Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მეწარმეობა და რისკი

Filed Under (ეკონომიკა) by on 08-04-2011

Tagged Under : , , , ,

      რისკი ყველა ჩვენგანს თან სდევს სამუშაოზე,ქუჩაში და ა.შ.ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა,ყოველთვის რაღაც უსიამოვნებას გადაწყდებით,მაგრამ ამ რისკსს თვითონ ცხოვრება გვიმზადებს,რომლისგანაც თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. ზოგადად,”რისკი“განიხილება,როგორც შესაძლო საფრთხე.ეკონომიკურ თეორიაში რისკის ქვეშ გულისხმობენ საწარმოს მიერ შემოსავლის ნაწილის დაკარგვის შესაძლებლობას,გარკვეული სამეწარმეო და საფინანსო საქმიანობის  განხორციელების შედეგად.ძირითადად გამოარჩევენ: სოცილურ,ეკონომიკურ,პროფესიულ,სამედიცინო და ბიოლოგიურ და სხვა სახის რისკებს. 

                                                                                                                                                                                               სოციალური რისკები ძირითადად დაკავშირებულია შრომის უნარის დაკარგვასთან,ხოლო ეკონომიკური რისკები ძირითადად ბიზნესის წარუმატებლობით მთავრდება.წარმატების ნაცვლად რისკმა შეიძლება ქონების დაკარგვა ან სხვა სახის მატერიალური ზარალი გამოიწვიოს.მიუხედავად ამისა რისკის გარეშე ბიზნესი წარმოუდგენელია,რადგანზარალის ალბათობა ისევე რეალურია,როგორც მოგების მიღების შესაძლებლობა.თუ ვიცით რისკის წყაროები და მიზეზები,მაშინ გარკვეული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია რისკის შემცირება.რისკი განსაკუთრებით გამძაფრებულია საბაზრო ურთიერთობების პირობებში,რადგანაც ბაზარს შეაქვს განუსაზღვრელობის დიდი დონე.                                                                                                                                                                                                                                            ნამდვილი მეწარმის ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს,რომ მოძებნოს წინასწარ განწვრეტილი საქმე,რომელშიც წინასწარაა გარანტილებული შედეგები,რადგანაც თუ  ის შეეცდბა რისკსს თავი არიდოს მაშინ შეიძლება საერთოდ უსაკმოდ დარჩეს,არამედ უნდა გრძნობდეს მას,შეეძლოს მისი შეფასება და დასაშვები ზღვრების დადგენა.როდესაც  ლაპარაკობენ სამეწარმეო რისკზე მხედველობაში აქვთ ნებისმიერი სახი ს სამეწარმეო  დანაკაგების,ზარალის მიღების საშიშროება.                                                                                                                                                                                                                                         რისკის გაზომვა შეიძლება როგორც აბსოლიტურ ისე შეფარდებით მაჩვენებლებში.აბსოლიტურ  მაჩვენებლებში  რისკი იზომება,როგორც მატერიალურ ნივთობრივი  ან ფულადი სახსრების შესაძლო დანაკარგები.შეფარდებით მაჩვენებლებში  რისკი იზომება შესაძლო  დანაკარგებისა და საანგარიშო  მოგებას შორის.რისკის დონე უდრის შესაძლო დანაკარგები გაყოფილი საანგარიშო მოგებაზე.შესაძლო დანაკარგების განსაზღვრისას სარგებლობენ ალბათობის მეთოდით.დანაკარგების  სწორედ ამ დონეზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია  რისკის დონის  გასაანგარიშებლად.როცა რისკის დონეს განსაზღვრავთ შესაზლო დანაკარგების გათვალისწინებით აუცილებელია,რომ მხვედველობაში მივიღოთ ასევე ის ეკონომია,რასაც ვიღებთ მოცემული დანაკარგების  შემთხვევაში,დანაკარგებს რომლებსაც შეიძლება ადგილი ქონდეს სამეწარმეო საქმიანობაში.ფინანსურ   დანაკარგებს  ადგილი აქვს პირდაპირი ფულადი ზარალის შემთხვევაში,ფულის ზარალის დროს,რაც დაკავშირებულია ფულის გადახარჯვასთან ან ვთქვათ ჯამაგირის გადახდასთან.დასაშვები ზღვრების მიხედვით დანახარჯები და რისკის დონე შეიძლება დაიყოს:                                                                                             

1.დასაშვები,როცა შესაძლო დანაკარგები არ აღმატება  საანგარიშო მოგებას.    

2.კრიტიკულად,როცა   შესაძლო დანაკარგები აღემატება მოგებას.                                                                                                                                                                                                                                                     

3.კატასტრიფულად,როცა შესაძლო დანაკარგები აღემატება ფირმის ქონებრივ შესაძლებლობას.                                                                                                                                                                                  

სოლიდური  მეწარმე ვალდებულია შეისწავლოს და ანალიზი გაუკეთოს შემთხვევითი დანაკარგების სახეებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს,რომლებსაც შეიძლება ასევე  წარმოიშვას  მოცემული ბიზნეს ოპერაციის დროსაც.ამასთან სასურველია,რომ განვსაზროთ  თუ რა სახის რისკს ჰქონდა ადგილი.                                                                                                                                                                                                                                                                                            

შესაძლო  რისკის დონისა და ხარისხის შესაფასებლად საჭიროა მოვიქცეთ შემდეგნაირად:                                                                                                                                                                                                              

1.არ გავექცეთ რისკს,არამედ განვჭვრიტოთ,შევაფასოდ და შევამციროთ. რისკისშეფასებასაჭიროაიმისათვის, რომინვესტორსდავანახოთ,რომ რეალურადვაფასებთსიტუაციას,წინასწარშეგვიძლიარისკისგანჭვრეტადაშემცირებადართულისიტუაციებიდანგამოსვლა. მცირედასაშუალობიზნესშისაკმარისიარისკისშეფასებაექსპერტულიმეთოდებით. აქმთავარიაგანვჭვრიტოთრისკისტიპები, მათიწყაროებიდაშევიმუშავოთდანაკარგებისმინიმიზაციისღონისძიებები                                                                                                  

2.განვსაზღვროთ თუ რა სახის დანაკარგები შეიძლება მივიღოთ და როგორია მათი ალბათობა                                                                                                                                                                                                                                

3. არ უნდა შეგვეშინდეს დანაკარგების,რომლებიც არ აღემეტება  მოგებას,თუ ისინი ძალინ ხშირად არ მეორდება.                                                                                                                                                                                                               

4.კრიტიკული რისკის შესამცირებლად შევქმნათ თვითდაზღვევის ფონდი.                                                                           

5.კრიტიკული რისკი გადავინაწილოთ სხვა პარტნიორებთან ერთად ბაზნესში მათი ჩართვის გზით.                                                                                                                                                                                                           

6.დავაზღვიოტ რისკი.                                                                                                                                                                                     

7.თავი ავარიდოთ კატასტროფულ რისკს. როგორც  ვხედავთ რისკს  ყველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს,მაგრამ წარმატება რისკის გარეშე შეუზლებელია,ვინც რისკავს შამპანურსაც ის სვამს.

                                                                                          .


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.