Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Oracle VM VirtualBox

Filed Under (OS / Servers) by on 31-03-2011

Virtual Box არის პროგრამული პროდუქტი, განკუთვნილი ოპერაციული სისტემების ვირტუალიზაციისათვის, ისეთების როგორიც არის Microsoft Windows, Linux, FreeBSD, Mac OS X, Solaris/OpenSolaris, ReactOS, DOS და სხვა.
პროგრამა შეიქმნა კომპანია innotek-ის მიერ და მასში გამოყენებულია შემავალი კოდი QEMU(თავისუფალი პროგრამა ღია კოდით აპარატული უზრუნველყოფის ემულაციისათვის სხვადასხვა პლატფორმაზე).
 პირველი ვერსია გამოჩნდა 2007 წლის 15 იანვარს. შემდგომ მწარმოებელი კომპანია შეიძინა Oracle-მ და ეს პროგრამა ცნობილია Oracle VM VirtualBox-ის სახელით.

 შესაძლებლობები:                                                                                                          
კროსპლატფორმირება,
მოდულირება,
ცოცხალი მიგრაცია( ვირტუალური მანქანის გადასვლა ერთი ფიზიკური სერვერიდან სხვაზე, მუშაობის შეწყვეტის გარეშე. გამოიყენება ზესაიმედო კომპიუტერულ სისტემებში),
USB 2.0 მხარდაჭერა როცა მასპინძელი (ძირითადი) მოწყობილობა ხდება დაშვებული სტუმარი (ვირტუალური) ოპერაციული სისტემისათვის.
64-ბიტიანი სტუმარი სისტემების მხარდაჭერა 32-ბიტიან სისტემებშიც კი.(თუმცა ამისათვის აუცილებელია ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა პროცესორის მიერ).
3D აჩქარების ექსტრემალური მხარდაჭერა (მხოლოდ 32-ბიტიან XP-სა და Vista-ში).

ვირტუალური ხისტი დისკების VMDK(VMware) და VHD(Microsoft Virtual PC).                                                          
აუდიო მოწყობილობების ვირტუალიზაციის მხარდაჭერა.
ვირტუალური მანქანის მიმდინარე მდგომარეობის შენახვის შესაძლებლობა, რითიც შესაძლებელია ოპერაციათა ნებისმიერი მომენტიდან განახლება და გაგრძელება.
Shared Folders მხარდაჭერა ფაილების გაცვლისათვის მასპინძელ და სტუმარ ოპერაციულ სისტემებს შორის(Win2000(და ახალი), Linux და Solaris).
სტუმარი და მასპინძელი ოპერაციული სისტემების სამუშაო მაგიდების გაერთიანების შესაძლებლობა.
ინტერფეისის სასურველი ენის არჩევის შესაძლებლობა.
Virtual Box-ი ჩამოთვლილი შესაძლებლობების გათვალისწინებით წარმოადგენს ერთერთ მოსახერხებელ დამხმარეს ოპერაციული სისტემების ტესტირებისათვის და სხვა მსგავსი ოპერაციების შესასრულებლად.
Virtual Box-ს ყავს კონკურენტი პროგრამები Microsoft virtual pc, Bochs, Dosbox თუმცა Virtual Box-ი მათ შორის საკმაოდ მყარ პოზიციაზე დგას.
Virtual Box უფასო პროდუქტია.

პირადად გირჩევთ გამოიყენოთ ეს პროგრამა რადგან სხვა თუ არაფერი სტუმარი რო მოვა და სამ სტუმარ windows-ს ერთად გაუშვებ იფიქრებს ეს რა სტუმართმოყვარე ყოფილაო:)
წარმატებებს გისურვებთ ამ პროდუქტთან მუშაობისასyes
                                                                                                      

                                                                                                       ჩამოსატვირთად დააჭირე აქ


Comments:

2 Responses to “Oracle VM VirtualBox”


  1. kargi ragac aris beqa, magram ufro martivi enit ar shegidzlia rom amixsna ra aris zustad, da rogor gamoviyenot

    Like or Dislike: Thumb up 1 Thumb down 0 (+1)


  2. აქ ავხსენი ამ პროგრამის თვისებები, გამოყენებაში კი პროგრამა სულ არაა რთული. ძალიან მარტივი ინტერფეისი აქვს. და თუ შენი კომპიუტერის შესაძლებლობები იცი კარგად გამოიყენებ + ოპერაციული სისტემების ტესტვა თუ გიზიდავს ან გჭირდება.

    Like or Dislike: Thumb up 1 Thumb down 1 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.