Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ფულის წარმოშობა

Filed Under (საინტერესოა!, ეკონომიკა) by on 01-04-2011

Tagged Under : , ,

ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია. რა არის ფული? ამ კითხვით იყო დაკავებულიმეცნიერული აზრიძველბერძნული ფილოსოფოსების პერიოდიდან, ახვადასხვა დროისმეცნიერები და საზელმწიფო მოღვაწეები სხვადასხვანაირად განსაზღვრავდნენ ფულის ბუნებასდა მისი წარმოშობის მიზეზებს, როლს და მნიშვნელობას საზოგადოების ცხოვრებასა და ეკონომიკაში.

ფულის შესახებ დაწერილიაუამრავი მევნიერული მხატვრული ლიტერატურა, ნათქვამია უთვალავი სიტყვა – სინანულისა დასასოწარკვეთილების, იმედისა და შიშისა, აღფრთოვანებისა და განკიცხვისა. ფულისთვის დაღვრილია ცრემლისა და სისხლის მდინარეები, დასახიჩრებულია მილიონობით ადამიანის ბედი, ჭრილობა მიყენებულია უთვალავი ადამიანის გულზე, სამწუხაროდ ჩვენს დროშიც ფულს ადამიანებისთვის არამხოლოდ მხიარულება მოაქვს, არამედ უბედურებაც. მაინც რა არის ასეთი ფული? ფული ეს არის საყოველთაო ექვივალენტი, რომელზედაც ხდება ყველა სხვა საქონლის გაცვლა.  ფული ეკონომიკაში ფუძემდებლურ როლს ასრულებს. ფულადი ოპერციები ბანკების საშუალებით ხორციელდება.ფულით დაინტერესდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხამდე.ბალზაკი ამტკიცებდა,რომ ფული-ეს არის მეექვსე გრძნობა,რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას დავტკბეთ ხუთი დანარჩენი გრძნობით.  ფული ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ არსებობდა,მაგრამ არა ყოველთვის,ნატურალური მეურნეობის დროს,როდესაც თითოეული ოჯახი თავად უზრუნველყოფდა საკუთარ თავს აუცილებელი ნივთებით,ფული უბრალოდ არ იყო საჭირო.ღირებულების მარტივი ანუ შემთხვევითი ფორმის დროს ერთი საქონელი უშუალოდ იცვლებოდა მეორე საქონელზე.გაცვლის საფუძველი მათი განსხვავებული სახმარი ღირებულებანი იყო. ღირებულების სრული ანუ გაშლილი ფორმა შრომის საზოგადოებრივი დანაწილების შედეგად  განვითარდა.პროდუქტების მრავალსახეობის გამო საქონელთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ჩაერთო გაცვლით პროცესში,ამიტომ ერთმანეთს დაუპირისპირდა არა ორი, არამედ რამდენიმე საქონელი,რის შეეგად საქონელთა გაცვლამ,შეთხვევითის ნაცვლად,მიიგო რეგულარული ხასიათი.ერთი სახის საქონელი იცვლებოდა რამდენიმე სახის საქონელზე.  ღირებულების სრულ ანუ გაშლილ ფორმას ჰკონდა ნაკლოვანებები.საქონელი თავისი ღირებულებების სრულ ფორმას სხვადასხვა საქონელში ჰპოვებდა და მას არ ქონდა გამოვლენის ერთიანი ფორმა. საქონელ წრმოების განვითარებისა და შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავების გამო საქონელთა უშუალო გაცვლა თანდათანობით ადგილს უთმობს საქონელ-მიმოქცევას. ღირებულების განვითარების მესამე ფორმაში წარმოიშვა ფული,როგორც საყოველთაოAეკვივალენტი. ფულის ლათინური დასახელება პეცუნია მოდის სიტყვა პეცუს-იდან, რაც ნიშნავს ნახირს.პირველი ფული სულაც არ ჰგავდა მის თანამედროვე ნიმუშს.ფულის როლს სხვადასხვა პროდუქტი ასრულებდნენ  ძველ რომში-მარილი, აცტეკებთან – კაკაოს მარცვლები,სხვებთან – ბეწვეული,ლითონი,ძვირფასი ქვები და ა.შ.  გაცილებით გვიან გაჩნდა ლითონის ფული. ისტორიკოსები ამტკიცებდნენ,რომ პირველად მას ძველი ეგვიფტელები იყენებდნენ ჩვენს წელთააღრიცხვამდე ჯერ კიდევ 2500 წლის წინათ.ფულის როლს ასრულებდა ლითონის მომცრო რგოლები.მონეტების ჩამოსხმის ტეკნოლოგია სრულყვეს ძველმა ბერძნებმა,რომლებმაც დაიწყეს მათი ორივე მხრიდან ანაბეჭდის გაკეთება. პირველი მონეტა მოიჭრა ძველ წელთააღრიცხვამდე VII საუკუნეში მცირე აზიის ქვეყანაში-ლიდიაში და შემდგომ გავრცელდა ხმელთაშუ ა ზღვის პირას მდებარე კვეყანაში.    XX საუკუნემდე მონეტებს ამზადებდნენ ძვირფასი ლითონებით-ოქროთი და ვერცხლით. მაგრამ მათ ჰქონდათ გარკვეული ნაკლოვანებები-ვერცხლი ხმარებაში თანდთანობით კარგავდა ელვარებას,ოქროს სიმცირის გამო კი მისი ღირებულება იმდენად დიდი იყო,რომ დამზადების დანახარჯები ძალზე იზრდებოდა.მიმოქცევის პროცესში ცვეთის კვალობაზე ისინი კარგავდნენ თავის წონას და ღირებულებას.მიუხედავად ამისა,არასრულფასოვანი მონეტ სრულფასოვანის დანიშნულებას ასრულებდა.  ოქროს მონეტის გაცილებამ მისი ღირებულების სუბსტანციიდა წარმშვა ოქროს და ვერცხლის სეცვლის აუცილებლობა ქაღალდის ფულით. პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად მათ ეწ ოდებოდათ სახაზინო ვექსილები ანუ სახაზინო ბილეთები და ისინი წარმმოადგენდნენ მთავრობის  ვალდებულებას-დაფაროს არსებული სესხი ოქროს ფულით ვექსელის წარმდგენლის მოთხოვნამდე.დღსდღეობით არც ბანკნოტები და არც სახაზინო ვექსელები აღარ ხუდავდება უშუალოდ ოქროზე. ქაღალდის ფულის ამ ორსახეობას შორის შენარჩუნებულია მხოლოდ ფორმალური სხვაობა.


Comments:

One Response to “ფულის წარმოშობა”


  1. sainteresoa 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.