Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ნაწილი 1. openSUSE (Linux) – “ფილოსოფიის ამბავია!”

Filed Under (OS / Servers) by on 07-02-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , ,

 

მოგესალმებით ყველას!

დღეიდან დავიწყებ სხვადასხვა ოპერაციული სისტემების მიმოხილვას, სადაც ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო მათი პლიუსები,მინუსები,პერსპექტივები და ა.შ.

ვინაიდან ჩვენთან უმეტესობას გაუგია და გარკვეულ დოზენე იყენებს(და არა "იცის" – როგორც უმრავლესობა წერს CV-ში 🙂 ) მხოლოდ Windows ოპერაციულ სისტემას ვფიქრობ უპრიანი იქნება რომ გავაფართოვოთ ჩვენი თვალთახედვის არე და  ალტერნატიული ( Windows-ზე არანაკლები, უკეთესი თუ არა 🙂 ) ოპერაციული  სისტემებიც დავათვალიეროთ და შეძლებისდაგვარად გავარჩიოთ. ვინ იცის იქნებ რომელიმე მოგეწონოთ და გამოიყენოთ კიდევაც. აქვე უნდა ავღნიშნო რომ მხარს არ ავუვლი Microsoft-ის განთქმულ ოპერაციულ სისტემა Windows-საც და მის უახლეს ვერსიებსაც მოკლედ მიმოვიხილავ ერთ-ერთ პოსტში.

 

ახლა კი დროა დავიწყოთ ოპერაცილული სისტემების პოსტების ციკლი. დღევანდელი პოსტის პირველი სტუმარი იქნება Linux-ის ერთ-ერთი განთქმული დისტრიბუტივი openSUSE.

 

 

  

 

openSUSE თავდაპირველად მუშავდებოდა გერმანიაში. დიდი ხნის განმავლობაში მისი მფლობელი გახლდათ კორპორაცია Novell, მაგრამ 2010 წლის ნოემბერში ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ კორპორაცია Novell-ის აქციები შეისყიდა Attachmate Corporation-მა 2,2 მილიარდ დოლარად.

 

  

 

openSUSE-ს ლოგო წარმოადგენს ქამელეონს:

 

 

 

 

openSUSE-ს საფუძველს თავდაპირველად წარმოადგენდა Linux-ის ასევე ცნობილი დისტრიბუტივი Slackware, მაგრამ განიცადა არსებითი ცვლილებები და ამჟამად წარმოადგენას აბსოლუტურად დამოუკიდებელ დისტრიბუტივს. გააჩნია მოსახერხებელი სამართავი პანელი Yast(როგორც Control Panel Windows-ში). დროთა განმავლობაში SUSE-მ შეითავსა Red Hat Linux-ის მრავალი ასპექტი(მაგ. RPM პაკეტები და /etc/sysconfig). თავის მხრივ openSUSE ახალი ვერსია გამოდის ყოველ 8 თვეში.

 

  

 

SUSE-ს ისტორია დაიწყო იმით რომ, 1992 წელს პიტერ მაკდონალდმა გამოუშვა პირველი დისტრიბუტივი Linux SLS. ეს იყო დისტრიბუტივი რომელიც სთავაზობდა მომხმარებელს არა მხოლოდ Linux-ის სტანდარტულ ფუნქციებს და ბირთვთან მუშაობის შესაძლებლობას, არამედ დამატებით სთავაზობდა სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის სპექტრს. Linux SLS დისტრიბუტივის გამოშვებამ დიდი გავლენა მოახდინა პატრიკ ფოლკერდინგზე და მან ამ დროს შექმნა ცნობილი Linux-ის დისტრიბუტივი Slackware, რომელიც თავის მხრივ გახდა ერთგვარი საფუძველი სხვა დისტრიბუტივებისთვის.

 

  

 

ამავე დროს გერმანიაში გაჩნდა კომპანია «Gesellschaft für Software- und System-Entwicklung»(პროგრამული და სისტემური უზრუნველყოფის შემუშავება), შემოკლებით  "S.U.S.E", რომელიც ეწეოდა კონსალტინგს Unix სისტემების საკითხებში. გარდა ამისა კომპანია რეგულარულად უშვებდა პროგრამულ პაკეტებს, რომლებიც შეიცავდნენ SLS-ს, Slackware-ს და ბეჭდავდა დოკუმენტაციებს Unix და Linux სისტემებისთვის.

 

1994 წელს შედგა პირველი SLS/Slackware CD ვერსიის რელიზი რომელსაც უკვე ერქვა – S.U.S.E Linux 1.0. მოგვიანებით 1996 წელს მოხდა ინტეგრირება კიდევ ერთ დისტრიბუტივთან  – Jurix (საფუძვლად აქაც Slackware დევს). უკვე შეიძლებოდა იმის თქმა რომ, ეს ნამდვილად იყო სრულფასოვანი პროგრამული უზრუნველყოფის დისტრიბუტივი სახელად S.U.S.E Linux 4.2.

 

2003 წლის 4 ნოემბერს კომპანია S.U.S.E  შეისყიდა ამერიკულმა კორპორაცია Novell-მა. მიუხედავად ეჭვებისა კორპორაციამ არ ჩაერია კომპანიის საქმეებში, პირიქით გადმოდგა ნაბიჯი უბრალო მომხმარებლებისაკენ როდესაც GNU GPL(მოკლედ რომ ვთქვათ – პროგრამული უზრუნველყოფის თავისუფლად გავრცელება) ლიცენზიის თანახმად დისტრიბუტივის მთავარი თავისებურებების კოდი ღიად გამოაქვეყნა, კერძოდ კი ადმინისტრირების პროგრამა YAST2-ზეა საუბარი.

უნდა აღინიშნოს რომ openSUSE ბაზაზე ხდება კორპორატიული კლიენტებისთვის დისტრიბუტივების აწყობა  –  Novell Linux Desktop(NLD), Suse Linux Enterprise Desktop(SLED), Suse Linux Enterprise Server(SLES).

 

2007-2008 წლებში Novell-ი აქტიურად თანამშრომლობს Microsoft-თან და შეთანხმების საფუძველზე მხარს უჭერს და გავრცელებაში ხელს უწყობს S.U.S.E-ს დისტრიბუტივებს. ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს "Mono" – Microsoft-ის დაპატენტებული .NET პლატფორმა. ეს იწვევს უკმაყოფილებას S.U.S.E-ს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელთა ნაწილში. აქვე უნდა აღინიშნოს რომ Novell ეწეოდა დახმარებას მომხმარებლების გადასვლას Windows Vista-ზე და არეკლამირებს S.U.S.E-ს როგორც Linux-ის ერთადერთი სერტიფიცირებული დისტრიბუტივი Windows-სთან მიმართებაში.

 

11.0 ვერსიიდან დაწყებული პაკეტების მართვის სისტემა იყენებს უფრო მძლავრ მონაცემთა კომპრესსორს LZMA, მანამდე კი გამოიყენებოდა bzip2.

გთავაზობთ S.U.S.E-ს დისტრიბუტივების ვერსიათა ციკლის ცხრილს:

 

აღნიშნვები
ძველი რელიზი, აღარ არის მხარდაჭერაში
ძველი რელიზი, ჯერ კიდევ არის მხარდაჭერაში
ამჟამინდელი რელიზი
მომავალი რელიზი

 

პროექტის დასახელება ვერსია გამოშვ. თარიღი Linux ბირთვის ვერსია
S.u.S.E Linux
(Slackware based)
3/94 ??-03-1994 ?.?.?
7/94 ??-07-1994 ?.?.?
11/94 ??-11-1994 ?.?.?
4/95 ??-04-1995 ?.?.?
8/95 ??-08-1995 ?.?.?
11/95 ??-11-1995 ?.?.?
S.u.S.E Linux 4.2 ??-05-1996 ?.?.?
4.3 ??-09-1996 ?.?.?
4.4 ??-05-1997 ?.?.?
5.0 ??-07-1997 ?.?.?
5.1 ??-10-1997 ?.?.?
5.2 23.03.1998 2.0.33
5.3 10.09.1998 2.0.35
SuSE Linux 6.0 21.12.1998 2.0.36
6.1 07.04.1999 2.2.6
6.2 12.08.1999 2.2.10
6.3 25.11.1999 2.2.13
6.4 09.03.2000 2.2.14
7.0 27.09.2000 2.2.16
7.1 24.01.2001 2.2.18
7.2 15.06.2001 2.4.4
7.3 13.10.2001 2.4.9
8.0 22.04.2002 2.4.18
8.1 30.09.2002 2.4.19
8.2 07.04.2003 2.4.20
SUSE Linux 9.0 15.10.2003 2.4.21
9.1 23.04.2004 2.6.4
9.2 25.10.2004 2.6.8
9.3 16.04.2005 2.6.11
10.0 06.10.2005 2.6.13
10.1 11.05.2006 2.6.16
10.1 bis 13.10.2006 2.6.16
openSUSE 10.2 07.12.2007 2.6.18
10.3 04.10.2007 2.6.22
11.0 19.06.2008 2.6.25
11.1 18.12.2008 2.6.27
11.2 12.11.2009 2.6.31.5
11.3 15.07.2010 2.6.34
11.4 10.03.2011 ?

 

რაც შეეხება openSUSE-ს პრაქტიკულად გამოყენებას:

 

1. ჩვენი უნივერსიტეტის სერვერი (სხვათაშორის სადაც განთავსებულია ჩვენი საიტიც) აწყობილია openSUSE ოპერაციულ სისტემაზე.

 

2. პირადად მე ნოუტბუქზე (პროცესორი – Core 2 DUO 2.20Ghz, ოპერატიული მეხსიერება – 3GB RAM, ვინჩესტერი – 250 HDD, ვიდეოკარტა – 512 Dedicated ATI Radeon) მიყენია ეს ოპერაციული სისტემა და მაქვს შემდეგი დაკვირვებები(ვაკვირდები უბრალო მომხმარებელის თვალით და არა როგორც IT ექსპერტის):

 

პლიუსებიდან:

  • აღარ ვაქცევ ანტივირუსებს ყურადღებას, არ მიყენია(უბრალოდ საჭიროება არ არის ვირუსების რაოდენობის სიმცირის გამო Linux-ში)
  • რამდენიმე სამუშაო მაგიდა. კონკრეტულად ჩართული მაქვს 4 სამუშაო მაგიდა სადაც სხვადასხვა აზრობრივად განსხვავებულ სამუშაოს ვაკეთებ პარალელურ რეჟიმში, მაქსიმუმ 20 შემიძლია ჩავრთო(დამოკიდებულია კომპიუტერის რესურსებზე)

 

 

  • სხვადასხვა სამუშაო გარემოების არჩევა თავ-თავიანთი ლამაზი ეფექტებით(KDE,Gnome,XFCE)

 

 

  • დაბალი მოთხოვნა ოპერატიული მეხსიერების მიმართ – ჩართვისას 350 მბ.-ზე იშლება სისტემა(როდესაც Microsoft Vista-ში ჩართვისას 900მბ-ტიდან  1 გბ-ამდე?! აღწევდა სისტემის მოთხოვნა)
  • ულამაზესი 3D ეფექტები(Compiz, Kwin), სამგანზომილებიანი კუბი,ცილინდრი, სფერო, ფანჯრების ლამაზი გაფორმება და სხვა.(ვინდოუსი საგრძნობლად ჩამორჩება ამ კომპონენტში)

 

 

  • პლაზმური ვიდჯეტების "დესკტოპზე განთავსების საშუალება". აქვე უნდა ავღნიშნო ეს KDE სამუშაო გარემოს ეხება უფრო ვიდრე openSUSE-ს
  • სისტემის სწრაფი ჩატვირთვა ჩართვისას, მაქსიმუმ 3-4 წუთი(როდესაც იგივე Microsoft Vista-ზე მიუხედავად ბევრი არასაჭირო სერვისების გამორთვისა სისტემის სრული ჩატვირთვისთვის სადღაც 10 წუთი მიქონდა – დამეთანხმებით ბევრია 🙂 ჰო თან ეს ორიგინალურ ვისტაზეა საუბარი და არა "დაკრაკულზე")
  • უამრავი უფასო სოფტი(არ არის საჭირო საათობით "კრაკების", "კეიგენების" ან "სერიალების" ძებნა ინეტში), ვინდოუსის თითქმის ყველა ცნობილი პროგრამის უფასო ალტერნატივა ვიპოვე
  • რეგულარული განახლებები როგორც პროგრამების ისე სისტემის
  • ზოგიერთ პროგრამაში(მაგალითად Matlab-ში) შეინიშნება სხვადასხვა ოპერაციებისას სიჩქარის საგრძნობი მატება ვიდრე ვინდოუსში(თუმცა აქ კიდევ ბევრი რამაა დასატესტი).
  • კარგი მესენჯერების კრებული(Kopete,Pidgin და ა.შ.)

 

  

 

  • და რაც მთავარია კონსოლში მუშაობის მაქსიმალური შესაძლებლობები(ვებ-გვერდის გახსნაც კი შეგიძლიათ კონსოლში :)), შედარებაც არაა ვინდოუსის Command Line-სთან(CMD)

 

 

 

მინუსებიდან:

  • პირველი რაც ძალიან არ მომეწონა, ნოუთბუქის ბატარეის მუშაობის დრომ საგრძნობლად იკლო. მაგალითად იგივე Windows Vista-ში 1 საათი და 45 წუთი იყო ხოლო openSUSE 1 საათში ასრულებს ბატარეის მოღვაწეობას 🙂 ვეცადე გამეკეთებინა გაშვებული სერვისების მინიმიზაცია ფორუმებში ნაპოვნი ინსტრუქციების მიხედვით და … მოვიგე მხოლოდ 5 წუთი ?! ასე რომ ჩემთან მაქსიმუმ ბატარეა ძლებს 1 საათსა და 5 წუთს, რაც თავისთავად ცუდია 🙁
  • მეორე –  პროცესორი და ვიდეოკარტა აშკარად მეტად ხურდება ვიდრე იგივე ვინდოუსში. შესაბამისად "ქულერიც" უფრო ხშირად ირთვება. მოკლედ "ლეპტოპი" უფრო ცხელია ახლა – ზამთრისთვის მისაღები ვარიანტია 😉
  • რაღაც უცნაური ჭირს ერთ Java-ზე დაწერილ პროგრამას(უნდა ავღნიშნო რომ არა მარტო openSUSE-ზე, არამედ თითქმის ყველა Linux დისტრიბუტივზე Xubuntu-ს გარდა(?!). აქ გასაოცარია ის რომ Ubuntu-ზე ის პროგრამა არ მუშაობს, ხოლო მის შვილობილ Xubuntu-ზე უპრობლემოდ ეშვება. მაგ თემასთან დაკავშირებით გავაგზავნეთ შეკითხვა მხარდაჭერის ფორუმებზე 😀
  • უაზრო მედია პლეიერები(Amarok, VLC, Banshee). ვისთვის როგორ და მე პირადად Winamp მირჩევნია ყველას თავისი სიმარტივით და ხარისხით(სამწუხაროდ Linux-ის მხარდაჭერა არ აქვს, Wine-დან გაშვება Winamp-ის კი რაღაც არ მინდა) 🙁

 

 

  • არვიცი ეს მინუსში ჩავთვალო თუ პლიუსში: ვინაიდან უამრავი პარამეტრის დაკონფიგურირება შეგვიძლია KDE სამუშაო გარემოში ხშირად ვიბნევი და რამდენიმე წუთი ვუნდები იმის პოვნას თუ საიდან უნდა შევცვალო ესა თუ ის სამუშაო გარემოს პარამეტრი(მაგ. "დესკტოპის" ფონის შეცვლა – ახლა უკვე ბოლოსდაბოლოს დავიზეპირე სადაცაა 😉 და ასეთივე მცირე უამრავი პარამეტრი)
  • MS Office-ს გაფართოების დოკუმენტებთან მუშაობა ჩემი აზრით მაინც ოდნავ უჭირს openOffice-ს.
  • Firefox-ს "სკროლლინგის" მცირე ბაგებიც არ ვიცი ვის დავაბრალო Mozilla-ს თუ openSUSE-ს.

 


 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას რომ ეს მიმოხილვა მხოლოდ უბრალო მომხმარებლის თვალით დანახული სიტუაციაა და არა IT ექსპერტის. დარწმუნებული ვარ openSUSE-ს IT ექსპერტებისთვის კიდევ ბევრი პლიუსები და მინუსები ექნება.

 

თუ დააპირებთ ამ ოპერაციული სისტემის დაყენებას მაშინ ყველა საჭირო ფაილს იპოვით openSUSE-ს მხარდაჭერის ოფიციალურ ვებ-საიტზე.

 

http://www.opensuse.org

 

10 ბალიანი შკალით მე openSUSE-ს ოპერაციულ სისტემას დავუწერდი 8 ქულას.

 

  

 

რეზუმე: რათქმაუნდა ტექნიკურ პლიუსებზე და მინუსებზე გაუთავებლად შეიძლება კამათი, მაგრამ პირადად ჩემთვის ღია კოდის და უფასო პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების იდეა უფრო მაღლა დგას  ტექნიკურად უბადლო მაგრამ ფასიან(და შესაბამისად დახურულ)გავრცელებაზე, ვფიქრობ ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ცივილიზაციის დღევანდელი IT მიღწევები, ასე რომ  – ფილოსოოფიის ამბავია!


Comments:

2 Responses to “ნაწილი 1. openSUSE (Linux) – “ფილოსოფიის ამბავია!””


  1. კააარგი ნამუშევარია! როგორც ყოველთვის. 🙂 Thumbs up

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. კარგი პოსტია! და, როგორც ყოველთვის, უბრალო და გასაგები ენით არის დაწერილი! ლექციაზე მიღებულ ცოდნას ავსებს!

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.