Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

განწყობის ტიპები და მაგალითები

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 19-04-2011

Tagged Under : , , , , ,

 

განწყობა როგორც აღვნიშნეთ ორი ფაქტორის: სუბიექტის მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილებისთვის საჭირო გარემოს შექმნის ერთიანობაა. გარკვეულ პირობებში განწყობის ფიქსაცია (განმტკიცება) ხდება, ამიტომ ადამიანი შეცვლილ პირობებშიც ადრე შექმნილი განწყობის გავლენით მოქმედებს. ამის მიხედვით გამოყოფენ სტატიკურ და დინამიკურ ტიპებს. სტატიკური ძველ განწყობას თავს ძნელად აღწევს, დინამიკური კი მისგან ადვილად თავისუფლდება. ზოგს ხანგრძლივი დროით უნარჩუნდება განწყობა და მას სტაბილური განწყობის ტიპს უწოდებენ.

    სამწუხაროდ ადამიანები მოვლენებს მიუკერძოებლად არ ვაფასებთ. ზოგჯერ გვგონია, რომ ვინმემ ან რამემ მოახდინა ჩვენზე ფარული ზეგავლენა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ მომხდარა. ნებისმიერი ქცევის მიზეზი წინასწარ შექმნილი განწყობაა და ჩვენი ინდივიდუალური რწმენები. მაგალითად სტუდენტების 99% მიიჩნევს, რომ თუ გამოცდაზე სასურველი ნიშანი მიიღო, იგი  ობიექტურად ჩატარდა და მათი ცოდნა სათანადოდ შეფასდა, ხოლო თუ ვერ მიიღეს, მაშინ აკრიტიკებენ მას. ზოგჯერ საკუთარი ქცევის პროგნოზირების დროსაც კი ვცდებით, მაგალითად თუ გვკითხავენ მივაყენებთ თუ არა ვინმეს გამიზნულად ტკივილს, უყოყმანოდ ვიუარებთ, მაგრამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება ისეთი რამ მოვიმექმედოთ, რასაც მანამდე თავგამოდებით უარვყოფდით, რადგან აქ უკვე არაცნობიერიც მონაწილეობს.

     ფარული ღირებულებები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გვინდა თუ არა საკუთარი ღირებულებების და ინტერესების ფონზე ვაფასებთ მოვლენებს და ადამიანებს. ამას სოციალ-ფსიქოლოგები რეპრეზენტაციებს (რწმენები, ჩვენში გამჯდარი ღირებულებები) უწოდებენ. ჩვენზეა დამოკიდებული რას ვუწოდებთ პარტიზანული ომის მონაწილეს ტერორისტს თუ თავისუფლებისთვის მებრძოლს ან როცა რომელიმე მეუღლეს სასიყვარულო კავშირი აქვს სხვასთან “თავისუფალ სიყვარულს” თუ ღალატს.

     თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებები. არსებობს უამრავი მოსაზრება, რომელიც ხშირად ჩვენთვის  ისედაც “თავისთავად ცხადია”. მაგალითად არჩევნების დროს ხშირია შემთხვევები როცა გვგონია, რომ წინასწარ ვიცით ვინ გაიმარჯვებს და შედეგების გაცნობის შემდეგ ვამბობთ, რომ ეს ისედაც ვიცოდით ან როცა ახალ ინფორმაციას გავიგებთ, თითქოს ამას მოველოდით. ფსიქოლოგიურმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ “თავისთავად ცხადი” მხოლოდ ეჩვენებათ ადამიანებს, სინამდვილეში შედეგები მხოლოდ მას შემდეგაა “თავისთავად ცხადი”, როცა ფაქტი უკვე მოხდება.

     იმის დასამტკიცებლად, რომ წინასწარ შექმნილი განწყობა და რწმენა ადამიანზე დიდ ზემოქმედებას ახდენს და გადაწყვეტილებებთან კორელაციაშია (ურთიერთკავშირშია) მოწმობს შემდეგი ცდა: 76 სტუდენტ ვაჟს სთხოვეს ტელეფონით გაცნობობდნენ 76 გოგონას (მათ შორის მსუქნებს), მანამდე კი უჩვენეს მათი სურათები. ვაჟებმა რომლებიც მათი აზრით მსუქან გოგონებს ესაუბრნენ მიიჩნიეს, რომ ისინი უხეშები და ცივები იყვნენ, სინამდვილეში კი ის გოგონები სულაც არ ყოფილან მსუქნები.

    ქცევის მიზეზის განმსაზღვრელი განწყობასთან ერთად სიტუაცია და ინტუიციაა. და ბოლოს განწყობა, რომელიც საკუთარ უპირატესობებს მოიცავს, სიძნელეების გადალახვას და მიზნის მიღწევას ემსახურება და როცა საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა, მეტ წარმატებას ვაღწევთ.

   


Comments:

2 Responses to “განწყობის ტიპები და მაგალითები”


  1. ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგია,თუმცა დიმიტრი უზნაძე უნიჭიერესია და მიჭირს მაგის ფსიქოლოგიის გაგება სრულად.მაგარია;)…

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. ნინოს იზიდავს ეს თემა, კარგად ესმის. შენი თემების აქტიური მკითხველი ვარ, ყოჩაღ კარგია.
    წარმატებებს გისურვებ.:)

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.