Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ნაწილი 2. Mandriva (Linux) – “მომავალი გვიჩვენებს…”

Filed Under (OS / Servers) by on 14-02-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 

ვაგრძელებ ოპერაციულ სისტემათა მიმოხილვის ციკლს. ამ პოსტში მოდით მიმოვიხილოთ Linux-ის კიდევ ერთი ცნობილი დისტრიბუტივი Mandriva.

 

 

დავიწყოთ იქიდან რომ ადრე Mandriva Linux მოიხსენიებდნენ  როგორც  – Mandrake Linux. ეს დისტრიბუტივი მუშავდება ფრანგული კომპანიის Mandriva-ს მიერ. ამ კომპანიასაც ადრე სხვა სახელი ერქვა – Mandrakesoft.

 

 

Mandriva Linux  დაფუძნებულია Red Hat Linux-ის ბაზაზე. მისი ახალი რელიზები გამოდის 6 თვეში ერთხელ, თუმცა კომპანია 2006-2007 წლებში ეცადა გადასულიყო დისტრიბუტივის ახალი რელიზის გამოშვების 1 წლიან ციკლზე. ახლა უკვე გადაწყდა რომ რელიზის გამოშვების 1 წლიანი ციკლი 2011 წლიდან შევა ძალაში. Mandriva უშვებს თავისი დისტრიბუტივის  როგორც თავისუფალი გავრცელების(უფასო) ისე კომერციულ და კორპორატიულ ვერსიებსაც.

 

 

როგორც ზემოთ ავღნიშნე თავიდან დისტრიბუტივს ერქვა Mandrake Linux. ხოლო 2005 წლის 24 თებერვალს კომპანია Mandrakesoft-მა შეიყიდა Linux-ების გამავრცელებელი კომპანია ბრაზილიაში – Connectiva და 2005 წლის 7 აპრილს შეცვალა დისტრიბუტივის სახელწოება Mandriva-ზე.

 

უნდა ღინიშნოს რომ დისტრიბუტივის სახელწოდების შეცვლის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გახლდათ სასამართლო დავა კომპანია Hearst Corporation-თან, რომელსაც საავტორო უფლებები აქვს კომიკსების ცნობილ პერსონაჟზე – Mandrake the Magican.

 

 

დისტრიბუტივის თავისებურებებიდან უნდა აღინიშნოს "User Friendly"(მოკლედ რომ ვთქვათ მომხმარებლისათვის მეგობრული და ასათვისებლად მარტივი) გარემო. უფრო კონკრეტულად კი დისტრიბუტივში შედის უნიკალური პროგრამული გადაწყვეტილება – drakxtools, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მთლიანად სისტემის კონფიგურირება, საკუთარი პაკეტების მენეჯერის გამართვა – სადაც მიზნად rpm პაკეტების დამოკიდებულებების დამატების საშუალებაა.

რაც შეეხება სამუშაო გარემოს. აქ არის ორი ვარიანტი: KDE ან GNOME. ასევე არის დისტრიბუტივის LiveUSB ვერსიაც.

 

 

ახლა კი დისტრიბუტივის შექმნის ისტორიას შევეხოთ. Mandrake Linux-ის პირველი რელიზი 1998 წელს გამოვიდა. ამ რელიზის ნომერი იყო 5.1, რაც შეესაბამებოდა Red Hat Linux-ის ვერსიის ნუმერაციას. ძირითადი განსხვავება ორიგინალისგან წარმოადგენდა სამუშაო გარემო KDE, რომელიც იმ მომენტისთვის არათავისუფალი(კომერციული) ლიცენზიით ვრცელდებოდა. დისტრიბუტივის შემადგენლობაში ჩართული იყო ორიგინალური გრაფიკული პროგრამები – სისტემის კონფიგურირებისათვის. ასევე გამარტივებული იყო ინსტალაციის პროცესი.

 

დისტრიბუტივის 7.0 ვერსია უკვე ფლობდა პროგრამების დაყენების გრაფიკულ გარსს და გამოიყენებდა პაკეტების მართვის სისტემა urpmi-ს. ასევე ეს ვერსია იყო ნათარგმნი რამდენიმე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის აზიურ ენებზეც.

 

 

2006 წლის 15 მარტს გაელ დიუვალი(კომპანიის ერთ-ერთი სახე, Mandriva-ს შემქმნელი) და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი დაითხოვეს კომპანიდან.

 

 

კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა ფრანსუა ბონსილიონი. მან ამ პოსტზე დაჰყო 2 წელი და 2008 წლის 4 ნოემბერს ის შეცვალეს ახალი გენ-დირექტორით – ერვე იახი-თ. ამის შემდეგ კომპანია Mandriva-ში დაიწყო ზოგიერთ თანამშრომელთა გათავისუფლების სერია. გათავისუფლების ტალღაში მოხდა ადამ ვილიამსონიც(ასევე კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალსტი).

 

 

მისმა გათავისუფლებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია Mandriva Linux-ის საზოგადოებაში. ასეთი რეაქცია გამოწვეული იყო იმით რომ ვილიამსონი გახლდათ Mandriva Linux-ის საზოგადოების არაოფიციალური  ლიდერი. შედეგად საზოგადოების მიერ იყო შედგენილი ღია წერილი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე, რათა კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეხედა თავისი გადაწყვეტილება ვილიამსონის გათავისუფლების შესახებ. პასუხად კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იახი-მ განმარტა კომპანიის პოზიცია Mandriva-ს ოფიციალურ ბლოგზე.

 

 

2008 წლის 16 იანვარს Mandriva და იაპონური Linux-ვენდორი Turbolinux თანამშრომლობის და Monbo-Labs-ის ერთობლივი ლაბორატორიის დაარსების შესახებ განაცხადეს. ეს ლაბორატორია ორგანიზებულია რესურსების და ტექნოლოგიების გაერთიანების მიზნით, რათა მოხდეს მოხდეს მათი რეალიზება ყველა Linux დისტრიბუტივის საბაზო სისტემაში. როგორც კომპანია Mandriva-მ განაცხადა Monbo-Labs-ის შედეგები უკვე გამოიყენება Mandriva Linux 2008.1 Spring ვერსიიდან.

 

2010 წლის სექტემბერში კომპანიაში ისევ დაიწყო ფინანსური პრობლემები. შედეგად კომპანია იძულებული გახდა გაეუქმებინა Edge-IT განყოფილება. გათავისუფლებულ იქნა ბევრი თანამშრომელი, რომელიც Mandriva Linux დისტრიბუტივზე მუშაობდა. ყოფილმა თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეწყოთ ახალ პროექტ "ფორკა Mageia"-ზე მუშაობა.

 

 

ისიც უნდა აღინიშნოს რომ, 2007 წელს Softool გამოფენაზე Mandriva Linux-ი აღიარებულ იქნა როგორც "წლის პროდუქტი", Linux გადაწყვეტილებების ნომინაციაში.

 

 

კომპანიიდან გათავისუფლების შემდგომ გაელ დიუვალს და კიდევ 18 პროფესიონალი პროგრამისტს(ვინც მოჰყვა გათავისუფლების ტალღას) სიცოცხლის ბოლომდე ჩამოერთვათ Mandriva-ს კლუბის წევრობის უფლება. მაგრამ ამ ფაქტმა დიუვალი არ დააყოვნა, მეტიც მან შექმნა ახალი ღია კოდის მქონე დისტრიბუტივი Ulteo, რომელსაც ერთ-ერთ მომავალ პოსტში მოკლედ მიმოვიხილავ.

 

Mandriva Linux-ის ლოგოა ვარსკვლავი:

 

 

გამოშვებული რელიზების ისტორია:

 

ვერსია კოდური სახელწოდება გამოშვების თარიღი
5.1 Venice 1998 ივლისი
5.2 Leeloo 1998 დეკემბერი
5.3 Festen 11.02.1999
6 Venus 27.05.1999
6.1 Helios 17.09.1999
7 Air 14.01.2000
7.1 Helium 2000 ივლისი
7.2 Odyssey 2000 ოქტომბერი
8 Traktopel 19.04.2001
8.1 Vitamin 27.09.2001
8.2 Bluebird 18.03.2002
9 Dolphin 25.09.2002
9.1 Bamboo 25.03.2003
9.2 Fivestar 14.10.2003
10 Community 04.04.2004
10 Official 28.04.2004
10.1 Community 16.09.2004
10 Official 15.10.2004
10.2 Limited Edition 2005 2005 აპრილი
2006 Mandriva Linux 2006 14.10.2005
2007 Mandriva Linux 2007 3.10.2006
2007.1 Mandriva Linux 2007 Spring 18.04.2007
2008 Mandriva Linux 2008 5.10.2007
2008.1 Mandriva Linux 2008 Spring 2008
2009 Zarapha 9.10.2008
2009.1 Pauillac 29.04.2009
2010 Adelie 3.11.2009
2010.1 Farman 8.07.2010
2010.2 Henry_Farman 23.12.2010

 

რაც შეეხება ჩვეულებრივი მომხმარებლის თვალით დანახულ სიტუაციას(არა IT ექსპერტის).

 

Mandriva Linux დავაყენე ვირტუალ Virtual Box-ის მანქანაზე(Core 2 Duo – 2.20 GHZ, 1 GB RAM, 10 GB ვინჩესტერზე გამოყოფილი, დანარჩენი ვირტუალური მანქანის სტანდარტული პარამეტრები) შესაბამისად დაკვირვებებიც ნაკლები იქნება, მაგრამ რაც დავაფიქსირე იმას დავწერ.

 

პლიუსებიდან:

  • პირველი რაც თვალში საცემია, სასიამოვნო ფერების გამა. უნდა ავღნიშნო რომ, openSUSE-ზე გამოსახულების უფრო მიმზიდველი ფერებია

 

 

  • სისტემის საკმაოდ სწრაფი ჩატვირთვა(აქ შევადარე Windows 7-ზე ვირტუალურ მანქანაზე იგივე გამოყოფილი რესურსებით ჩატვირთვას, ორივემ კარგი შედეგი აჩვენა).
  • საკმაოდ პრიმიტიული და შესაბამისადაც მარტივად გასაგები სამუშაო გარემო.
  • მარტივი სამართავი პანელი(Control Panel-ის ანალოგი)

 

 

  • კარგი ეფექტები,მიუხედავად ვირტუალური მანქანის შეზღუდვებისა მაინც ჩანს რომ სასიამოვნოდ და ხარისხიანად არის გაკეტებული. რათქმაუნდა KDE-ს  ან GNOME-ს სამუშაო გარემოების ყველა ეფექტის ჩასართავად საჭიროა უკვე რეალურად სისტემის დაყენება, ანუ არა ვირტუალური მანქანის სატესტო პოლიგონი.

 

 

  • სხვადასხვა პროგრამების დაინსტალირების სასიამოვნო და გასაგები გარემო. როგორც აღმოჩნდა openSUSE-ს საინსტალაციო გარემოზე უკეთესი

 

 

  • და ლინუქსების საერთო პლიუსები: არაა საჭირო ანტივირუსები, რამდენიმე სამუშაო მაგიდა(ეს როგორც ავღნიშნე უფრო KDE და GNOME სამუშაო გარემოების პლიუსებს განეკუთვნება, ვიდრე Mandriva-ს ან სხვა დისტრიბუტივის პლიუსებს), მძლავრი კონსოლი
  • უამრავი უფასო სოფტი, შეიძლება ითქვას ზოგჯერ ზედმეტიც(მაგ. რამდენიმე აუდიო-ვოდეო პლეიერი და ა.შ.)
  • დაბალი მოთხოვნა ოპერატიული მეხსიერების მიმართ. აქაც ისევე როგორც openSUSE-ში.

 

 

  • უფასო და საკმაოდ სწრაფად ცვლადი სისტემური განახლებები

 

მინუსებიდან:

  • ნუ პირველი რაც მე მომხვდა თვალში(და ალბათ თქვენც 🙂 ) – კომპანიის არასტაბილური მდგომარეობა. ამდენი გათავისუფლება, ფინანსური პრობლემები და ა.შ. პირადად ჩემს თვალში საგრძნოლად დაბლა წევს ამ დისტრიბუტივის სამომავლო პერსპექტივებს.
  • შემდეგი მინუსი გამომჟღავნდა ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის ინტერნეტში ძიებისას (ვერ ვიხსენებ სახელს :S ). აღმოჩნდა რომ, იმ მომენტისთვის არ იყო Mandriva-სთვის ამ პროგრამის პირდაპირი მხარდაჭერა. მომიწია ცალკე rpm პაკეტის მოძიება და ისე წვალება. რაღაც არასასიამოვნო მოგონებები დამიტოვა ამ მოვლენამ., თუ პოპულარული პროგრამისთვის არაა პირდაპირი მხარდაჭერა, მაშინ რა იქნება ნაკლებად პოპულარულ პროგრამების მიმართ?! აქვე ვიტყვი შეიძლება ვცდებოდე და ასე ტყუილად ვამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე – ყოველ შემთხვევაში ასეთ სიტუაციას ჰქონდა ადგილი და მინდა იცოდეთ
  • არაპოპულარული ინტერნეტ-საზოგადოება. ანუ რაიმე შეკითხვა ან პრობლემა რომ წარმოგექმნათ უფრო ნაკლებია ალბათობა სწრაფი და ზუსტი პასუხისა(საზოგადოების სიმცირიდან გამომდინარე ვამბობ) იგივე Ubuntu-ს საზოგადოებისგან განსხვავებით, რომელიც გამოირჩევა თავისი აქტიურობით. აქვე დავაყოლებ openSUSE-ს საზოგადოებასაც არაუშავს

 


 

სულ ეს იყო რისი დანახვაც შევძელი რამდენიმე დღიანი ტესტირებისას. სხვა დანარჩენი პლიუსები ან მინუსები ალბათ რეალურ მანქანაზე დაყენებისას გამოყოფს თავს.

 

Mandriva Linux-ის დისტრიბუტივის ახალი რელიზი შეგიძლიათ მოიძიოთ კომპანია Mandriva-ს ოფიციალურ საიტზე:

 

http://www.mandriva.com/

 

საერთო ჯამში ამ დისტრიბუტივმა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მაგრამ აქვე ვიტყვი რომ, საჭიროებს მეტ ტესტირებას კომპიუტერთან ყოველდღიური ურთიერთობის დროს. 10 ბალიანი შკალით ამ დისტრიბუტივს მე ვაფასებ 7 ქულაზე.

 

 

რეზიუმე: სასიამოვნო და მარტივი სამუშაო გარემო, უამრავი უფასო სოფტი. სხვა საკითხია საჭიროა ამდენი?! – თუმცა ეგეც არ არის პრობლემა, თუ რამეა წავშლით ზედმეტს 😉 მეჩვენება რომ ვინდოუსიდან გადმოსულ მომხმარებელისთვის ზედ გამოჭრიალია ეს დისტრიბუტივი სიმარტივის გამო. მაგრამ… ისევ და ისევ ქაოსი კომპანიაში: წამყვანი პროფესიონალების გათავისუფლებები, ფინანსური პრობლემები, გენერალური დირექტორების ცვლილებები, ხისტი დამოკიდებულება გათავისუფლებულ თანამშრომელთა მიმართ(არვიცი შეიძლება იმსახურებდნენ კიდევაც, მაგრამ ნუთუ ყველა?!), კიდევ ის რაც არ ვიცით და რაც არ მჟღავნდება… მოკლედ მე პირადად ამ დისტრიბუტივის სამომავლო პერსპექტივები რაღაც ბუნდოვნად წარმომიდგენია, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს…

 


Comments:

7 Responses to “ნაწილი 2. Mandriva (Linux) – “მომავალი გვიჩვენებს…””


  1. აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგი ნამუშევარია. შენ ნამდვილად იმსახურებ PHD–ს.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. მადლობთ, მაგრამ დიდი არაფერი დამიწერია. ჩვეულებრივი საშუალო დონის პოსტია.

    ნამდვილი Ph.D სულ სხვა დონეა.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. რატო აქ ვირტუალურ მანქანას ეფექტებზე შეზღუდვა?

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. იმიტომ რომ გათიშული მაქვს 3D აქსელერაცია 🙂

    თუმცა ისიც უნდა ითქვას ვიდეოკარტას სრული დატვირთვით ვერ გამოყენებ, შესაბამისად 3D ეფექტებსაც მთლად სრულფასოვნად არ ჩანს 😉

    ყოველ შემთხვევაში Virtual Box-ში ასეა. VMware-ში არ ვიცი რახდება, არ ვიყენებ. ალბათ იქაც იგივე სიტუაციაა.

    ვირტუალური მანქანა უფრო სატესტო პოლიგონია ვიდრე სრულფასოვანი გადაწყვეტა.

    კონკრეტულად კი რახდება შიგნით ოპერაციული სისტემების სპეციალისტს უნდა ვკითხოთ. სად არის ფრედი მისი სფეროა, მივწერო ერთი 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  5. ხო, რა თქმა უნდა PHD ხარისხის მისაღები ნაშრომი რა თქმა უნდა სხვა დონეა, მაგრამ იმაში გეკუთვნის, რომ ამდენს ცდილობ, აკეთებ, ატარებ ექსპერიმენტებს და რომ ცდილობ ეს ყვეალფერი სხვას გაუზიარო, თანაც ხარისხიანი ინფორმაციის სახით. მთავარი ესაა.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  6. 3D virtual box ზე გაქ გათიშული თუ ოპერაციულ სისტემაზე?

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  7. Virtual Box – ვიდეო პარამეტრები

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.