Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ფუტკრის რძე – აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის გაახალგაზრდავების და გამრავლების სტიმულირებისათვის

Filed Under (საინტერესოა!) by on 21-12-2010

Tagged Under : , , , , , ,

 

  

       ფუტკრის რძე წამალი არ არის,ის ჯანმრთელი სიცოცხლის გარანტია.ფუტკრის რძე გამოიყენება როგორც სამკურნალოდ,ასევე პროფილაქტიკის მიზნით.ის მნიშვენლოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

 

    ფუტკრის რძე წარმოადგენს არაჟნისმაგვარ,მოთეთრო მოყვითალო ფერის და მომჟავო გემოს მქონე პროდუქტს.ევროპაში ის "სამეფო ჟელეს" სახელითაა ცნობილი.ფუტკრები მას გამოყოფენ ყვავილების მტვრის გადამუშავების შედეგად.

 

 

      

       ფუტკრის რძეში,ისევე როგორც ყვავილების მტვერში,ყველა ვიტამინთან,მცენარეულ ჰორმონთან,ათივე შეუცვლელ ამინომჟავასა და 300-მდე მიკრონაერთთან ერთად აღმოჩენილია ზრდის,გამრავლების და იუვენალური ანუ გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი,რომელიც დედამიწაზე არსებულ სხვა არცერთ პროდუქტში არ გვახვდება,ამის ნათელი დადასტურებაა ის,რომ დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-7 წელს აღწევს,ხოლო მუშა ფუტკარი ზაფხულში  30-40 დღეს,ზამთრში კი 150 დღეს ცოცხლობს.განსხვავება მხოლოდ მათ საკვებ რაციონშია,მუშა ფუტკარები რძით იკვებებიან გამოჩეკიდან მხოლოდ პირველ ორ დღეს,შემდეგ მათი საკვები თაფლი და ჭეოა,ხოლო დედა ფუტკარი კი გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე ფუტკრის რძით იკვებება.

      ამჟამად,ფუტკრის რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად,რომელსაც ძლიერი სამკურნალო და ბიომასტიმულირებელი თვისებები გააჩნია.წამლებისგან განსხვავებით,მისი მიღება შეიძლება ხანგრძლივად,შესვენების გარეშე.ფუტკრის რძე აახალგაზრდავებს ორგანიზმს,აუმჯობესებს მხედველობას,მეხსიერებას,ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას,ამცირეს შაქრის დონეს სისხლში,აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას,იმუნურ სისტემას,სისხლის არტერიალური წნევის რეგულირებას(20-25%-ამდე ამცირებს მაღალს და ადიდებს დაბალს),აჩქარებს ბავშვების ზრდის პროცესს,ახდენს გონებრივი და ფიზიკური დაღლის ლიკვიდაციას.

        ფუტკრის რძე მთელს მსოფლიოში გამოიყენება,როგორც საუკეთესო ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო საშუალება.

      გამოკვლევები ადასტურებენ,რომ ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (30-50%) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს .ამიტომ ფუტკრის რძის მიღებას ურჩევენ სპორცმენებსმძიმე ფიზიკურ დატვირთვისას და დაძაბული გონებრივი შრომის მქონე ადამიანებს.

 

      

 

         იაპონელი მეცნიერები თვლიან,რომ ფუტკრის რძის დამსახურებაა იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა,მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის ძლიერი რადიოაქტიური დაბინძურებისა.ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უწყობს ყოველი უხრედის დაბერების პროცესის პრევენციას და ამცირებს სახსრების ქსოვილის დეგენერაციულ ცვლილებებს.ამჟამად იაპონია სიცოცხლის ხანგრძლივობით პირველ ადგილზეა.

         მსოფლიოში ყველაზე მეტ ფუტკრის რძეს ერთ სულ მოსახლეზე  იაპონია მოიხმარს.


Comments:

One Response to “ფუტკრის რძე – აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის გაახალგაზრდავების და გამრავლების სტიმულირებისათვის”


  1. პლაგიატოოო თუ სტატიას იწერ სწორად მაინც გადაწერეეე :D:D:D

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.