Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების აუცილებლობა

Filed Under (სხვა...) by on 29-01-2011

Tagged Under : , , ,

97.imageshack.us/i/bitlogotext1.jpg

    თანამედროვე ბიზნესის წარმატება დიდად არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე. დღეისათვის, ტექნოლოგიები არის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ორგანიზაციის არა თუ ეფექტიანი, არამედ საერთოდ – ფუნქციონირებაც კი. წარმატებისთვის, კერძო ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც, საუკეთესო ინსტრუმენტები – თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ესაჭიროება.

 

    ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მრავალფეროვნებამ და სირთულემ ისეთ დონეს მიაღწია, რომ უკვე ძნელია მათში გარკვევა შესაბამისი სპეციალისტების დახმარების გარეშე. ტექნოლოგიების მრავალფეროვნება, სირთულე, აუცილებლობა და მათგან მიღებული ფასეულობები ქმნის მოთხოვნას სპეციალიზირებულ კონსალტინგურ მომსახურებაზე, რომელშიც გაერთიანებულია ბიზნესის და შესაბამისი ტექნოლოგიების ერთდროული ცოდნა, მათი ინტეგრირების და საუკეთესო შედეგების მიღების გამოცდილება.
   საქართველოში მოღვაწე კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები, განვითარების იმ ეტაპზე იმყოფებიან, როდესაც აუცილებელი ხდება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და არსებულის გაფართოება. ამ პროცესში მენეჯმენტი მრავალი რთული ამოცანის წინაშე დგას: საჭიროა სწორი სტრატეგიის დასახვა, სწორი სიტემების შერჩევა, ინვესტიციების მოზიდვა, მათი ეფექტიანი დაბანდება, ახალი სისტემების დანერგვის პროექტების მართვა  და ა.შ.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.