Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

შეფუთვა

Filed Under (საინტერესოა!, ეკონომიკა, იუმორი) by on 29-01-2011

Tagged Under : , , ,

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ პროდუქტის ლამაზი და ორიგინალური შეფუთვა მხოლოდ დაბალი ხარისხის კომპენსაციაა და მყიდველის მოტყუების საშუალება.

სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გვაძლევს  უნდობლობის საბაბს. მაგრამ, როგორც ნოდარ დუმბაძე წერდა, ადამიანი ფრესკა არ არისო,რომ ერთ სიბრტყეში უყურო,ადამიანს,როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება. ჩემის აზრით ასეთი მიდგომა არა მარტო ქანდაკებებსა და ადამიანებს უნდა ეხებოდეს, არამედ ყველაფერს, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს.

მაშ რა არის პროდუქტის შეფუთვა? ფილიფ კოტლერისა და გარი არმსტრონგის ” მარკეტინგის საფუძვლები” ამ სიტყვის შემდეგნაირ განმარტებას გვთავაზობენ:
შეფუთვა (Packaging)

პროდუქტისათვის
შესანახი კონტეინერის
ან სათავსის დიზაინი,
შექმნა და წარმოება.

მართლაც, კარგად შემუშავებული შეფუთვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ საკითხებში,როგორცა

  1. პროდუქტის ხანგრძლივი შენახვა:

2. პროდუქტის ეკონომიური დანაწილება:

3. პროდუქტის შემადგენლობის ასახვა:

 

4. სიგნალიზაციის მაგივრობა 🙂 :

5. ან უბრალოდ ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება 🙂 :

 

 

 

ფილიფ კოტლერისა და გარი არმსტრონგის ” მარკეტინგის საფუძვლები”  გვთავაზობს პროდუქტის შეფუთვასთან დაკავშირებულ კურიოზულ შემთხვევას  განრისხებული მომხმარებლის წერილის სახით:

”ძვირფასო ბატონო სტიუარტ:
ვარ 86 წლის, საკმაოდ ჯანმრთელი ქვრივი ქალბატონი (შესაძლოა თქვენ
თვლით, რომ ხნიერი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს დრო ჩემგან ჯერ კიდევ ძალიან
შორსაა.) როგორც გითხარით, ვარ საკმაოდ ჯანმრთელი. მიუხედავად ჩამოყალიბებული შეხედულებისა, არ ვარ უძლური და ხანდაზმული. ყოველ დღე მე და ჩემი ორი დობერმან-პინჩერი მკვირცხლად გავდივართ 3 მილს. მაგრამ მე ამას  თავს ვართმევ, რადგან ჯერ კიდევ მაქვს ამის ძალა.
მინდა, ამ წერილით თქვენი ყურადღება გავამახვილო თქვენი Aunt Jemima-ს
კეფირის შეფუთვისა და ვაფლის მიქსის აუტანელ, მაცდუნებელ და განსაკუთრებულად [მცდარ] წარწერაზე. ამ პაკეტზე ვკითხულობთ: ”გახსნისათვის – შეკუმშეთ აქ და გამოქაჩეთ”
ბატონო სტიუარტ, მიუხედავათ იმისა,რომ მე მივაწექი, შევკუმშე, ამოვიოხრე,
შევებრძოლე, დავგრიხე, გავწვალდი, გავბრაზდი, დავიქანცე, გადავაგდე, ისევ
მივაწექი და ჩავჭერი . . . ოოო! მე ვერ შევძელი იმის გაკეთება, რაც ინსტრუქციაში
ეწერა – ”შეკუმშეთ აქ და გამოქაჩეთ”.
სულ ტყუილად, ვერ შევძელი! ვფიქრობ, რომ ამისთვის ძალა არ მეყო! ოდესმე თუ გიცდიათ თქვენთვითონ გაგეხსნათ იგი და შედეგი თუ მიგიღიათ?
ჩემი გარდაცვლილი მეუღლე იარაღების კოლექციონერი იყო. სხვა მომაკვდინებელ იარაღებთან ერთად, ჩაკეტილ კაბინეტში Thompson ტყვიამფრქვევიც ჰქონდა. კარგია, კაბინეტი ჩაკეტილი რომ იყო. ოჰ, რამდენჯერ მომდომებია თქვენი პაკეტის აფეთქება.
ამ შურისმაძიებლური ფანტაზიის განხორციელებისგან საკეტმა და ქალურმა
სინაზემ მიხსნა. ამის ნაცვლად, თქვენი Aunt Jemima-ს გემრიელი ბლინების
შეკვრის გასახსნელად ბუფეტში პატარა დანას ვინახავ.
წლების განავლობაში ჩემს დანას ორი მიზეზით ვიყენებდი. არა მარტო
პაკეტის გასახსნელად, არამედ მისი საშუალებით გააფთრების გამოსახატავად
იმ სადისტების მიმართ, რომლებმაც განზრახ შეიმუშავეს ეს გამაღიზიანებელი
შესაფუთი საშუალება, რომელსაც პაკეტი უწოდეს.
ზოგჯერ, მარცხის განცდის გამო მისი თავის გაჭრის შემდეგ არ ვჩერდები:
იმედგაცრუებით, შურისძიების სურვილითა და გაშმაგებით აფეთქებულ პაკეტს
მთლიანად ვანადგურებ. მაგრამ ეს მაინც მცირე საფასურია (ყოველ შემთხვევაში,
მასას დობერმან-პინჩერები
გამოლოკავენ).
მას შემდეგ, რაც Aunt Jemima თავისი წითელი პაკეტით პირველად შეიფუთა,
შესაფუთი საშუალების უამრავი გონებამახვილური და მოსახერხებელი ახალახალი დიზაინი შემუშავდა. არ გნებავთ, თქვენი მარკეტინგული არაკეთილმოსურნეობის, რომლისკენაც ასე გაბედულად მიისწრაფვით, შეცვლა, და უფრო ჰუმანური შეფუთვის დანერგვა? ნუთუ ამაზე არ ზრუნავთ, მისტერ სტიუარტ? მე ნამდვილად დახმარების სურვილით
გწერთ და ამ წერილის ასლს, ასეთივე განწყობით, Container Corp.–ის პრეზიდენტს, ბატონ თაკერს ვუგზავნი. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში მათი
ჭკვიანი, ახალგაზრდა დიზაინერები უზომო დახმარებას გაგიწევენ. მე მაინც
ვფიქრობ, რომ ცდად ღირს. მართლაც, მისტერ სტიუარტ, იმედი მაქვს, მორიგ ჭირვეულ დედაბრად არ ჩამთვლით. მე საზოგადოება ვარ _
თქვენი წარმატების წყარო.

რობერტა პავლოფი
მალვერნი, პენსილვანია.

წყაროები: This letter was reprinted in “Some Designs
Should Just Be Torn Asunder,” Advertising Age,
January 17, 1983, p. M54.”


Comments:

One Response to “შეფუთვა”


  1. wow magari saitia

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.