Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ნაწილი 4. Vista (Windows) – “SOS…SOS…Vistanic-ი იძირება…”

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 06-03-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 

მოდით ამ კატების "ჯღავილის" თვის ნახევრადსუსხიან საღამოს მოგიყვებით ჩემს ერთ-ერთ ისტორიას, ის აღწერს 2007 წლის მოვლენებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში…

 


 

– გამოვიდა! გამ-მ-მ-ო-ო-ვ-ი-დ-ა! – მსგავსი შეძახილები დიდი ხანია ჩემს უბანში არ ყოფილა. ქუჩაში მოწესრიგებულად მოედინებოდა დინოზავრების… ფუი… "ვინდოზავრების" მასა. უფრო სწორად რომ ვთქვა ქუჩის ზემოდა მხრიდან დაწყებული, ქვევით – მშრალი ხიდისკენ ჩაედინებოდა მთელი ეს "ვინდოზომბმასა". გავედი აივანზე და ერთი შევძახე: – რახდება რა გამოვიდა? მორიგი უნიჭო სატელევიზიო შოუ ხომ არ გამოსულა?! არაო, "თვით" ის გამოვიდაო, "თვით" ისო… – უსახო მასამ ერთ ტონალობაში ამოიოხრასავით.

 

 

ვაა, ვერ გავიგე რა გამოვიდა ასეთი – ამ სიტყვებით სწრაფად მოვიცვი ქურთუკი, ქუჩაში გავედი და შევუერთდი უკიდეგანო ბედნიერ "ხალთა" მდინარეს.

– დღეს გამოვიდა რედმონდის ოპერაციულ-მშენებელი ქარხნიდან და ჩვენთან მოემართება "ვისტანიკი", მტკვარს  მოჰყვება  – მოულოდნელად მომიგო უცნობმა სუბიექტმა.

 

ვისტანიკიო?! რა ისტორიულად შეუფერებელი სახელწოდებაა ახალი და თანამედროვე სისტემისთვის?! – გავიფიქრე და დავხედე უცნობს. ის რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა…

 

 

– მადლობთ რომ, ჩამაყენეთ საქმის ყურში – მადლობა გადავუხადე უცნობს ჩემი ეჭვების დადასტურებისთვის და გავაგრძელე – ალბათ უსერიოზულესი ხომალდია. ხომ, ვერ მეტყვით როგორ შეიძლება მოვხდე მის დაუვიწყარ "ბორტზე"?

– მანდ მოხვედრას რაუნდა? – სიცილით მომიგო უცნობმა – მეც მანდ მივდივარ და გაჩვენებთ როგორ, თუ გნებავთ ერთად რამე გასართობი ღონისძიებები მოვაწყოდ.

– დიახ, რატომაც არა – სიხარულით მივაგებე და ხელი გავუწოდე – მე მიხეილი მქვია, თქვენ?

– მე ტუქსი ვარ, ოღონდ ჯერ არავისთან წამოგცდეთ ჩემი სახელი. სიურპრიზი უნდა მოვუწყვო იქ დამსწრე საზოგადოებას! – ჩამჩურჩულა უცნაურად ტუქსმა ყურში.

– კარგით, არ არის პრობლემა – გაკვირვებულმა წარმოვთქვი მე.

 

ის თუ ვინ დამიმეგობრდა რათქმაუნდა გვიან გავიგე. რომ მცოდნოდა ვის ხელში აღმოვჩნდი ჩემი "ვინდბიოზომბობის" დროს ეგრევე ავტეხდი განგაშს. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან უბრალოდ ვიტყვი რომ – მე გამიმართლა!

ამასობაში მიუახლოვდით მშრალ ხიდსაც. აქ უკვე უამრავი ადამიანი იდგა. როგორც ჩანს რაღაც იმპროვიზირებულ რიგში იყო ყველა ორგანიზებული. (საქართველოში კარგად მოგვეხსნება როგორ ვიცით რიგში დგომა…)

 

 

– აქ რახდება? – ვკითხე ტუქსს მე.

– აქ ოფიციალურად ბილეთებს ყიდიან ბორტზე მოსახვედრად. მაგრამ თქვენ ეგ არ დაგჭირდებად. უბრალოდ მე გამომყევით – მიპასუხა მან.

 

მართლაც გამოჩნდა "ჰიპერ-ჯიხური", რომელზეც დიდი ასოებით ეწერა ხომალდის შემქმნელი კორპორაცია – Microsoft. რაც შემეძლო ახლოს მივუახლოვდი ამ "ჰიპერ-ჯიხურს" დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

 

 

– სად მიძვრებით? ვერ ხედავთ ამდენი წელი რომ რიგში ვდგავართ? – აგრესიულად შემაჩერა ერთ-ერთმა "ვინდბიოზომბმა".

– მაპატიეთ. მე უბრალოდ ინფორმაციის გაგება მინდოდა. ხომ ვერ მეტყვით რა სახის და რა ფასიანი არის ბორტზე მოსახვედრი ბილეთები? – ვეცადე არ შემემჩნია უცნობის აგრესიული განწყობა.

– მე მოგახსენებთ ყველაფერს! – მოულოდნელად მონდომებით განაცხადა მან, ბედნიერი ღიმილი ცას მიაპყრო და გააგრძელა – ის ნამნდვილად განსაკუთრებული ხომალდია! ჯერ რა ეფექტები აქვს, ან რა სისწრაფე! ის უთუოდ ყველა დროის საუკეთესო ხომალდია! ბილეთები ჩვენს ტექნოლოგიურ საოცრებაზე მოსახვედრად არის შემდეგი კლასის:

  • Starter – ე.წ. ეკონომ-კლასი. მიწოდება Microsoft-ის მიერ ხდება მხოლოდ ზოგიერთ ახლადგანვითარებულ ბაზარზე ღარიბ ქვეყნებში. ასევე შეიძლება იყოს წინასწარ დაყენებული ზოგიერთი ტიპის "ნეტბუკზე". გააჩნია სიმბოლური ფასი და უამრავი ფუნქციონალური შეზღუდვა. მაგ. მაქსიმალური მყარი დისკის ტევადობა შეზღუდულია 250 გეგაბაიტით. ოპერატიული მეხსიერება 1 გეგაბაიტით, და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთბირთვიან (32 ბიტი) პროცესორზე Hyper Threading ტექნოლოგიის გარეშე

 

 

  • Home Basic – მხარდაჭერა არაუმეტეს 2 პროცესორისა(შეუზღუდავი ბირთვების რაოდენობით), მაქსიმუმ 8 გბ. ოპერატიული მეხსიერებით amd64(64-ბიტი) პლატფორმისთვის და 3,4 გბ. x86(32 ბიტი) პლატფორმისთვის. MeetingSpace-სთვის read-only ვერსია, მხოლოდ 5 "კონნექტი" SMB-სთვის. არ გააჩნია ინტერფეისი Windows Aero. დომენთან "დაკონექტების" საშუალება არ გააჩნია. ასევე არ არის ლოკალური და ჯგუფური უსაფრთხოების  პოლიტიკების გაწერის საშუალება. არ ითვალისწინებს EFS(დაშიფრული ფაილური სისტემა) მხარდაჭერას.
    ფასი – 99,95$
    (ფასები მოცემულია გამოშვების ოფიციალური თარიღის 2007 წლის მიხედვით!)

 

 

  • Home Premium – 2 პროცესორის მხარდაჭერა, მაქსიმუმ 16 გბ. ოპერატიული მეხსიერება, HDTV-ს მხარდაჭერა, DVD-ს ჩაწერის შესაძლებლობა, მაქსიმუმ 10 "კონექტი" SMB-ზე, სენსორული ეკრანების მხარდაჭერა, ავტომატური სარეზერვო კოპირება, შეიცავს Windows Aero-ს ინტერფეისს, აქაც არ არის დომენთან დაკავშირების საშუალება, არც ლოკალური და ჯგუფური უსაფრთხოების პოლიტიკების საშუალებაა, არ არის EFS მხარდაჭერა, სამაგიეროდ არის Microsoft Anna-ს ფუნქციები, რომლის საშუალებითაც კომპიუტერი შეძლებს ავტომატურად წაიკითხოს მოცემული ტექსტური ინფორმაცია(მხოლოდ ინგლისურ ენაზე).
    ფასი – 159$

 

 

  • Business – არ არის მშობელთა კონტროლის შესაძლებლობა, მაქსიმუმ 2 პროცესორის მხარდაჭერა, შეკვეცილია "მულტიმედიური" მხარე და ამოღებულია გასართობი პროგრამები. სამაგიეროდ აქვს დომენში მუშაობის, უსაფრთხოების პოლიტიკების და EFS-ის მხარდაჭერა.
    ფასი – 69.99$-145.89$

 

 

  • Enterprise – მრავალენოვანი ინტერფეისი, Microsoft Windows სერვისები UNIX სისტემებისთვის, კორპორატიული მრავალმომხმარებლური  ტიპის ლიცენზიები, დისკების დაშიფვრის ტექნოლოგია BitLocker, შეზღუდულია მულტიმედიური მხარე.
    ფასი – ~199$

 

 

  • Ultimate – შეიცავს Enterprise-ს და Home Premium-ს ყველა შესაძლებლობას, დამატებით გააჩნია Ultimate Extras ფუნქციონალობა, კარგად არის განვითარებული მულტიმედიური მხარე, ასევე არის სამუშაო მაგიდის ანიმირების შესაძლებლობა, მრავალენოვანი ინტერფეისის მხარდაჭერა.
    ფასი – 259$

 

 

  • Ultimate Upgrade Limited Numbered Signature Edition – ყოველ ექზემპლიარს გააჩნია უნიკალური ნომერი და  შეიცავს თვით მისტერ ბ-ს ხელმოწერას. გამოშვებულია შეზღუდული რაოდენობით, ტირაჟით – 20 000 ექზემპლიარი.
    ფასი – ჰმ..მმ.. 1 000 000$ (ალბათ 😉 )

 

 

ბოლო პუნქტი განსაკუთრებულად წარმოსთქვა ჩემმა "განმნათლებელმა" სუბიექტმა და ნერწყვები ჩაყლაპა.

 

 

– მადლობთ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის! – ვუთხარი მე და გავიფიქრე: ეს ნამდვილად ვინდოუსის "ფანატიკოსი" ყოფილა ვიღაცაა ისე გამაბრუა რომ…

 

მხოლოდ ახლა გამახსენდა ჩემი ახლადგაცნობილი მეგობარი ტუქსი. სად წავიდა ტუქსი? მიმოვიხედე ირგვლივ, ბილეთების რიგში ის აშკარად არ ჩანდა. გავიხედე მშრალი ხიდის ბაზრობის მხარეს და რას ვხედავ! ტუქსი წარმატებით ასრულებდა "დაკრაკული" ბილეთის ყიდვის "ტრანზაკციას". სასწრაფოდ გავეშურე მასთან.

 

 

– ტუქს, თქვენ მე მაოცებთ, ნუთუ მაგ ბილეთით აპირებთ საოცნებო ხომალდზე ასვლას? – გაოცებულმა ვკითხე მე.

– ჰაჰაჰა, მართალია! ეს 7 ლარიც ძვირია ამ ბილეთისთვის, იმ "ტაშტში" საშვი ინტერნეტ "ტორრენტებიდან" დიდი ხანია მაქვს, მაგრამ აქ განსაკუთრებული შოუს მოწყობა მაქვს დაგეგმილი და ამიტომაც შევიძინე ეს 7 ლარიანი "საშვი"! – განაცხადა მან და გამიმეორა – შორს არ წახვიდეთ ჩემგან, ერთად ავიდეთ 21 საუკუნის "შედევრზე".

– კარგი, კარგი – იძულებულად დავეთანხმე მას, ვინაიდან ლიცენზირბული ბილეთის ყიდვის ფინანსები ნამდვილად არ გამაჩნდა. რა საინტერესო სუბიექტია ეს მისტერ ტუქსი – გავიფიქრე ისევ ჩემთვის. ეეეჰ, ისევ და ისევ რავიცოდი ვისთან ერთად და რა საქმეზე მივდიოდი ვისტანიკზე…

 

მოულოდნელად ატყდა აჟიოტაჟი. ხალხის ნაკადი ენერგიულად მტკვრის სანაპიროსკენ გაემართა შემდეგი მონოტონური ბედნიერი ფრაზებით: "მოოოდდიიიისს, მოოოდისსსს…"

მეც და ტუქსიც სასწრაფოდ გავემართეთ სანაპიროსკენ. ნამდვილად, მტკვარზე დიდი პომპეზურობით მოცურავდა ვეებერთელა ხომალდი, რომელზეც ვერცხლის ასოებით ამოტიფრული იყო მისი სახელწოდება –  Vista. ხომალდის შტურვალთან  სათვალეებიანი თვით მისტერ ბ. იდგა.

 

 

"შედევრი" ნელნელა მოუახლოვდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ხმელეთზე გადმოსასვლელი ხიდიც გადმოისროლა.

– ბატონო ტუქს, თქვენ შეგეშალათ ხომალდის სახელწოდება! აი ხომ ხედავთ მას "Vista" ჰქვია და არა "Vistanic"-ი როგორც ადრე განაცხადეთ! – ბედნიერმა ავღნიშნე მე.

– ეგ დროებითი ნიუანსია, ჩვენ ამ იაღლიშს გამოვასწორებთ! – ეშმაკურად ჩამიკრა თვალი მან.

– ჰმ…. – რაღაც მზაკვრული აქვს ჩაფიქრებული ამას, გავიფიქრე ჩემთვის – ვნახოთ ერთი რას იზამს…

 

ხომალდთან დიდი აურზაური იყო და როგორც ჩანს დაიწყო მის ბორტზე ბილეთიანების ასვლის პროცედურა. ხიდზე ეფინა წითელი ნოხი და ის ყველამხრივ მორთული იყო Vista-ს ლოგოებით.

 

 

შესასვლელთან გარდა ლიცენზიური ბილეთების კონტროლიორებისა შევამჩნიე უცნაური მოწყობილობა, რომლითაც ყველა ხომალდზე ამსვლელს ამოწმებდნენ.

 

– ხომ არ იცით რა მოწყობილობაა ეს? – ვკითხე ტუქსს.

– ოო, ესაა რაცაა, ეს არის "პინგვინოდეტექტორი"! – სიცილით განმიცხადა მან.

 

 

"რეემებს" მებოდიალება ეს ტუქსი?! ჩემთვის გავბრაზდი. მთვრალი ხომ არაა? რა "პინგვინოდეტექტორი"?! რა უნდა ჩვენთან პინგვინებს…

 

– ვაშააა… ვაშააა… – ხშირად გაისმოდა მტკვარზე გაშენებულ იპმროვიზირებულ პორტში შეძახილები. მასობრივმა შეძახილებმა ეიფორიაში ჩამაგდო და ინსტინქტურად გავემართე საოცნებო ხომალდის შესასვლელ ხიდთან.

 

 

– ნუ ჩქარობთ, ჩვენ ბოლოს შევიპაროთ ნელ-ნელა – შემაჩერა ტუქსმა.

– კი ბატონო მაგრამ როგორ? – უცებ გონს მოვეგე – აქ ხომ ერთი შესასვლელია, თან ისიც როგორც ჩანს საკმაოდ მკაცრად კონტროლდება ლიცენზირებული ბილეთების არსებობაზე.

– ტყუილად განიცდით, ალტერნატიული გზები ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით Microsoft-ის პროდუქციასთან მიმართებაში.

 

რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ რაც ყველა ბილეთიანი და უბილეთოც(მე, ტუქსი და როგორც აღმოჩნდა სხვა მრავალიც) ვიდექით 21 საუკუნის ტექნოლოგიური "საოცრების" ბორტზე.

მისტერ ბ. ისევ ამაყად იდგა შტურვალთან, ხოლო მისი ხომალდის ტექნიკური პერსონალი იქვე ორგანიზებას უწევდა საპრეზენტაციო გარემოს. ხომალდ "Vista"-ს შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია "შიგნით" მტკვარში გასვლიდან რამდენიმე წუთში იგეგმებოდა და უნდა წაეყვანა თვით მისტერ ბ-ს. მე და ტუქსი ხომალდის უკანა გემბანზე ძლივს მოვთავსდით. ხალხის სიმრავლის გამო გემბანზე ისევე გართულებული იყო მოძრაობა, როგორც 5-6 საათზე სასტუმრო აჭარასთან არსებულ   გადასახვევთან.

 

 

– მაშ დავიწყოთ მეგობრებო! – ომახიანად დაიწყო მისტერ ბ-მ.

დიდის ამბით აგრიალდა სულსწრაფი ტაში. მისტერ ბ-მ ხელების ნელი მოძრაობით დააშოშმინა გემბანზე გაშლილი "ვინდბიოზომბმასა" და გააგრძელა:

– ამ დღეს ყველა ჩვენთაგანი მოუთმენლად ელოდა. მეგობრებო, დაგვერწმუნეთ, ჩვენ არ დაგვიშურებია ძალები რათა შეგვექმნა თქვენთვის განსაკუთრებულად კომფორტული გარემო…

ისევ ტაში გაისმა, მაგრამ მე უკვე დაკავებული ვიყავი ტუქსის ძებნის Advance Search მეთოდით. სად გაქრება ხოლმე ეს კაცი?! – უიმედოთ აღმოვთქვი როდესაც ყველანაირი ძებნის მეთოდმაც არ მიშველა.

– … როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ოპერაციული სისტემების ხომალდი მოდის Microsoft Windows NT ოჯახიდან – აგრძელებდა პრეზენტაციას მისტერ ბ. – შექმნის პროცესში მას ჩვენ მივანიჭედ სპეციალური კოდური სახელწოდება "Longhorn". Windows NT სისტემებში ჩვენს ვისტას აქვს რიგითი ნომერი 6.0, ვინდოუს 2000 ჰქონდა 5.0, XP-ს 5.1 და ვინდოუს სერვერ 2003 კი – 5.2. ზოგჯერ ვისტას აღსანიშნად ვიყენებთ WinVI-ს ზედმეტსახელს, სადაც რომაული "VI" ნიშნავს შესაბამისად ვინდოუსის მე-6 ვერსიას. ოფიციალურად ჩვენი საყვარელი ხომალდი ოპერაციულთა-მშენებარე ქარხნიდან გამოვუშვით 2006 წლის 30 ნოემბერს, ხოლო მასზე ამოსვლის(ანუ ყიდვის) მსურველებისთვის ბილეთების გაყიდვა დავიწყეთ 2007 წლის 30 იანვარს. ვისტა არის მხოლოდ კლიენტური ტიპის სისტემა, ისევე როგორც XP.

უფრო კონკრეტულად კი ჩვენი ინოვაციები შემდეგში მდგომარეობს:

  1. შემოვიღეთ Instant Search-ს ფუნქცია – ეს არის სამუშაო მაგიდაში ინტეგრირებული ძიების საშუალება, რათა იპოვოთ თქვენი ფაილები მარტივად
  2. სასიამოვნო ინტერფეისი Aero – სამგანზომილებიანი ულამაზესი გრაფიკული ინტერფეისი, თქვენ შეგიძლიათ ასეთი "ბრწყინვალე" ეფექტით გადაერთოთ სხვადასხვა გახსნილ ფანჯარაში…


     

  3. სამუშაო მაგიდაზე "ვიდჯეტების" განთავსების შესაძლებლობა – შეგიძლია მარცხნივ დამატებით პანელზე განათავსოთ სხვადასხვა საჭირო "ვიდჯეტი", რათა გაიმარტივოთ წვდომა სხვადასხვა ინფორმაციასთან


     

  4. Network Eplorer – მის დახმარებით მარტივად და ინტუიციურად გასაგებად შეგეძლებათ სხვადასხვა კომპიუტერების ან მოწყობილობების ერთმანეთთან ქსელით დაკავშირება
  5. ჩაშენებული "ბრანდმაუერი" – სისტემის გაძლიერებული დაცვისთვის, ჰაკერული შეტევების მოსაგერიებლად
  6. BitLocker – ფაილური სისტემის დაშიფრვის შესაძლებლობა
  7. ბრაუზერი IE7 – ახალი "მძლავრი" ბრაუზერი


     

  8. გრაფიკული ბიბლიოთეკა Avalon
  9. XAML -ზე დაფუძნებული გრაფიკული ინტერფეისები
  10. ავტომატური განახლებების შესაძლებლობა

– და რავიცი, კიდევ ბევრი რამ რაც შეიძლება ითქვას, უბრალოდ არ მინდა შეგაწყინოთ თავი, დატკბით ჩვენს ხომალდზე მგზავრობით – აფერისტული თავმდაბლობა გამოიჩინა მისტერ ბ-მ  – თუ არა გაქვთ შეკითხვები მაშინ ნება მიმეცით დაგტოვოთ…

– გვაქვს რატომ არ გვაქვს? – "ვინბიოზომბმასისთვის" მოულოდნელად გაიჟღერა ნაცნობმა ხმამ.  ტუქსის ხმა აშკარად წინა რიგებიდან მოდიოდა მაგრამ ტუქსი არ ჩანდა, ერთფეროვანი ხალხის სიმრავლის გამო. – მისტერ ბ. თქვენ ახსენეთ რომ Instant Search არის "ინოვაცია", მაშინ რას იტყვით ალტერნატიულ სისტემებში პროექტ Beagle-ს არსებობაზე, რომელიც იმდენად მძლავრია რომ მთელ ფაილურ სისტემას აკვირდება და მასში ცვლილებებს მყისიერად აღნიშნავს. ხოლო მისი კონფიგურირება ხომ თქვენს ხომალდამდე დიიიიიდი ხნით ადრე შეიძებოდა იგივე Unix-based სისტემებში?

 

 

მისტერ ბ. გამალებით ეძებთა შეკითხვის ავტორს, მაგრამ როგორც ჩანს ამაოდ.

– მმ… ნუ ჰო, შეიძლება ითქვას რომ ინოვაციურია Windows NT-ს ოჯახის პროდუქტებისთვის… – უღიმღამოდ უპასუხა მან შეკითხვას.

– თქვენ ამბობთ რომ სამგანზომილებიანი ულამაზესი ეფექტები დანერგეთ, მაგრამ ისევ და ისევ გავიწყდებათ რომ, Unix-based სისტემებში XGL(იმ მომეტისთვის 2006 წ. ეს იყო ყველაზე დახვეწილი, დღეს უამრავია უფრო მძლავრი) გრაფიკული ძრავა ჯერ კიდევ 2001 წლიდან შეეძლო თქვენს მიერ "ინოვაციად" შერაცხული სამგანზომილებიანი ფანჯრების გადართვა. მეტიც XGL -ის დახმარებით სამგანზომილებიან კუბად, სფეროდ ან ცილინდრად შეიძლება წარმოვადგინოთ სამუშაო მაგიდები. ნუთუ ეს თქვენთვის "ინოვაციაა"??ან იგივე ულამაზესი, წყლის, ცეცხლის და სხვა ეფექტებიც რომ ავიღოთ, რაც თქვენთან ჯერაც არაა. –  უკვე გემბანის სხვა მხრიდან გაისმა შენიღბული ტუქსის ხმა.

 

 

 

 

მისტერ ბ. უკვე აშკარად გაბრაზებული გამოიყურებოდა – უკაცრავად დამენახეთ თუ შეიძლება, ვერ გხედავთ…

– რაც შეეხება "ვიდჯეტებს". ეგ იგივე ლინუქსებში ძალიან დიდი ხანია "SuperKaramba"-ს პროექტის სახელწოდებითაა ცნობილი. გააჩნია უამრავი საჭირო და არასაჭირო სხვადასხვა თემატიკის ვიდჯეტი და სხვათაშორის არც არის შეზღუდული მარტო მარცხენა პანელის "პარკოვკით", სამუშაო მაგიდის ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი "ვიდჯეტის" განთავსება… – ტუქსის ხმა ყველგან ისმოდა.

 

 

– ეს კაცი მოგზავნილი ხომ არ არის?

 

 

ეცადა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფილმის სიუჟეტივით ხუმრობაში გაეტარებინა მისტერ ბ-ს და ცალი თვალით იქვე მდგომ სტივ ბალმერს(რომელიც მისტერ ბ-ს გეგმების თანახმად  2008 წლიდან უნდა გამხდარიყო მისი ქარხანა-კორპორაციების დირექტორი) მიანიშნა – სასრაფოდ მომაშორე ეს პროვოკატორიო…

 

 

– ნუთუ თქვენ თვლით რომ, ქსელური კავშირის დამყარება ვისტაში გამარტივდა?! მემგონი პირიქითაა საქმე, თან ესეც არ არის ახალი ხილი – ქსელის სკანირება მასში შემავალ მოწყობილობებზე უკვე განვლილი ეტაპია ლინუქსებში, თუნდაც გავიხსენოთ პროტოკოლი Bonjour

 

არასასიამოვნო ინფორმაციით შეწუხებულ ხალხის მასას რამდენიმე მხრიდან Microsoft-ის "მუშაკები" მოაპობდა. მათ ხელთ თანამედროვე "პინგვინოდეტექტორები " ეკავათ. ისინი აშკარად ტუქსს ეძებდნენ. განრიხხებულმა მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მთელი გემბანი ზედმიწევნით "დასერჩეს" მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

 

– აქ არავინაა საეჭვო მისტერ ბ. , ეტყობა გადახტა მტკვარში და წყალში მიიმალა  ბოროტმოქმედი, როგორც ჩვევია… – აბარებდნენ პატაკს ოდნავ დამშვიდებულ მისტერ ბ-ს.

ნუთუ სულ ეს იყო?! – თავში მიტრიალებდა ათასი შეკითხვა – პროვოკატორს როგორ შევეფეთე მაინცდამაინც?! თუმცა არის თუ არა ტუქსი პროვოკატორი?! ტყუილი არაფერი უთქვამს როგორც აღმოჩნდა…

– … მისტერ ბ. თქვენ ამბობთ რომ ვისტაში მკვეთრად გაიზარდა უსაფრთხოება – მოულოდნელად მთელი გემბანის თავზე დაიხუვლა ანძაზე დამაგრებულმა ხმამაღლამოლაპარაკემ – გაიხსენეთ, ზუსტად ასეთი კომპლიმენტებით არ აჯილდოებდით თქვენ XP-ს? მაგრამ როგორც ცოტა ხანში გაირკვა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სისტემა აღმოჩნდა უსაფრთხოების მხრივ, შედეგად დაიწყეთ ხან ერთი "Service Pack"-ის ხან მეორეს გამოშვება და SP3 ზე შეჩერდით, მიუხედავათ ამ "სერვის პაკების" წვიმისა ხალხი დღესაც ხშირად იტანჯება "შპიონური" შეტევების და ვირუსების მოგერიებაში. ისინი იძულებულნი არიან დახმარება ეძიონ გარე დამცავ სტრუქტურებთან, როგორებიცაა: Symantec, McAfee და ა.შ. ასე რომ სანამ Unix-based სისტემების მომხმარებლები ფიქრობენ თუ რა ამოცანაზე გამოიყენონ პროცესორის დამატებითი ბირთვი, ამ დროს თქვენი სისტემების მომხმარებლები ოცნებობენ ორ ბირთვიან პროცესორზე მხოლოდ იმიტომ რომ, ერთი ბირთვი მთლიანად დაუთმონ ანტივირუსს…

 

 

გემბანზე უკვე უკმაყოფილო შეძახილები ერთხმად ისმოდა: "სადაა?? ვინაა?? დაიჭირეთ… გააგდეთ!". "ვინდბიოზომბმასა"  შეუერთდა მაიკროსოფტის მუშაკებს ძიებაში. გემბანის ხან ერთ მხარეს მიცვივდებოდნენ, ხან მეორე მხარეს. მისტერ ბ. კი უკვე იჯდა იქვე მაგიდასთან და ჭიქაში გაქანებულ "კორვალოლის" წვეთებს ითვლიდა.

 

 

ხმამაგლამოლაპარაკე კი შეუჩერებლად განაგრძობდა:

– თქვენ ისიც კი განაცხადეთ რომ, ვისტას აქვს "ინოვაციური" ჩაშენებული დაცვის მექანიზმები, მაგ. მომხმარებლების პირადი ჩანაწერების კონტროლის სისტემა. მართლაც რა შესანიშნავი იდეაა: რაიმე პროგრამის წაშლა თუ მოუნდება ადამიანს ვისტაზე, ის ამას შეძლებს იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრატორის უფლებები გააჩნია. გენიალურია არა?  იმდენად გენიალურია რომ ლინუს ტორვალდსი როდესაც წინა საუკუნეში ქმნიდა ლინუქსის ბირთვს მაშინ ჩადო ეგ სისტემაში! შეიძლება დავასკვნათ რომ თქვენმა ვისტამ წარმატებით აღმოაჩინა Unix/Linux სისტემების მომხმარებელთა მართვის სისტემების მეთოდი. რაც შეეხება ფაილური სისტემის დაშიფრვის შესაძლებლობას – BitLocker ტექნოლოგიას. ესეც არ არის ინოვაცია! იგივე Linux შეიცავს ამ შესაძლებლობას უკვე რამდენიმე წელია – LXF80. საკმარისია დისტრიბუტივის დაყენებისას მონიშნოთ ერთი პუნქტი რომელიც პასუხს აგებს ამ ოპერაციაზე…

 

 

ხმამაღლამოლაპარაკემ უცებ შეწყვიტა ფაქტების გაჟღერება.

– ხომალდის ერთ-ერთ ოთახში მოთავსებულ მაგნიტოფონში ჩაწერილი კასეტა ჩაუდია იმ პროვოკატორს მისტერ ბ. ჩვენ უკვე გამოვრთეთ, მეტს ის მეტიჩარა ნამდვილად აღარ შეგვაწუხებს – "ვინდბიოზომბები" ერთი მეორეს მიყოლებით ამშვიდებდნენ მისტერ ბ-ს. მაგრამ ფაქტია რომ პომპეზური გახსნა ჩაიშალა და სადღესასწაულო განწყობა გემბანზე შეყრილ "საზოგადოებისთვის" ჯიუტად ფაქტების არ დანახვით მოხვეულ აგრესიულ განწყობაში გადავიდა.

მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამით ტუქსის სპექტაკლი არ დასრულებულა. გაისმა ფანჯრების მტვრევის ხმა.

– რა ხდება? ვინ ისვრის? ვინ ამტვრევს ფანჯრებს? – აბობოქრდა მასა.

 

 

– უი მაპატიეთ… – საჩვენებლად შეწუხდა ტუქსი და ჯიბეში გადამალა "რაგატკა". ის უკვე ჩემს ზურგს უკან ნიღაბგარეშე იდგა ღუზის ჩასაშვებ მოწყობილობაზე და ლენინივით მოუწოდებდა გემბანზე შეკრებილ კაპიტალისტური აზროვნების მქონე საზოგადოებას – იძახით რომ ვისტაში უსაფრთხოების შემდეგ დონეზე გადასვლა "ბრანდმაუერმა" განაპირობა? მოიცათ აბა XP-საც ხომ მოჰყვებოდა "ბრანდმაუერი"?!

 

 

– აი იქ დგას ეს პროვოკატორი! – დაიყვირა ვიღაცამ და ჩვენს მხარეს მოიშვირა ხელი. გემბანზე მდგომმა საზოგადოებამ ერთბაშად მოატრიალა იდეაში ტვინის შემცველი სათავსოები ჩვენსკენ.

 

 

– აა, ხოო, გამახსენდა! XP-ს "ბრანდმაუერს" ხომ მხოლოდ შემომავალი ტრაფიკის გაფილტრვა შეეძლო და აბსოლუტურად ვერ აკონტროლებდა გამავალ ტრაფიკს, რასაც მარტივად იყენებდა სხვადასხვა "შპიონური" თუ სხვა მავნე პროგრამა. ნუთუ Windows-მა როგორც იქნა შეითავსა ხარისხიანი "ბრანდმაუერი"? რავიცი, რავიცი ამას დრო გვიჩვენებს…ყოველ შემთხვევაში Unix-based სისტემებში ეს უკვე დიდი ხანია ფუფუნებათ არ ითვლება… – არ ჩერდებოდა პინგვინი.

 

"ვინბიოზომბების" მასა გამოვიდა ტუქსის "თავხედური" გამოხტომებისგან გამოწვეული შოკური მდგომარეობიდან და აგრესიულად გამოემართა ჩვენსკენ.

 

– მიხეილ, როგორც ჩანს ჩემი წასვლის დრო მოვიდა, მომყვებით? – მხარზე დამადო ხელი გაღიმებულმა და თავისი საქმიანობით გაბედნიერებულმა ტუქსმა.

– დიახ! – დაუყოვნებლივ ვუპასუხე მას.

 

მე და ტუქსი მოვეჭიდეთ ღუზის ჯაჭვს და სწრაფად დავეშვით ხომალდიდან იქვე მდგომ სპორტულ კატარღაში, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟებით იყო სავსე.

 

– ტუქს იცოდე ეს შენი ოინები ასე მარტივად არ შეგრჩება! – ყვიროდა გამწარებული სტივ ბალმერი, ხოლო გემბანთან მისული "ვინდბიოზომბები" გაურკვეველ "ბღავილს" გამოსცემდა.

– დამშვიდდი სტივ! რა ოინებზეა საუბარი? მე ხომ უბრალოდ საქმის ყურში ჩავაყენე ხალხი! – ქვევიდან ამოსძახა ტუქსმა და გააგრძელა – ჩემი აზრით უბრალოდ უნდა იცოდეს ყველამ რომ, IE7 აბსოლუტურად ყველა კომპონენტით ჩამოუვარდება იგივე Mozilla Firefox-ს, ან თქვენს მიერ გაპიარებული ვექტორული რენდერინგიც დიდი ხანია ჩვენ გვაქვს Cairo-ს ვექტორული ბიბლიოთეკის წყალობით, ავტომატური განახლებები? ესეც ძველია ჩვენთვის. სტივ ახალი ხომალდის მშენებლობას რომ შეუდგებით გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები, მაგ: ფაილური სისტემა, რომელიც თავისით ახორციელებს საკუთარი თავის "დეფრაგმენტაციას" მომხმარებლის შეწუხების გარეშე, საფოსტო კლიენტების მდგრადობა ვირუსების მიმართ, ჩაშენებული ვირტუალიზაცია, სამუშაო გარემოს არჩევის შესაძლებლობა და რათქმაუნდა ასობით გეგაბაიტი უფასო პროგრამა, რომლებიც მოჰყვება ჩვენს დისტრიბუტივებს. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით სტივ! ჩემს მაგივრად დაემშვიდობეთ მისტერ ბ-საც!

– ვიძირებით! ვიძირებით! ხომალდი ზედმეტად გადაიხარა! – მოულოდნელად ატყდა  განგაში გემბანზე. იქ შეკრებილი "საზოგადოებაში" მყისიერად დაიწყო პანიკა. ჩვენთვის უკვე აღარავის ეცალა, რადგანაც ყველა მობილურებით ცდილობდა მორზეს ანბანის მიხედვით კატასტროფის მაუწყებელი SMS-ის გაგზავნას: "SOS…SOS…"

 

 

– დამშვიდდით ხალხნო! – უიმედოთ ცდილობდა შეშინებული ქაოსის კონტროლს სტივი და მისტერ ბ. – ჩვენ ახლავე გამოვასწორებთ ხარვეზებს "Service Pack 1"-ით, არა "Service Pack 2"-ით, შესწორებული IE 8-ც გამოვა მალე…

 

 

 

კატარღას ერქვა ანტილობა GNU. მას მართავდა ცხენ-ირემი და როგორც ჩანს ის ნამდვილი პროფესიონალი "მძღოლი" იყო, ვინაიდან საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მივუახლოვდით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ხოლო "ჰორიზონტზე" კი  მარცხვნივ მნიშვნელოვნად გადახრილი Vistanic-ი მოჩანდა. მოიცათ ეს როგორ?! აქ რომ შემოვიდა ეს მართლაც "ტაშტი"(და არა ხომალდი) მაშინ ზედ ვისტა არ ეწერა?! გავიხედე ტუქსისკენ რომლიც "რასტვორიტელის" დახმარებით საღებავისგან წმენდდა ფუნჯს.

 

 

– რამოხდა სულ რაღაც რამდენიმე ასო მივუმატე –  იმართლა თავი მან – მითუმეტეს მგონი უფრო ზუსტი სახელი დავარქვი მათ ნახელავს… ჰომ,მიხეილ დამავიწყდა თქვენთვის წარმედგინა ჩემი მეგობრები. გაიცანით საჭესთან მდგომი ცხენ-ირემი Debian-ი

 

 

ცოტა მარცხნივ კი გახლავთ ქამელეონი, სახელად SUSE

 

 

მის გვერდით დაცანცარებს შანდლიანი ეშმაკუნა, რომელიც FreeBSD-ს სახელწოდებითაა ცნობილი – ის Unix ოჯახიდანაა

 

 

როგორც ეს გაბუსხუნებული თევზი openBSD.

 

 

მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ უსწრაფეს პინგვინს მსოფლიოში Gentoo-ს…

 

 

 

– დაანებე ამ წითელი ქუდის წვალებას თავი – მკაცრად უბრძანა ტუქსმა მოუსვენარ FreeBSD-ს – ეს ქუდი გახლავთ Red Hat-ი.

 

 

ეს კი Fedora-ს სავიზიტო ბარათია

 

 

მოგვიანებით გაგაცნობთ მასაც და ბევრ სხვა ჩემს მეგობარს… – თქვა მან და საიდანღაც გამოჩენილ მაიკროსოფტის პეპელას "ბუზისსაკლავით" ჩაუსაფრდა.

 

 

ახლადგაჩენილ მეგობრებთან ინტელექტუალური საუბრისას მოსააღამოვება ვერც კი შევამჩნიე.

– ჩემი სახლში წასვლის დროა მეგობრებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის! – დავიწყე დამშვიდობება მათთან.

– აბა კარგად მიხეილ და არჩევანი თქვენზეა… – ამ სიტყვებით ტუქსმა გამომიწოდა "არჩევანის ორი ხელი", ისევე როგორც ყველასთვის ნაცნობ ფილმ "მატრიცა"-ში მორფეუსი უწვდის მთავარ გმირს ნეოს.

 

 


 

მართლაც არჩევანი თქვენზეა! ხოლო რაც შეეხება Vistanic-ს, მე მას ვაფასებ 5 ქულაზე:

 


Comments:

4 Responses to “ნაწილი 4. Vista (Windows) – “SOS…SOS…Vistanic-ი იძირება…””


  1. მაგარია :)

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 10 Thumb down 0 (+10)


  2. მწარე რეალობაა 😀 😀 😀

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 10 Thumb down 0 (+10)


  3. სულმოუთქმელად წავიკითხე. მგონი 5–იც ბევრია. :) ლინუქსი მინდა:( მაგრამ რა ვქნა???????

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 8 Thumb down 0 (+8)


  4. mgoni chem kompshic tuqsi shemoipara, idzirebaa :D:D:D. zaalian magari iyo mixeil ;)))

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 9 Thumb down 0 (+9)

Leave a Reply