Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

თაგვი, რომელიც კომპიუტერში თავისუფლად დაძვრება:):):)

Filed Under (საინტერესოა!) by on 22-01-2011

Tagged Under : , ,

   კომპიუტერთან მუშაობისას ყველა იყენებს თაგვს, ე.წ. მაუსს. თუ ის კარგად ფუნქციონირებს, მის არსებობას ვერც კი ვგრძნობთ და ალბათ არც ის მოგვდის თავში აზრად, ამ პატარა რაღაცის შექმნასაც რომ თავისი ისტორია აქვს. მის გამოგონების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, ხოლო ის, თუ ბოლო 46 წლის განმავლობაში, ანუ მისი თავდაპირველი სახის გამოშვებიდან დღემდე, რამდენი თაგვი იქნა წარმოებული, საერთოდ უცნობია.

 

    ამ სფეროში მოღვაწეთა ერთი ნაწილის მტკიცებით, კომპიუტერის თაგვი ქსეროქსის ლაბორატორიაში შექმნეს. მეორენი კი ირწმუნებიან, რომ ის კომპანია “ეფლის” შეკვეთით დამზადდა. სინამდვილეში თაგვი, 1964 წელს შეიქმნა. მაუსი სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა, დუგლას კარლ ენგელბარტმა გამოიგონა.  პირველი კომპიუტერული თაგვი ხელით დამზადებული ხის კოლოფი იყო, რომლის შიგნით ორი  ბორბალი და ღილაკი იყო მოთავსებული. თაგვის მოძრაობისას ბორბალი მაგიდაზე გადაადგილდებოდა და მიმართულებისა და სიდიდის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა. ეს მონაცემები ეკრანზე კურსორის მოძრაობას ემთხვეოდა. რაც შეეხება ამ მოწყობილობის სახელწოდებას, ენგელბარტი მუდამ აღნიშნავდა: “არ ვიცი, რატომ შევარჩიეთ სახელწოდებად თაგვი. ეს უეცრად მოხდა და ახლა მისი შეცვლა აღარ შეგვიძლია”.

   კომპიუტერული თაგვი ხშირად იცვლება, მაგრამ ბოლო მათგანის გამოჩენამ არა ერთი ადამიანი გააკვირვა. კომპანია “დენმარკმა” კომპიუტერის თაგვი “აირმაუსი” შექმნა, რომელსაც წინა მოდელებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მანიპულატორი არ გააჩნია. ახალი მოდელი ხელთათმანის მსგავსად უნდა ჩაიცვათ. თაგვი მაჯასა და ორ თითზე მაგრდება. “აირმაუსი” ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ გამოვა გასაყიდად და მისი ღირებულება 129 დოლარი იქნება.


Comments:

One Response to “თაგვი, რომელიც კომპიუტერში თავისუფლად დაძვრება:):):)”


  1. ძალიან დამაინტერესა… კარგი იყო

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.