Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

HTML (Hyper Text Markup Language)

Filed Under (WEB) by on 01-04-2011

Tagged Under : , , , ,

 

 

HTML ( Hyper Text Markup Language) ითარგმნება, როგორც ჰიპერტექსტის აღწერის ენა. სწორედ მისი დახმარებით იქმნება Web საიტების უმრავლესობა. HTMLენა დააპროექტა ბრიტანელმა ფიზიკოსმა ტიმ ბურნერს_ლიმ დაახლოებით 1989-1991 წლებში ჟენევაში. ეს ენა პირველ რიგში შეიქმნა მეცნიერულ_ტექნიკური ინფორმაციის გასაცვლელად, რაც სასარგებლო იქნებოდა მომხმარებლისთვის. Web ბრაუზერები მას იყენებენ, ტექსტის, სურათების და სხვა მასალების საშუალებით Web გვერდების ვიზუალური სახისინ ტერპრეტაციისა და შექმნისთვის.

 

 

HTML ფაილი არის თეგების სახით წარმოდგენილი ტექსტური ინფორმაცია.  HTMLფაილს აქვს გაფართოებები:  html  და htm. ამ ფაილის შექმნა შესაძლებელია მარტივი ტექსტური რედაქტორებით. უკვე დამუშავებული და ჩამოყალიბედული HTML ფაილის ნახვაშესაძლებელია ნებისმიერი Web ბრაუზერით,  როგორიცაა:  Internet Explorer, Mozilla Firefox, Apple Safari, Google Chrome  და Opera, თუმცა არსებობს შემთხვეევბი, როდესაც ზოგიერთი ფაილი მოითხოვს ბრაუზერის რომელიმ ეკონკრეტულ ვერსიას.

მარტივი მაგალითი:

არსებობს HTML რამდენიმე ვერსია:

1.      HTML 2.0  ვერსია, რომელიც შეიქმნა 1995  წელს გახდა სტანდარტი, თუმცა მალევე მიაბარეს წარსულს და “მოძველებული”  უწოდეს.

2.      HTML 3.2  ვერსია შეიქმნა 1997  წელს W3C _ს რეკომენდაციით.

3.      HTML 4.0  ვერსიაც შეიქმნა W3C _ს რეკომენდაციით 1997  წელს. ის გვთავაზობს სამ ვარიაციას:

•       მკაცრი, რომელშიც აკრძალულია უარყოფითიელემენტები

•       გარდამავალი, რომელშიცუარყოფითიელემენტებიდაშვებულია

•       Frameset, რომელშიცძირითადადდაშვებულიაFrame_თანდაკავშირებულიელემენტები.

4.      HTML 4.01 ვერსია რომელიც შეიქმნა და განვითარდა 1999_2001 წლებში. ერთი შეხედვით ის არ განსხვავდებოდა წინამორბედისგან,  მაგრამ დამერწმუნეთ ეს ასე არაა.

5.      რაც შეეხება ყველასთვის ნანატრ HTML 5_ს, ის ჯერ კიდევ მზადების პროცეშია. ეს იქნება გადატრიალება ჰიპერ ენების ისტორიაში_ამბობენ “მავანნი” , რამდენად გაამართლებს იმედებს, ამას მხოლოდ მისი გამოსვლის შემდეგ ვნახავთ (დაახლოებით 2014  წელს).

მისმა ლოგომ ნამდვილად მიიქცია ჩემი ყურადღება. პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო თითქოს, სუპერმენი სფორმაზე გამოსახულ ნიშანს ვუყურებდი,  რომელშიც “S”_ის მაგივრად  “5”  ეწერა. ალბათ ეს ლოგო მის “ყოვლისშემძლეობას”  უსვამს ხაზს.smiley


Comments:

2 Responses to “HTML (Hyper Text Markup Language)”


  1. კარგი პოსტია , მომეწონა.
    და HTML თეგებთან მუშაობის პრინციპს რომ გაიგებ, ძალიან მარტივი ხდება ტექსტისთვის სხვადასხვა ეფექტის მიცემა ყოველგვარი ღილაკების გარეშე 🙂 მაგალითად, მორბენალი სტრიქონის გაკეთებას სულ რაღაც ერთი თეგის ცოდნა სჭირდება 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. დარწმუნებული ვარ ძაან მაგარი იქნება. ველოდები სულმოუთმენლად.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.