Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დაპროგრამების ენები

Filed Under (პროგრამირება) by on 28-03-2011

Tagged Under : , , , , , , ,

თუ ახლახან დაიწყეთ კომპიუტერთან მუშაობა და ინტერნეტის მოხმარება, ალბათ, მეგობრებთან საუბრის წამყვან თემად პროგრამები გაქვთ და პროგრამისტებს კი გენიოსებად თვლით. ზოგიერთი პროგრამისტი ნამდვილად გენიოსია.

მაგრამ როცა გაიგებთ თუ ვინ იყო პირველი პროგრამისტი გაოცებული დარჩებით. პირველი პროგრამისტი ცნობილი ინგლისელი ლორდის, უდიდესი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის ასული, ადა ლავლეისი (1815-1852) შეიძლება ჩაითვალოს. ბავშვობიდან იგი გატაცებით სწავლობდა ასტრონომიას, ლათინურ ენას, მუსიკას, განსაკუთრებით კი – მათემატიკას. მან შემდგომში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად მონაწილეობდა თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში. ამ კომპიუტერისთვის მან შექმნა რამდენიმე პროგრამა, რომლებიც ინახებოდა სპეციალურ პერფორირებულ ბარათებზე. შეიმუშავა პროგრამირების საკმაოდ მწყობრი თეორია, შემოიღო ისეთი ცნებები და ტერმინები როგორიცაა: “ციკლი”, “მუშა უჯრედი”, “განმანაწილებელი ბარათი”, განსაზღვრა რეკურენტული ფორმულების გამოთვლის ციკლური პროცესების კავშირი, აღწერა ალგორითმიზაციის ძირითად პრინციპები და შექმნა სანიმუშო გამოთვლითი პროგრამა, მან შექმნა ასევე გრაფიკულად რთული ობიექტების კონსტრუირება და თქვენ წარმოიდგინეთ, კომპიუტერული თამაშებიც კი. 1843 წელს გამოიცა თავისი ნაშრომები, მაგრამ იმის გამო, რომ მის წრეში ქალისთვის სათაკილოდ ითვლებოდა გამოცემაზე საკუთარი სახელის სრული მითითება მან ინიციალებით აღნიშნა იგი, ამიტომ ამ ნაშრომების ავტორი დიდი ხანის განმავლობაში რჩებოდა უცნობი.

 

1940 წელს შეიქმნა პირველი კომპიუტერი. შეზღუდული სიჩქარე და მეხსიერების მოცულობა იძულებულს ხდიდა პროგრამული ენების მონტაჯი გაეკეთებინათ ხელით.

1942 წელს კორნარდ ზუსე აქვეყნებს წერილს თავის პროგრამულ ენაზე პლანკალკულ-ზე რომელიც პირველ დაპროგრამების ენად იქცა. შემდეგი იყო აუტოცოდე და ა.შ. გავიდა რამდენიმე წელი შეიცვალა ტექნოლოგიები და ამავდროულად იცვლებოდა და უმჯობესდებოდა დაპროგრამების ენებიც.

პროგრამირება ენა ეს არის თანმიმდევრობით დაწერილი ბრძანებების ნაკრები, რომელიც ასრულებს ამა თუ იმ ოპერაციას ან მათემატიკურ გამოთვლას. ბრძანების შესრულება ხდება კომპილაციის შემდეგ ან განმმარტებლის მეშვეობით. პროგრამირების ენით დაწერილი პროგრამა უმეტესწილად კომპიუტერზე იყენება, მაგრამ არსებობს დიდი რაოდენობით ელექტრონული მოწყობილობა, რომლისთვისაც სპეციალიზირებული პროგრამების ენით იწერება პროგრამები.

1972 წელს შეიქმნა დაპროგრამების ენა C დენი რიჩარტის მიერ, როდესაც ის კენ ტომსონტან მუშაობდა UNIX ოპერაციული სისტემის დიზაინზე. მთავარი მიზანი იყო ის რომ C ყოფილიყო მოსახერხებელი პროგრამირებისათვის.

C++ 1990-იანი წლებიდან C++ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომერციული პროგრამული ენებიდან. თავდაპირველად იგი შეიმუშავა ბიარნ სტრუსტრუპმა 1983 წელს მელ-მაბში C პროგრამული ენის გასაძლიერებლად. C++ პროგრამული ენის სტანდარტის რატიფიკაცია მოხდა 1998 წელს.

java-ს ისტორია იწყება 1990 წლის დეკემბრიდან, როდესაც სუნ-ში მცირე ჯგუფის მიერ ინიცირებულია “მწვანე პროექტი”. ამ პროექტის მიზანი იყო სამომხმარებლო ციფრული მოწყობილობების დაპროგრამების შესაძლებლობა, ისევე როგორც ეს კომპიუტერზე შეიძლებოდა.მწვანე პროექტის ფარგლებში ჯეიმს გოსლინგის მიერ შეიქმნა ახალი დაპროგრამების ენა OAK, რომელიც არ იყო დამოკიდებული კონკრეტული მოწყობილობების აგებულების დეტალებზე. OAK-ს შემდგომში სახელი შეუცვალეს და მას ჯავა დაარქვეს.

java არის ზოგადი, კონკურენტული, ობიექტურად ორიენტირებული პროგრამების ენა.. ჯავა არის მკაცრად ტიპიზირებული ენა. სინტაქსური აგებულებით ის წააგავს უფრო ადრეულ ენებს C, C++. Mმისი ობიექტური მოდელი მნიშვნელოვნად ნასესხებია C++ და smalltalk-ის ენებიდან. ჟავა პროგრამები კონბინირდება ბაიტ-კოდებში და ეშვება ჯავა ვირტუალურ მანქანაში, რაც უზრუნველყოფს კომპილირებული პროგრამების დამოუკიდებლობას გამშვები სისტემებთან მიმართებაში.ჟავა მხარდაჩერილია ძირითადად კომპიუტერულ და მობილურ ოპერატიულ სისტემებში, უამრავ საყოფაცხოვრობა და ციფრულ მოწყობილობებში., აგრეთვე საბანკო პლასტიკურ და სხვა სახის სერვის ბარათებში.დღეს ჯავა ყველაზე გავრცელებული ენაა, მოწყობილობათა რაოდენობის მიხედვთ, რომლებიც ასრულებენ ჯავა პროგრამებს და ყველაზე პოპულარული ენაა იმ პროგრამისტების რაოდენობის მხრივ, რომლებიც წერენ თავის პროგრამებს ჯავა- ზე.

javaskript-ი შექმნილია კომპანია neskape-ის მიერ და პირველად ჩართული იყო neskape navigator ბრაუზერში. Mისი თავდაპირველი სახელწოდება იყო mocha, შემდეგ liveskript. იგი წარმოდგენილი იქნა როგორც neskape navigator 2.0B3 შემადგენელი ნაწილი 1995 წელის დეკემბერში. internet explorer-ში ჯავასკრიპტი გამოჩნდა 1995 წელს, როცა ოფიციალურად გამოვიდა internet explorer-ში 3.0 ვერსია.

ლუა (პორტუგალიურად ლუა ნიშნავს მთვარეს) არის მსუბუქი, ამრეკლავი და ფუნქციური პროგრამირების ენა, შექმნილი სკრიპების დასაწერად. ლუაში დაწერილი პროგრამების განვითარება შესაძლებელია შედარებით მარტივი C ინტერფრეისის მეშვეობით.ლუა აქტიურად გამოიყენება თამაშების შესაქმნელად და მას ასევე გამოიყენებენ კომერციულ და არაკომერციული პროგრამების შესაქმნელად.

objective-C არის ამრეკლავი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამების ენა, რომელიც C-ს უმატებს smalltalk-ს ნაირ მესიჯების გაგზავნის მექანიზმს.დღევანდელ დღეს იგი გამოიყენება Apple-ის და Mac ოს-სთვის და Iphone os-სთვის: მაინც თუ არ ეყრდნობიან openstep სტანდარტს. Objective-C არის coca apis-მთავარი პროგრამირების ენა, მაინც თუ იგი გამოოყენებული იყო NEXt და Next stepis OS-ის მთავარ პროგრამირების ენად.

პითონი წარმოადგეს დინამიურ ენას შესაძლებლობათა ფართო სპექტრით. პითონი მულტიპარადიგმული ენაა და მოიცავს როგორც პროცედურული, იმპერატიული ისე ფუნქციონალური პროგრამირების ელემენტებს. პითონის პროგრამების სისწრაფე აბსოლიტურად შესადარია ჯავაზე შექმნილი პროგრამების სისწრაფისა. ისე, როგორც ჯავას, პიტონს გააჩნია ე.წ JIT კომპილატორები.

რეილსი– სრულყოფილი ვებ პროგრამირების დამამზადებელი პლატფორმ, რომელის კოდი გახსნილია პროგრამისტებისათვის. მისი მეშვეობით ვებ პროგრამირება უფრო მაღალ ვაფეხურზე ადის და მარტივს ქმნის რთული პრობლემების გადალახვას.

ზოგიერთმა ჭკვიანმა ინჟინერმა გადაწყვიტა, რომ იყო დრო შეეზღუდათ C და C++ და შექმნეს ახალი დაპროგრამების ენა GO. Mისი შექმნა დაიწყეს 2007 წლის სექტემბერში რობერტ გრეიმსერმა კენ ტომსონმა. GO ოფიციალურად გამოვიდა 2009 წელს. 2010 წლის მაისში GO-ს დამფუძვნებლებმა განაცხადეს რომ GO-ს გამოყენება დაიწყო გოოგლ-მა.

P.Sბოლოს მე მინდა გიხრათ რომ 10 დეკემბერი საერთაშორისოდ აღიარებულია პროგრამისტის დღედ რომელიც ადა ბაირონ-ლავლეისის დაბადებისდღეა. წინა საუკუნის შუალედში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ერთიანი პროგრამირების სახელწოდებად დაამტკიცა სახელი “ADA’.


Comments:

One Response to “დაპროგრამების ენები”


  1. ძალიან საინტერესო თემაა ბევრი ახალი რაღაც გავიგე გმადლობთ!

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.