Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მომავალ შეხვედრამდე

Filed Under (იუმორი) by on 17-04-2011

Tagged Under : , , , ,

 ჩემი ეს პოსტი შეიძლება აქ უკვე დაპოსტილი იუმორის "ბოროტი კაცის დღიურების" "მონათესავე" პოსტად ჩავთვალოთ, რადგან ორივე ძველი იუმორისტული ნამუშევარია."მომავალ შეხვედრამდე" ეკუთვნის თენგიზ პირველს და აღებულია მისი წიგნიდან _ "მიყიდე თორემ ინანებ".  წაიკითხეთ და ისიამოვნეთ 🙂smiley

მორჩა!.. გათავდა!.. დღეს ყველაფერი მთავრდება! ხვალიდან ცოცხალთა შორის აღარ ვიქნები!

ვეღარ ვიხილავ დაცვარულ ბალახს, კორდებსა და სერებს, ფლატესა და ღელეს!.. ვეღარ მოვისმენ აკვნესებული სალამურის ხმას, ბატების ყიყინს, კვიცების ჭიხვინს!.. ვეღარ გავიგებ, შესრულა თუ არა ჩვენმა ბრიგადამ თივის დამზადებისა და სილოსის ჩაბარების გეგმები! ღმერთო ჩემო, განა რა შეგცოდე ისეთი, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილი მომისაჯეს? ანკეტური მონაცემები მთის ანკარა წყაროსავით სუფთა მაქვს. მშრომელ ოჯახში დავიბადე. მამა არ მახსოვს, გადმოცემით ვიცი რომ იგი თავხეხელაღებული დონჟუანი იყო, გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა და ხელთათმანებივით იცვლიდა თაყვანიმცემლებს. დედა ბრუცელოზით გარდამეცვალა. უფროსი ძმა ლინჩის წესით გაასამართლეს და ხარივით გამოსჭრეს ყელი, უმცროსი ძუძუმწოვარა დაც კი არ დაინდეს, ჩემს თვალწინ პირუტყვივით გაყიდეს ბაზარში. კეთილმა ადამიანებმა ობლობა არ მაგრძნობინეს, შემიკედლეს, სარჩო გამიჩინეს, გამზარდეს და შრომის ფერხულში ჩამაბეს. ვინ მოთვლის, რამდენი სიკეთე დამითესია, რამდენი ქალისათვის გამიწევია სამსახური, რამდენი ბავშვი გამიძღია და რამდენი მშრომელისათვის გამიწვდია მზრუნველი ხელი! არა, არ იფიქროთ, თითქოს გული მწყდება, რომ სიკვდილი მომისაჯეს. ადრე თუ გვიან, ყველანი ხომ სიკვდილის შვილები ვართ. აშპაშხანნოსორ XI-ის თქმისა არ იყოს, ვინც ხალხისათვის კვდება იგი უკვდავიაო. ძმებო, ნუ დამივიწყებთ, გახსოვდეთ, რომ მე მშრომელი ხალხის კეთილდღეობისათვის ვცხოვრობდი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ბრალი იმისი, ვინც უკვალოდ დაიკარგება დავერაფერ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას. მე ცოცხალიც კი ხალხს ვემსახურებოდი, ვკვდები და ისევ ხალხს გამოვადგები! და ახლა, როცა საახალწლო ზეიმი კარზეა მომდგარი, თქვენთან მოვიჩქარი, რომ თქვენი გული გავახარო, გავახალისო სა ჩემს მიერ მოძღვნილი ყანწებით ბედნიერი ახალი წელი მოგილოცოთ. კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ რა ვქნა, დრო აღარ ითმენს,  მოდიან ჩემს წასაყვანად! ნახვამდის მეგობრებო!.. ნახვამდის და არა მშვიდობით, იმიტომ, რომ ხვალ თქვენს საახალჭლო ბედნიერ სუფრას ხაშლამად, ბასტურმად, მწვადად, ხაშად, ბეჭად და სხვა ნუგბარ კერძებად მოვევლინები. მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო მომხმარებლებო!..

                                                        


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.