Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

თანამედროვე საბანკო სისტემა

Filed Under (ეკონომიკა) by on 13-04-2011

Tagged Under : , , ,

     ბანკი-დაწესებულებაა,სადაც შეგაძლია ფული ისესხოთ,თუ შეძლებ  იმის დასაბუთებას,რომ წარმატებული მეწარმეები ვართ და ფინანსურარდ არ გვიჭირს.სანკო სისტემა საბაზრო ინფრასტრუკტურის ყველაზე აუცილებელ და საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ ურთულეს სფეროს წარმოადგენსრომელიც უშუალოდ  ზემოქმედებს ეკონომიკის ნებისმიერ დარგზე.ბანკი-საბაზრო სტრუკტურის ერთ-ერთი  ცენტრალური რგოლია და მისი არსი მის ძირითად ფუნკციებში ვლინდება.    ტერმინი"ბანკი"  წარმოიშვა იტალიური სიტყვა"ბანკო"დან,რაც სკამს ან ფარდულს ნიშნავს,სადაც გადამცვლელები თავიანთ მომასახურებას ახორციელებენ.პირველი ბანკი თანამედროვე გაგებით იტალიაში  ქ. გენუაში წარმოიქმნა 1407 წელს. 

                                                                                                                                                                                                                                    ბანკი არის ავტონომიური,დამოუკიდებელი,კომერციული დაწესებულება,რაც მისი არსის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს.რა თქმა უნდა,ბანკი არც ქარხანა და არც ფაბრიკაა,მაგრამ მას,როგორც ნებისმიერ საწარმოს,თავისი პროდუქცია გააცნია.ბანკის პროდუქტს,უპირველეს ყოვლისა, საგადასაზადო სახსრების ფორმირება,აგრეთვე კრედიტების,გარანტების,თავდებების, კონსულტაციების,ქონების მარტვის სახიტ მრავალფეროვანი მომსახურების გაწევა წარმოადგენს.ბანკის საკმიანობა მწარმოებლურ ხასიატს ატარებს. 

ბანკი საკრედიტო ორგანიზაციას წარმოადგენს,რომელსაც ერთობლიობაში შემდეგი ძირათადი საბანკო ოპერიციების განხორციელების განსაკუთრებული უფლებები გააჩნია: 

1.ფიზიკური და იურიდიული პირების დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების მოზიდვა ანაბრებისა და დეპოზიტების სახით.                                                                                                                                                                                                                     

2.მსესხებლებსა და გამსესხებლებს შორის შუამავლობა,მოზიდული სახსრების სახელითა და საკუთარი ხარჯებით განთავსება დაბრუნებადობის,ფასიანობისა და ვადიანობის პირობების დაცვით.

3.კონტრაგენტებს შორის ანგარიშსწორებაში,ფიზიკური და იურდიული პირებისათვის საბანკო ანგარიშების გახსნასა და მომსახურებაში შუამავლობა.

4.მიმოქცევის საკრედიტო საშუალებების შექმნა.                                                                                                                                                                                                                          ბანკის ძირითადი დანიშნულება-კრედიტორებიდან მსესხებლებისაკენ და გამყიდველებიდან ფულადი სახსრების მყიდველებისაკენ  გადაადგილებაში შუამავლობა.ასეთი შუამავლობის შედეგად ბანკმა თავიუფალი ფულადი კაპიტალი პროცნტის მომტანად აქცია.ბანკების მდგრადობა არსებითად ზმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობაზე.

ბანკები იმ სახით, რა სახიათაც დღეს ფუნქციონირებენ, ერთბაშად არ შექმნილა, მათ განვითარების ხანგრძლივი გზა განვლეს. ბანკებისა და საბანკო სისტემის წარმოშობა-განვითარება დაკავშირებულია პროცენტის მომტან კაპიტალთან, რომელსაც ისტორიულად წინ უსწრებდა სავახშო კაპიტალი რომელიც უკვე არსებობდა პირველყოფილი წყობის პერიოდში.

თანამედროვე საბანკო სისტემა მოიცავს საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების სამ ძირითად ჯგუფს:

1. ცენტრალური (ეროვნული) ბანკი

2. საბანკო სექტორი (კომერციული ბანკები).

3. სპეციალური არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტები.

ცენტრალურ ბანკს გამორჩეული ადგილი უკავია საკრედიტო სისტემაში. იგი,როგორც წესი, სახელმწიფო საკუთრებაშია და გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნლოვან ინსტრუმენტად.

ცენტრალური ბანკი არეგულირებს ქვეყანაში ბანკების საქმიანობას და მათი მათი უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას უწევს მათ.

საბანკო სექტორში შედის:

კომრციული ბანკები

შემნახველი ბანკები.

საინვესტიციო ბანკები.

იპოთეკური ბანკები.

საბანკო ჰოლდინგი და სხვ.

კომერციული ბანკი"არის უნივერსალური,საკრედიტო დაწესებულება,რომელიც ქვეყნის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით და მოგების მიღების მიზნით ეწევა საბანკო საქმიანობას.

თანამედროვე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ფართო განვითარება ჰპოვა სპეციალურმა არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტებმა, რომელსაც მიეკუთვნება:

სადაზღვეო კომპანიები.

საპენსიო ფონდები.

ფინანსური კომპანიები.

საქველმოქმედო ფონდები.

საკრედიტო კავშირები და სხვა.

განვითარებულ ქვეყნებში საბანკო სისტემის სრულყოფა დიდად არის დამოკიდებული საბანკო სექტორის ფუნქციონირების  მრავალფეროვნებაზე.მოკლედ განვიხილავ მსოფლიო მაღალგანვითარებულ ქვეყნების საბანკო სტრუქტურას,კერძოდ იაპონისა და იტალიის მაგალითზე.

იაპონიას აქვსერთ-ერთი ახალგაზრდა საბანკო კანონმდებლობა,რომელიც აგებულია აგებულია ამერიკული ნიმუშის მიხედვით.თანამედროვე ტიპის პირველი  ბანკები გაჩნდა 1872წ.კერძოდ "ნაციონალური ბანკების"სახით.როგორც კომერციულ ბანკებს,მათ ფქონდათ ფილიალები მთელ ქვეყანაში.იაპონიის ცენტრალური ბანკი შეიქმნა 1882წ. 30წლის ვადით.იაპონიში საბანკო საქმემ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია.1901წ აქ იყო 1900 კომერციული ბანკი,1936წელს-418,1981წელს-76.იაპონიის საბანკო სისტემაში გამოიყოფა კომერციული ბანკები,რეგიონული ბანკები,საშემნახველო ბანკები.

  იტალის საბანკო საქმე ყველაზე ძველია მსოფლიოში.მრავალი ცნება და ტერმინი,რომელიც დღესაც იხმარება საერთშორისო საბანკო პრაქტიკაში,იტალიური წარმოშობისაა,მაგ."ბანკი","ლომბრდი","ინდოსამენტი" და სხვ.მსოფლიოს ოთხი უძველესი ბანკი იტალიაში წარმოიშვა.1539 წელს შეიქმნა"ბანკო და ნაპოლი",1563წელს-"ინსტიტუტობანკარიო სან პაულო დი ტურინო",1605წელს-"ბანკო და სანტო სპირიტო"-რომში,რომის პაპის განკარგულებით,1624წელს-"მონტე დეი პაშ და სიენა". ცენტრალური  ბანკის შექმნა ერთბაშად არ მომხდარა. იტალიის ცენტრალური ბანკი დაფუძნდა 1893 წელს.იტალიაში ბანკების სისტემის თანამედროვე სტრუქტურა ძლიერ დიფერენცირებულია და მისი კლასიფიკაციისათვის გამოიყენება მრავალი სხვადასხვა კრიტერიუმი,რომლიც ასახვას პოულობს საბანკო სისტემაში.  


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.