Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Windows-ის შექმნის ისტორია – From The Beginning..

Filed Under (OS / Servers) by on 27-03-2011

Tagged Under : , ,

 

ალბათ, როცა გვეკითხებიან, თუ რა ოპერციული სისტემა გვიყენია საკუთარ კომპიუტერზე, აუცილებლად ვეტყვით რომ ეს არის Microsoft Windows
არცაა გასაკვირი, რადგან უმრავლესობა, როცა პირველად კომპიუტერს ვეხებით, აუცილებლად ვსხდებით და ვსწავლობთ კომპიუტერის ანაბანას Microsoft Windows-ის საშუალებით, როგორც ქართველი ბავშვი პირველად იღებს ქართულ ენის შესასწავლად წიგნს – იაკობ გოგებაშვილის ”დედა ენას”. =)

 

მრავალი წელია Windows-ის პროგრამა მსოფლიოსა და მსოფლიოს ბაზარზე ფაქტიურად გაბატონებულია. არ გჯერათ? თუმცა ძნელია არ დაიჯეროთ. აი მონაცემებიც: Windows – 88.41%; Macintosh – 9.61%; Linux – 0.88% .
თუმცა, სანამ ამ მონაცემებს ჩავუღრმავდებოდეთ და გავაანალიზებდეთ, ნაკლებად საჭიროა, თუმცა ძალიან საინტერესოა, თუ საიდან დაიწყო მაშინ ერთმა ამერიკელმა ”looser”-მა სტუდენტმა და ამჟამად ფაქტიურად რევოლუციონერმა და მსოფლიოს პირველმა მილიარდერმა ბილ გეითსმა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რევოლუციონერობა კომპიუტერულ სივრცეში.
ეს იყო 1975 წელი.. ბილ გეითსმა შექმნა პროგრამული ენა BASIC, სპეციალურად ახალი პერსონალური კომპიუტერისთვის, რომელიც გამოიყენებოდა პირველ altair 8800-ზე.
ახლა კი მიმოვიხილოთ მოკლედ Windows-ის ვერსიები. დავიწყოთ Microsoft Windows 1. 0 ვერსიით, რომელიც გამოვიდა 1985 წელს. მას რა თქმა უნდა აკლდა ხარისხი, ფუნქციონალურობა. ეს ვერსია არ იყო სრულყოფილი ოპერაციული სისტემა. იგი მხოლოდ ვრცელდებოდა MS-DOS-ზე. შემდეგი ვერსია სახელწოდებით Microsoft Windows 2.0 ვერსია გამოვიდა 1987 წლის ნოემბერში, რა თქმაუნდა ოდნავ უფრო პოპულარულია, ვიდრე Microsoft Windows 1.0.

Microsoft Windows 2.0.3 – 1988 წელი. ეს ვერსია ისეა დახვეწილი, რომ მასში შესაძლებელია ფანჯრების გადაფარვის ფუნქციის შესრულება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ფუნქცია პატენტი აღმოჩნდა კომპანია Apple-ის, რომელმაც ეს პრობლემა სასამართლო დარბაზში გარჩევის საგნად აქცია.

Microsoft Windows 3.0 ვერსია, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ჰიტი გახდა 90-იანების დასაწყისში, 2 მილინზე მეტი ასლი გაიყიდა პირველი 6 თვის განმავლობაში. მასში შევიდა გაუმჯობესებული ინტერფეისი და მრავალფუნქციური შესაძლებლობები. ამ ვერსიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ შესაძლებელი გახდა რამოდენიმე პროგრამაში ერთდროულად ემუშავა მომხმარებელს (ასევე გამოდის Microsoft Windows 3.1 და Microsoft Windows 3.11).

 

  

windows 3.0

1993 წლის ივლისში Microsoft უშვებს Windows NT დაფუძნებულ ახალ kernel-ზე (Windows NT-ში წარმოადგენს შემსრულებელი სისტემის ნაწილს (Executive), რომელიც მართავს პროცესორს). Windows NT 3.1 იყო პიონერი Windows NT-ში. NT-ს მაშინ თვლიდნენ, რომ მას ჰქონდა პროფესიონალურად დახვეწილი OS. მისი აბრევიატურა კი ასე იშიფრება NT – “New Technology”, ეს პროგრამა კი საფუძველი გახდა, ჩამოყალიბებულიყო Windows XP. Windows NT
Windows NT 3.1

Windows 95, რომელშიც საიხლე იყო ის, რომ შეიცვალა იტნერფეისი, პირველად გამოიყნებოდა ფუნქცია plug and play.
შემდეგ იყო Windows 98, Windows 98 Second Edition, რომლის გაფართოებული მხარდაჭერა დასრულდა 2002 წლის 30 ივნისსა და 2006 წლის 11 ივლისს.
Windows 98

2000 წლს 8 თებერვალს გამოდის Windows 2000. 2004 წელს Windows 2000-ის კოდი გატყდა და ამ ინფორმაციამ გაჟონა ინტერნეტში. შემდეგ იყო Windows Me (Windows Millenium Edition), რომელიც გამოვიდა 2000 წლის სექტემბერში, მასში ინტეგრირებული იყო ახალი ტექნოლოგიები, თუმცა მისი ნელი მუშაობის გამო, კრიტიკოსებმა ეს პროგრამა დაიწუნეს.
2001 წლის ოქტომბერში Microsoft-ი უშვებს თავის ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტს Windows XP, რომლიც აგებულია Windows NT-ს ბირთვზე. იგი უფრო უსაფრთხო და პროგრამულად დახვეწილი გამოდგა წინამორბედებთან შედარებით; თუმცა, ბევრად უფრო უსაფრთხო და ქსელის თვისებებით გამოირჩეოდა Proffessioonal Edition. ამ გამოცემაში ყურადღება მიექცა DVD და ტელევიზიის ფუნქციის მხარდაჭერას, ასევე პროგრამის ჩაწერასა და დისტანციურ მართვას. Windows XP-ის მეინსტრიმული მხარდაჭერა დასრულდა 2009 წლის 14 პრილს, ხოლო, გაფართოებული მხარდარა დასრულდება 2014 წლის 8 აპრილს.
შემდეგ მოდის ჩვეულებრივი მომხმარებლებითვის არაფრით გამორჩეული Windows Server 2003, 2005 წელს Windows Server 2003 R2.

windows XP

2007 წლის 30 იანვარს Microsoft-ი უშვებს Windows Vista-ს. ის შეიცავს მთელ რიგ ახალ შესაძლებლობებს; განსაკუთრებულ ინტერფეისს მრავალფუნქციური მხარდაჭერით, თუმცა, მას იმდენი ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა, რომ მიუხედავად დიდი პიარისა და აურზაურისა, არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს დღეს უკვე მომხმარებლებში.
ფაქტიურად, Microsoft-ის ბოლო სიმფონია გამოვიდა 2009 წლის 22 ოქტომბერს, სახელწოდებით Windows 7. იგი, წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩევა ბევრი შესაძლებლობებით, დახვეწილი ინტერფეისით, უამრავი ფუნქციით. ეს პროგრამა მიზანმიმართულად ისწრაფვის თავსებადი პროგრამის მორგებით და ტექნიკით. მისი ვიზუალური მხარე კი უდავოდ იზიდავს თვალს.


Windows 8, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მემკვიდრეა Windows 7-სა, ამჟამად განვითარების პროცესშია. Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა (დოქტორი პიტერ ლი) განაცხადა, რომ Windows 8 ასევე აწარმოებს წლის ARM CPUs, ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ პროგრამის ჩაწერა შესაძლებელი გახდება მობილურ ტელეფონებში, პორტატულ კომპიუტერებსა და სმარტფონებში.
ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმის თაობაზე, რომ Windows მარტვია მოხმარებისთვის, აქვს გასაგები ინტერფეისი, თითქმის ყველა პროგრამა Windows-თვის იწერება, და რიგი დადებითი თვისებები. თუმცა, იდეალური ნამდვილად არაა. იგი მუდმივად საჭიროებს ეგრეთ წოდებულ update-ებს. მუდმივ განახლების პროცესში, ამ პროგრამას უჩნდება ხარვეზები და ფაქტიურად მომხმარებლისთვის მოუხერხებელია, რადგან ეს დამატებით ხარჯებს ითვლის, თუ რათქმუნდა ”პირატული” მომხამარებელი არაა. Windows-ს აქვს ძალიან სუსტი უსაფრთხოების სისტემა. მასში შედის რიგი ვირუსები, მაგალითდ Trojan.
Windows-ში შედის უამრავი ვირუსი, რომლებზეც არსებობს ასეთი აზრი, რომ ამ ვირუსებს ქმნის თვითონ Microsoft-ის კომპანია, რათა მათი პროდუქტი ხელახლა იყოს შესყიდვადი.


Comments:

One Response to “Windows-ის შექმნის ისტორია – From The Beginning..”


  1. kai textia 😛

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.