Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

კლავიატურის კომბინაციების გამოყენება ოპერაციულ სისტემა WINDOWS-ში

Filed Under (OS / Servers, HI-TECH) by on 21-04-2011

Tagged Under : , , , , ,

 

კლავიშების კომბინაციები (სინონიმები: სწრაფი გამოძახების კლავიში, კლავიატურის ამაჩქარებელი) (ინგლ. keyboard shortcut, quick key.) გამოიყენება პროგარამულ უზრუნველყოფასთან უფრო აქტიური და სწრაფი მუშაობისათვის. ზრდის შესაძლებლობების რაოდენობას რომლებიც სრულდება კლავიატურის საშუალებით. ის ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ თამაშებში და არამარტო, უმეტესად ისეთ შემთხვევებში როცა აუცილებელია მოთამაშის სწრაფი რეაქცია

კლავიატურის კომბინაციების გამოყენება ოპერაციულ სისტემა WINDOWS-ში

              გამოყენების აუცილებლობები

მხოლოდ კომპიუტერის „ახალფეხადგმულ“ მომხმარებლებს ეჩვენებათ რომ კლავიშები კლავიატურაზე ძალიან ბევრია და მათი დამახსოვრება შეუძლებელია. კომბინაციების გამოყენება ეხმარება კლავიშს შეასრულოს ერთ მოქმედებაზე მეტი

კლავიშ-მოდიფიკატორები

კლავიატურაზე  ასეთ კლავიშების ანალოგებად გამოიყენება:   Ctrl ,   Alt ,    Shift  და კლავიში   Windows . მათ ხშირად უწოდებენ კლავიშ-მოდიფიკატორებს. კომბინაციებში შეიძლება დავაჭიროთ არა მხოლოდ ერთს ამ კლავიშებიდან, არამედ რამდენიმეს ერთდროულად.

ასე რომ 3 კლავიში-მოდიფიკატორის გამოყენებისას ერთ ჩვეულებრივ კლავიშს შეიძლება მივანიჭოთ 8 ფუნქცია  ( რადგან 8 = 23; 2 – ყველა კლავიშს აქვს 2 მდგომარეობა – “დაჭერილი” და “თავისუფალი”) სხვადასხვა ბრძანებებში:

მაგალითისათვის დავაჭიროთ კომბინაციას   Ctrl  +  Alt  +  Delete .

კლავიშებს ვაჭერთ არა რიგრიგობით  და არა ერთდროულად. არამედ თავიდან უნდა დავაჭიროთ   Ctrl  და   Alt ს და მათი აშვების გარეშე   Delete -ს. მისი დაჭერის მომენტში კლავიშები   Ctrl  და   Alt  ამოდიფიცირებენ კლავიშს   Delete . ასე რომ როცა ვაჭერთ   Delete  -ს სრულდება არა ძირითადი ფუნქცია  (ობიექტის წაშლა), არამედ „მეორადი“ (Windows XP -ში  გამოიძახება „დავალებების მენეჯერი“ (taskmgr.exe.))

კომბინაციები იყოფა:

  • ლოკალური (მუშაობს მაშინ როცა პროგრამა აქტიურია);
  • გლობალური, პროგრამებისათვის (განსაზღვრულ პროგრამაში ნებისმიერი ფანჯრიდან);
  • გლობალური, ოპერაციული სისტემებისათვის (მუშაობს ოპერაციულ სისტემაში ნებისმიერი ფანჯრიდან).

კომბინაცია   Ctrl  +  Alt  +  Delete  არის გლობალური Windows სათვის.

 სხვადასხვა პროგრამაში შეიძლება იყოს კლავიშებისათვის სხვადასხვა კომბინაციები, ამას მწარმოებელი განსაზღვრავს. ზოგან შესაძლებელია კომბინაციების შერჩევა მომხმარებლის მიერ რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია.

მულტიმედიური კომპიუტერული კლავიატურა. ხშირად თანამედროვე კლავიატურები შეიცავენ დამატებით არასტანდარტულ ღილაკებს ხმის ქსელის და სხვა მართვის ფუნქციებით. ზოგიერთ ასეთ კლავიატურაზე ეს კლავიშები მუშაობს ხან არაკორექტულად ან საერთოდ არ მუშაობს.

ზოგიერთი კლავიშის დანიშნულება

  •   F1  —   F12  — ფუნქციონალური კლავიშები, სხვადასხვა პროგრამებში მუშაობენ სახვადასხვაგვარად გამოიყენება ასევე კომბინაციებში;
  •    Shift  + «ასო/ციფრი ან სხვა» — ცვლის რეგისტრს
  •   Caps Lock  — რეჟიმი «დიდი ასოები» (ინთება ინდიკატორი);
  •   Num Lock  — ციფრული კლავიატურის ჩართვა (ინთება ინდიკატორი);
  •   Scroll Lock  — პრაქტილულად არსად არ მუშაობს (ინტება ინდიკატორი). MS DOS ში გამოიყენება ტექსტური კურსორის გადასაადგილებლად. Excel – იმ იშვიათ პროგრამათა რიგს მიეკუთვნება სადაც ეს კლავიში იგივე ფუნქციით მუშაობს
  •   Tab   — გადართვა შემდეგ ელემენტზე რომელიც იმართება კლავიატურიდან;
  •   Esc  — დიალოგური ფანჯრების დახურვა, მენიუ, მოქმედების გაუქმება;
  •   Pause/Break  — კომპიუტერის მუშაობის შეჩერება (DOS ში მუშაობს სულ, თანამედროვე ოპერაციულ სისტემებში კი მხოლოდ კომპიუტერის ჩართვისას);

კლავიატურის გლობალური კომბინაციები Windows XP -ში

  •   Alt  +  Shift + Tab  ან   Alt  +  Tab   — აქტიური ფანჯრების გადართვა;
  •   Ctrl  +  Tab  — ერთი პროგრამის აქტიურ ფანჯრებსა და სანიშნეებს შორის გადართვა;
  •   Alt  +  F4  — აქტიური ფანჯრის დახურვა;
  •   Alt  +  Space  — ფანჯრის სისტემური მენიუს გახსნა. მისი მეშვეობით შეიძლებადახურვა, „ჩაკეცვა-ამოკეცვა“, გადაადგილება და ზომის შეცვლა „მაუსის“ დახმარების გარეშე;
  •   Alt  +  Shift  და   Ctrl  +  ⇧ Shift  — ენების გადართვა;
  •   Ctr +  Alt  +  Delete  —ხსნის ფანჯარას „დავალებების მენეჯერი“ ან “უსაფრთხო Windows-ი“;
  •   Ctrl  +  Shift  +  Esc  — ფანჯარა „დავალებების მენეჯერი;
  •   Win  — „Start“ მენიუს გახსნა / დახურვა;
  •   Ctrl  +  Esc  — „Start“ მენიუს გახსნა / დახურვა;
  •   Win  +  D  — „ჩაკეცვა/აღდგენა“ ყველა ფანჯრის, ანუ გვიჩვენებს სამუშაო მაგიდას;
  •   Win  +  E  — ხსნის ფანჯარას my computer;
  •   Win  +  R  — RUN  ბრძანებების ფანჯრის გახსნა („Start”>>RUN)
  •   Win  +  F  — ფანჯარა კომპიუტერში ძებნისათვის;
  •   Win  +  L  — კომპიუტერის დაბლოკვა;
  •   Win  +  M  — ყველა ფანჯრის „ჩაკეცვა“ გარდა დიალოგურებისა;
  •   Win  +  Pause/Break  — ხსნის ფანჯარას „სისტემა“; my computer>>properties
  •   Print Screen  — გვაძლევს ეკრანის ფოტო ასლს ბუფერში . MS-DOS ში ნაწერების ამოსაბეჭდად;
  •   Alt  +  Print Screen  — გვაძლევს აქტიური ფანჯრის ფოტო ასლს ბუფერში;
  •   Ctrl  +  C  ან   Ctrl  +  Insert  — კოპირება ბუფერში;
  •   Ctrl  +  V  ან   ⇧ Shift  +  Insert  — ჩასმა ბუფერიდან;
  •   Ctrl  +  X  ან   ⇧ Shift  +  Delete  — ამოჭრა ბუფერში;
  •   Ctrl  +  Z  — გაუქმება (უკან);
  •   Ctrl  +  Y  — გაუქმება (წინ (აუქმებს   Ctrl  +  Z ს));
  •   Ctrl  +  A  — ყველა ობიქტის მონიშვნა;
  •   Ctrl  +  S  — შენახვა;
  •   Ctrl  +  W  — ფანჯრის დახურვა;
  •   Ctrl  +  R  — განახლება (refresh);
  •   Ctrl  +  ←Backspace  — სიტყვის წაშლა(შლის მარცხნივ);
  •   Ctrl  +  Delete  — სიტყვის წაშლა (შლის მარჯვნივ);
  •   Ctrl  +  ←  /  →  — კურსორის გადაადგილება სიტყვებზე უკან/წინ;
  •   ⇧Shift  +  Ctrl  +  ←  /  →  — მონიშნავს სიტყვას მარჯვნიდან/მარცხნიდან;
  •   Ctrl  +  Home (End)  — გადააადგილებს კურსორს ტექსტის თავში (ბოლოში);
  •    Shift  +  Ctrl  +  Home (End)  — მონიშნავს ტექსტის დასაწყისამდე (ბოლომდე);

+

  •   Alt  +  ←  /  →  — უკან/წინ;
  •   ALT  +  D  — მონიშნავს ტექსტს ბრაუზერის მისამართის ზოლში;
  •   ALT  + „ორი დაწკაპუნება „მაუსის“ მარცხენა ღილეკზე“ — იხსნება ფანჯარა „თვისებები“;
  •   ALT  + Tab  — ხდის აქტიურს სხვა მოქმედ პროგრამას.  გადასართავად დააჭირეთ  Tab  -ს რამდენიმეჯერ, არ აუშვათ   ALT -ს.
  •   ALT  +  ESC  — ააქტიურებს სხვა მოქმედ პროგრამას. ეკრანზე გამოჩენილი აქტიური პროგრამების გაშლა შეიძლება კლავიშით   ↵Enter .
  •   Win  +  Tab⇆  — დავალებების პანელის ღილაკებს შორის გადართვა.

  Shift   -ის დამატებისას გადართვა მიდის საპირისპირო მხარეს.  Windows 7 -ში კი ეს კომბინაცია გვაძლევს ფუნქციას Aero flip 3D;

ვფიქრობ ამ კომბინაციების ცოდნით ბევრად გაზრდით თქვენი მუშაობის სისწრაფეს. წარმატებებს გისურვებთ!


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.