Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ბიზნესის განვითარების პროექტი სამცხე–ჯავახეთის რეგიონში

Filed Under (სხვა...) by on 21-12-2010

Tagged Under : , , , , , ,

 

 

       2005 წლის დეკემბრიდან სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება ბიზნესის განვითარების პროექტი BP–სა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) მილსადენის კომპანიაში მისი ბიზნეს–პარტნიორების ინიციატივით და ხელშეწყობით.

    პროგრამის მეორე ფაზა დაიწყო 2008 წლის 1 ივლისს,რომელსაც ახორციელებს არასამთავ-რობო ორგანიზაცია "აგრო–ბიზნეს კონსტალტინგი" (ABC).აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის,ახალციხის,ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცირე ბიზნესისა და განსაკუთრებით აგრო–ბიზნესის ხელშეწყობას გეოგრაფიული არეალის სპეციფიკიდან გამომდინარე.პროექტის მიზანია სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.

  პროექტის საწყის ფაზაში გამოიკვეთა საქმიანობის 2 ძირითადი სფერო: მერძეული მიმართულების მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის სექტორები.

 

  "აგრო–ბიზნეს კონსტალტინგმა" ხელიშეუწყო სამცხე–ჯავახეთში მეფუტკრეთა სექტრორის განვითარებას,რომელმაც მოქმედება დაიწყო 2009 წლის ივნისიდან,როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამცხე–ჯავახეთის მეფუტკრეთა სახლი".

  

 

     2008 წელს ქ.ახალციხეში აშენდა შენობა,რომელშიც დამონტაჟდა თაფლის გადამუშავება–დაფასოებისა და ფიჭის საბეჭდი დანადგარები,შენობის ნაწილი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და ამავე შენობაში გამოიყო ფართი სადაც მეფუტკრეებს უტარდებათ ტრეინინგები.

 

    

 

 

"სამცხე–ჯავახეთის მეფუტკრეთა სახლის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  1. თაფლის ჩამოსხმა/დაფასოება

            რომელიც ხელს უწყობს სამცხე–ჯავახეთში თაფლის გადამუშავებას,დაფასოებასა და რეალიზაციას.

        2.  მეფუტკრის მაღაზია

           სადაც მეფუტკრეს შეუძლია შეიძინოს აუცილებელი საწარმოო საშუალებები და ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები.

       3.  საკონსულტაციო და მომსახურეობის ცენტრი

           სადაც დარგის ადგილობრივი სპეციალისტები გაუწევენ კონსულტაციებს და მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ მეფუტკრეებს.

გარდა ამისა "სამცხე–ჯავახეთის მეფუტკრეთა სახლში" შეგიძლიათ შეიძინოთ :

  • მაღალხარისხოვანი ალპური თაფლი
  • დედა ფუტკრები
  • ფუტკრის რძე

Comments:

One Response to “ბიზნესის განვითარების პროექტი სამცხე–ჯავახეთის რეგიონში”


  1. იქნებ დაწეროთ ამ საკონსულტაციო ცენტრის საკონტაქტო ნომრები, დიდად მოხარული დავრჩები.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.