა ფულის მესაკუთრე-კერძო პირი,ფირმა,ბანკი ან სპეციალური საკრედიტო დაწესებულება.სესხის ამღები შეიძლება იყოს კერძო პირი,მეწარმე,საოჯახო მეურნეობა,სახელლმწიფო.სბანკო კრედიტი უნივერსალური ხასიათისაა.იგი გადალახავს კომერციული კრედიტის ყველა შეზღუდულობას.იგი შეიძლება მიეცეს ნებისმიერ მსურველს,ნებისმიერი რაოდენობით და ურო ხანგრძლივი დროით.ესარ უნდა გავიგოთ იმ აზრით,რომ ყველას,ვისაც  მოეხასიათება,შეუძლია შეიაროს  ბანკში და დასახელებული თანხა მაირთმევენ.კრედიტის მოძრაობა მკაცრ წესებს ემორჩილება.

    კრედიტი დროის მიხედვით,შეიძლება იყოს მოკლევადინი და გრძელვადიანი.გრძელვადიანი-ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოებას ემსახურება,ხოლო მოკლევადიანი-საბრუნავი კაპიტალის შეფასების მოძრაობას.მოკლევადიანი კრედიტი გაიცემა 1 წლის ვადით,ხოლო გრძელვადიანი 10-დან 60-მდე ვადით.

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.