Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

“პატარა” ვებ–საიტის ლამაზი იუბილე

Filed Under (ინფორმაცია) by on 20-12-2010

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , ,

 

ალბათ, ყველა თქვენგანი, ვინც ჩვენს ვებ–საიტის სტუმრობს, მიხვდა, რომ 18 დეკემბერი  www.bit.gtu.ge– ის დაბადების დღეა.

  

ჩვენი ვებ–საიტი უკვე ერთი წლისაა და ამ მოვლენის აღსანიშნავად 18 დეკემბრის საღამოს ჟანი კალანდაძის აუდიტორიაში უნივერსიტეტისათვის, შეიძლება ითქვას, უჩვეულო შეკრება მოვაწყვეთ. მოვიწვიეთ  ის ადამიანები, რომლებიც წლის განმავლობაში ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N89 მიმართულების ინიციატივით ჩატარებულ სემინარებს უძღვებოდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ვებ–საიტის განვითარების პროცესში. საღამოს, აგრეთვე, დაესწრო ჩვენი ფაკულტეტის დეკანი, ქ–ნი რუსუდან ქუთათელაძე.

  

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იქ მყოფი ერთმანეთისთვის ახლობელი ან ნაცნობი იყო.

სიგელებით დავაჯილდოეთ ყველა ის პიროვნება, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ვებ–საიტის განვითრებაში.

  

ამის შემდგომ, საზეიმო ვითარებაში გავჭერით სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ტორტი წარწერით “www.bit.gtu.ge“. ალაფურშეტმა ჩვენს საღამოს სადღესასწაულო  ელფერი კიდევ უფრო  შემატა. ვინც შეხვედრას ესწრებოდა, ალბათ, დამეთანხმება, რომ საღამომ მართლაც სასიამვნოდ ჩაიარა. ასე რომ, ჩვენს ვებ–საიტს ლამაზი დაბადების დღე გადავუხადეთ.

  

   უნდა აღინიშნოს, რომ საღამო უნივერსიტეტის კულტურის, სპორტის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების დაფინანსებით მოეწყო.

 

სურვილების დაფა

პროფ. ლ.იმნაიშვილი(ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) და პროფ. ა.ედიბერიძე

პროფ. ა.ედიბერიძე და პროფ. პ.ასათიანი(ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი)

სტუდენტები და ყოფილი სტუდენტები :)

გ.ხოჯავა და ს.ტეფნაძე

თ.გოგოლაძე

პროფ. ა.ედიბერიძე და დოქტორანტი მ.ქანთარია

minor-ის ჯგუფის სტუდენტები

პროფესორი აჯილდოებს დოქტორანტ თეონა ბაქანიძეს(ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი)

ბ.ჯობავას დაჯილდოება

პროფესორი აჯილდოებს გიორგი თავყელიშვილს

(კომპანია Beeline-ს ერთ-ერთ მთავარ სისტ. ადმინისტრატორს)

თეონა ოდიშარიას დაჯილდოება

თეონა ოდიშარია

(კომპანია 1C-ს წამყვანი პროგრამისტი)

მ.სვანიძე და გ.ხოჯავა(ჩვენი საიტის ერთ-ერთი აქტიური ავტორი)

გვანცა ხოჯავა

დ.ფერაძე და მ.სვანიძე

ს.ტეფნაძეს დაჯილდოება

მ.სვანიძე აჯილდოებს თ.გოგოლაძეს როგორც პერსპექტიულ ავტორს

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორები: თეონა გიგაური და მაია სვანიძე

 

პროფესორები ბჭობენ :)

უკომენტაროდ… :)))

ასოც.პროფ. ნინო ჯღამაძე და პროფ. ა.ედიბერიძე

პროფ. გელა ჭიკაძეს დაჯილდოება

ახლა უკვე ყოფილი წარჩინებული სტუდენტი დავით ფერაძე

კონსტანტინე ოვსიანიკოვი და მიხეილ ქანთარია

ბეგლარ ჯობავა გაურბის პაპარაცებს :))

რუსეთის მეცნიერების აკადემიის სპეციალიზირებული კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი, პროფ. მინდია სურგულაძე და სტუ-ს ბიზნესის ინჟინირინგის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი მიხეილ ქანთარია

 

:)


Comments:

3 Responses to ““პატარა” ვებ–საიტის ლამაზი იუბილე”


  1. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო დღე იყო :) ბევრი ღირსეული ხალხი ერთად შეკრიბა!

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 11 Thumb down 1 (+10)


  2. ძალიან საყვარელი და მხიარული სურათებია,მაგრამ ჩემს თავზე მაგრად ვიცინე,ზოგ ფოტოზე როჟა უფრო ვარ და მაგიტომ:))…….

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 8 Thumb down 1 (+7)


  3. რა ლამაზად და გემრიელად ჩანს ფერადი სტუ!!

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 5 Thumb down 0 (+5)

Leave a Reply