Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

FIFA 2018-2022 სპორტი თუ პოლიტიკა

Filed Under (სპორტი) by on 04-01-2011

http://img88.imageshack.us/img88/35/images1hu.jpg

 

       ეს აბრევიატურა თავისი ლოგოთი ყველა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ნაცნობია და მათთვის ვინც არც ისე ჩახედულები ბრძანდებით სპორტის ამ სახეობაში გეტყვით, რომ მისი ქართული ვარიანტი ასე წარმოითქმის "ფეხბურთის ასოციციათა საერთაშორისო ფედერაცია".   ფიფა 1904 წელის 21 მაის დაარსეს  საფრანგეთის, ჰოლანდიის, დანიის, ბელგიის, ესპანეთის, შვედეთის და შვეიცარიის წარმომადგენლებმა.

        პირველივე კონგრესი ორი დღის შემდეგ 23 მაისს  ჩატარდა და პრეზიდენტად ფრანგი რობერტ გერენი აირჩიეს. მას შემდეგ ფიფას 6 ადამიანმა უხელმძღვანელა, ხოლო ბოლო მე-8 პრეზიდენტი რომელიც 1998 წლიდან უდგას სათავეში ფიფას გახლავთ იოზეფ ბლატერი, სწორედ ამ ადამიანის დამსახურება ის უამრავი სკანდალი, რომელმაც ნელნელა შეულახა სახელი ამ ორგანიზაციას. არადა ამ ორგანიზაციის მეშვეობით1928 წელს ჩაეყარა საფუძველი ისეთი დიდი ტურნირის ორგანიზების ვალდებულებას, როგორიცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ეროვნულ ნაკრებებს შორის   და 1930 წლიდან დღემდე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.  (1942 და 1946 წლებში მე-2 მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა )  ესა უდიდესი ტურნირი, ნამდვილი დღესასწაული ფეხბურთის გულშემატკივართათვის, პირველად ის ჩატარდა ურგვაიში სადაც სულ რაღაც 13 ნაკრები მონაწილეობდა და ჩემპიონი მასპინძელი ქვეყანა გახდა.

                   

      შემდეგ დადგა ევროპელების ჯერი და მიჯრით ზედიზედ ორჯერ იზეიმა იტალიამ ჩემპიონობა თუმცა სკანდალები არც მაშინ მოკლებია ფიფასა და საერთოდ ფეხბურთს. იტალიელთა ჩემპიონობას უფრო მუსოლინის დამსახურებად თვლიდნენ, ვიდრე იტალიელთა სპოტულ ოსტატობას, შემდეგ იყო საყოველთაო უძრაობის ხანა ანუ მე-2 მსოფლიო ომი რამაც 12 წლით შეაჩერა მსოფლიო ფეხბურთი და 1950 წელს იგი ისევ განახლდა და კვლავ ურგვაიმ ისახელა თავი ,  მას შემდგომ უკვე რეგულარულად ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. მართლაც რომ უდიდესი საფეხბურთო ზეიმი. სადაც 5 ჯერ იზეიმეს გამარჯვება ბრაზილიელებმა, 4 ჯერ იტალიელებმა, 3 ჯერ გერმანიამ, 2 ჯერ არგენტინამ, 2 ჯერ ურუგვაიმ და თითოჯერ საფრანგეთმა და ესპანეთმა. წლიდან წლამდე იზრდებოდა ამ ტურნირში  ნაკრებთა მონაწილეობის სურვილი და ასევე იმ ქვეყანათა რიცხვი რომელთაც უნდოდათ ტურნირის მასპინძლობა,  გაზრდილმა ინტერესმა ფიფას მესვეურებს გადაწყვეტინათ,  რომ ჩატარებინათ  საკვალიფიკაციო ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. მსოფლიო დაიყო ბუნებრივ გეოგრაფიულ ზონებად ევროპა, აზია , ჩრდიოლოეთ და სამხრეთ ამერიკებად ასევე აფრიკა და ოკეანეთი. ყველა ზონას აქვს თავისი კვოტა და დღეისათვის მსოფლიო ჩემპიონატის 31  საგზური თამაშდება ხოლო 32-ე საგზური მასპინძელ ქვეყანას ეკუთვნის. ხოლო მასპინძლობის მსურველებს უნდა შეტანათ განაცხადი ფიფაში და შემდგომ მათ ფიფას სპეციალური კომისია იხილავდა შემდგომ ხდება მსურველთა შეკვეცა და საუკეთესოებს შორის კენჭისყრის საფუძველზე არჩევდნენ.  საბოლოოდ იმ ერთს რომელიც ხდება ტურნირის მასპინძელი. აი ზუსტად აქ არი ძაღლის თავი დამარხურლი თუმცა ფიფასთან დაკავშირებული სკანდალები კერ კიდევ 2002 წელს დაიწყო (უფრო ადრეც მაგრამ მე ჯერჯერობით ამ წლიდან შემოგთავაზებთ) როცა მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ კორეა – იაპონიაში  ტარდებოდა და არა კომპეტენტური არა უფრო სწორედ არაპროფესიონალი მსაჯებით იყო გადავსებული მთელი ჩემპიონატი რამაც კულმინაციას იტალია – სამხრეთ კორეის მეოთხედფინალური მატჩის დროს მიაღწია მასჯმა იმდენი ქნა რომ სამხერთ კორეელები მარტომ გაიყვანა ნახევარფინალში. ის მეთორმეტე მოთამაშედ მოევლინა აზიელებს, ხოლო საცოდავმა ფიფამ რა ჰქმნა ? არც არაფერი, უბრალოდ შეგვახსენა რომ მსაჯებიც ადამიანები  არიანო და მათაც მოსდით შეცდომებიო !!!!!! 2006 წლი  იგივე მსაჯობა თუმცა ყველა გულშემატკივარმა ვაღიაროთ რომ იტალია ღირსეული ჩემპიონი იყო, აი 2010 წლი უამრავი სკანდალის წელი. მართალია მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთაფრიკაში ასე თუ ისე ჩატარდა   ზუსტადაც რომ ასე თუ ისე რადგანაც გამოჩნდა რომ აფრიკის ეს ერთერთი თუ არა ყველაზე განვითარებული სახემწიფო ჯერ მზად არ არის ასეთი მასშტაბური ტურნირის მასპინძლობისთვის მზად ( აქვე უნდ აღინიშნოს რომ  აფრიკაში ტურნირის ჩატარება ბლატერის კაპრიზი იყო ) ასევე ამ წელს როგორც იქნა აღიარეს რომ ფიფას უამრავი ჩინოვნიკი გარეული აღმოჩნდა ფინანსურ მაქინაციებში. კერძოდ მათ ბრალდებოდათ ქრთამის აღებაში , კერძოდ ფეხბურთის აგენტობის ლიცენზიის აღებასთან დაკავშირებული სკანდალი როცა გერმანული "კიკერის" ჯურნალისტმა ვინმე მიხაელ ებერტმა პატარა ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შემდეგ აღმოაჩინა, რომ  ამ ლიცენზიის მიღება რომელიც თურმე საკმაოდ რთული ყოფილა და სამაგიეროდ მილიონების მოტანა შეუძლია.  სულ რაღაც 2000 ევროს გადახდის შემდგომ ერთერთ ჩინოვნიკისთვის გამოცდამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო სწორი პასუხები და შესაბამისად გამოცდებიც ჩაბარა, ამის შემდგომ ფიფაში  "აღშფოთდნენ " ( ჩვენ ქართველებმა მაინც კარგად ვიცით ევროპელების აღშფოთების ამბავი) და შემდეგ დაფაცურდნენ თავადვე გამოავლინეს თავიანთ რიგებში ის კორუფციონერი კომისის წევრები, რომელთა ჰქონდათ ხმის უფლება  თუ ვის უნდა მიენიჭოს მსოფლიო  ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2018-2022  წლებისათვის ესენი არიან ამოს ადამუსა  (ნიგერია ) რეინალდ ტამარიის  (ტატი)  ამადოუ დიაკიტე (მალი)   და კიდევ 3 ჩინოვნიკი რომლებიც მზად იყვნენ დიდი ფულის სანაცვლოდ თავიანთი ხმა გაეყიდათ, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო.

   2 დეკემბერი ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ ინგლისელებსა და ამერიკელებს (აშშ) ინგლისელები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაპინძლობის მთავარი ფავორიტები იყვნენ ხოლო ამერიკელები 2022-ის მაგრამ ასე არ ფიქრობდა ბიძია იოზეფი. 

        

   თავადაც ხედავთ სურათზე თუ რა მოხდა კენჭისყრაზე 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება რუსეთში, ხოლო 2022 წელს ყატარში, გაოგნებულები იყვნენ ინგლისელები, ასევე ავსტრალიელები, რომელთაც ასევ ჰქონდათ განაცხადი შეტანილი 2018-ისათვის  , ასევე პორტუგალია ესპანეთის დუეტს ერთად უნდოდათ ჩატარება 2022 ში. ფეხბურთში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება თუ რამხელა განსხვავება საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში  ინგლისსა და რუსეთს შორის. ასევე აშშ-სა და ყატარს შორის ან თუნდაც ესპანეთსა და პორტუგალიას როგორ შეადარებს კაცი ყატარს თუნდაც იმიტომ რომ ქვეყანა მთლიანად უდაბნოზეა გაშენებული და მათ არ გაჩნიათ არანაირი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და  იმ დროს როცა ჩვეულებრივ ტარდება, ხოლმე ეს საფეხბურთო ფორუმი ტემპერატურა 45 გრადუსზე მეტია სამაგიეროდ მათ აქვთ ფული უამრავი, უთვალავი ფული. ეს ქვეყანა ხომ ნავთობის ერთერთი უდიდესი ექსპორტიორია, ფული კი არა მარტო ჯოჯოხეთს არამედ ფიფასაც ანათებს რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით და უკვე საბოლოოდ,  ხოლო ამ ფულით ისენი აპირებენ ისეთი სტადიონების აშენებას რომელთაც ალბათ მართლა უნიკალური იქნება მაგრამ როგორ გამართლებს არაბების ეს პროექტი ამას მხოლოდ 2022-ში ვნახავთ თუ მანამდე ფიფამ გაძლო საერთოდ.

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.