Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ვიზიტი კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ქ.ტრაბზონი,თურქეთი)

Filed Under (ინფორმაცია) by on 06-12-2010

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , ,

კარადენიზის უნივერსიტეტის საპატიო ჯილდოც დავიმსახურეთ :)

 

29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე "კარადენიზის" ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო მივლინებით სტუ–ს N89(ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების) მიმართულების წარმომადგენლები (პროფ. ა. ედიბერიძე და დოქტორანტი მ. ქანთარია) ვეწვიეთ.

 

 
სემინარის მიმდინარეობა…
 

 

 

 

თვითონ "კარადენიზის" ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულად ჟღერს შემდეგნაირად – შავი ზღვის აუზის ტექნიკური უნივერსიტეტი. ის დაარსდა 1955 წელს და  თურქეთის სამაგალითო უნივერსიტეტია, ეს უნივერსიტეტი შეიძლება ითქვას მთელ რეგიონში მოწინავეა ტექნიკურ დარგებში.

უნივერსიტეტის სტუდქალაქი მდებარეობს ქ.ტრაბზონის გარეუბანში. დაწესებულების შემადგენლობაშია: 22 ფაკულტეტი, 1 კონსერვატორია, 3 უმაღლესი სკოლა, 13 უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი, 3 ინსტიტუტი და 16 კვლევითი ცენტრი. აკადემიური პერსონალი შედგება 1781 ადამიანისგან, სტუდენტების რაოდენობა კი 42 000 აღწევს.

 

  

შეხვედრა საინჟინრო ფაკულტეტის დეკანთან

 

შეხვედრა ელექტრიკოსების და არამკაფიო ლოგიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

 

დისკუსია არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან :)

 

სტუდენტების მიერ შექმნილ ჰიდრო–მობილთან

 

100 000 $ შეფასებული რობოტი–მანიპულატორი

 

პროფესორები(ა.ედიბერიძე, ვ.ნაბიევი) და რობოტი–მანიპულატორის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ერთ–ერთი სტუდენტი

 

ხუთდღიანი ვიზიტის შედეგად დავათვალიერეთ უახლესი აპარატურით სავსე ლაბორატორიები, შევხვდით სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებს(პრორექტორებს, დეკანებს, პროფესორებს, სტუდენტებს) და სემინარებიც ჩავატარეთ, სადაც წარვადგინეთ ჩვენი უნივერსიტეტი და ორი სამეცნიერო ამოცანა.

 

  

პროფ. ა.ედიბერიძის მოხსნება ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ

 

შემდეგი მოხსენება: განრიგის და დაგეგმარების ამოცანების ამოხსნა გენეტიკური ალგორითმების გამოყენებით

 

მოხსენების შემდეგ შეკითხვებიც ბლომად იყო
(მარცხნივ ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვ.ნაბიევი)

 

აღსანიშნავია ის რომ ჩვენს სემინარებს დაესწრო 200–მდე სტუდენტი და პროფესორ–მასწავლებელი(ნეტავ ჩვეთან ინტერესდებოდნენ ისევე როგორც მანდ :( ). პირადად მე ამ რაოდენობის აუდიტორიის წინაშე პირველად მომიწია გამოსვლა და უნდა ვაღიარო რომ ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულიც იყო. მაგრამ პირველი 2 წუთიანი მღელვარების შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგა და ისევე "შევუტიე" მათ როგორც ჩვენი 890 / 891 ჯგუფების ზარმაც წარმომადგენლებს. 😉 ))

 

კარადენიზის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები

 

ასევე მივლინების დროს მოულოდნელად მიგვიწვიეს "Hamsi Bayram"–ის დღესასწაულზეც. თურმე ქ.ტრაბზონის სიმბოლო ყოფილა ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი თევზი "ხამსა". აქაც შევიარეთ და კარგი შთაბეჭდილებებიც დაგვრჩა :)

 

  

"ხამსა" სპეციალურ ნეკერჩხალზე მზადდება და საკმაოდ გემრიელიცაა

 

სტუდენტები დღესასწაულზე

 

უნივერსიტეტის პრორექტორი და დეკანები სტუდენტებთან ერთად იღებენ მონაწილეობას ღონისძიებაში

 

ესეც დღესასწაულის სიმბოლო :)

 

 

უნდა ავღნიშნო რომ, ჩვენმა შეხვედრებმა ყველა დონეზე ძალიან შედეგიანად ჩაიარა და ჩვენი უნივერსიტეტების ფართო თანამშრომლობის კარგი ნიადაგიც შეიქმნა.

 

 

 

ახლა ჩვენი სვლაა … :)

 


Comments:

10 Responses to “ვიზიტი კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ქ.ტრაბზონი,თურქეთი)”


  1. ესე იგი თურქეთშიც გვასახელეთ!ისე რომელიმე ჩვენი პროფესორი თუნდაც ხაჭაპურის ფორმაში გამოწყობილი ძალიან გაასტიმულირებდა სწავლის პროცესს 😀 სერიოზულად რომ ვთქვათ, პირველი კორპუსის დერეფნებში არდაკარგვა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ უნდა წარმოადგენდეს- რითი ვართ ნაკლები რომ ჰიდრომობილის აწყობა ჯერ კიდევ ზღაპრად გვესახება?!

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 17 Thumb down 0 (+17)


  2. ჰაჰაჰაჰა… 😀 ხაჭაპურის ფორმაში არა?! :))) კარგი იყო :))
    ჰო, ჰო, ჰიდრომობილებს, მზის ავტომობილებს(სურათის გადაღება ვერ მოვასწარით) და რობოტებს აწყობენ 1 კურსელი ბავშვები მანდ. და აქ კიდევ რამე ისწავლე შენი ჭირიმეს ვეხვეწები ბევრ თავადიშვილს :(((

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 16 Thumb down 0 (+16)


  3. ”ვინაც გართობა არჩია გარჯას,რა ვქნა,იმისი საშველი არ ჩანს;ვინც თვისთავი ვერ დაიმონა, ის სამუდამოდ სხვის მონად დარჩა! ” იოჰან ვოლფგანგ გოეთე.

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 16 Thumb down 0 (+16)


  4. Стрекоза и Муравей

    Попрыгунья Стрекоза
    Лето красное пропела;
    Оглянуться не успела,
    Как зима катит в глаза.
    Помертвело чисто поле;
    Нет уж дней тех светлых боле,
    Как под каждым ей листком
    Был готов и стол, и дом.
    Все прошло: с зимой холодной
    Нужда, голод настает;
    Стрекоза уж не поет:
    И кому же в ум пойдет
    На желудок петь голодный!
    Злой тоской удручена,
    К Муравью ползет она:
    «Не оставь меня, кум милый!
    Дай ты мне собраться с силой
    И до вешних только дней
    Прокорми и обогрей!» —
    «Кумушка, мне странно это:
    Да работала ль ты в лето?» —
    Говорит ей Муравей.
    «До того ль, голубчик, было?
    В мягких муравах у нас
    Песни, резвость всякий час,
    Так, что голову вскружило». —
    «А, так ты…» — «Я без души
    Лето целое все пела». —
    «Ты все пела? это дело:
    Так поди же, попляши!»

    (კრილოვი, 1808წ.)
    ჩვენებზეა ზედგამოჭრილი… :(

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 16 Thumb down 0 (+16)


  5. არა, ჩვენთან სხვანაირად ხდება- ერთი ”ჭიანჭველა” მუშაობს მისი ოჯახის 9 წევრს, 39 ახლობელს და 99 შორეულ ნაცნობს კი ცხოვრება მოწყობილი აქვს, რადგან ვიღაცას იმ ”ჭიანჭველის” ხათრი აქვს, ან თვითონ ამას მთელი ეს ჯოგი ეცოდება.

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 18 Thumb down 0 (+18)


  6. მომილოცავს. წარმატებებს გისურვებ. და იმედია ოდესმე ჩვენი ოცნება ასრულდება და ჩვენც გვექნება მაგ დონის ტექნიკური უნივერსიტეტი და ეგეთი სტუდენტებით სავსე აუდიტორიები გვექნება.

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 17 Thumb down 0 (+17)


  7. მომილოცავს და მინდა გისურვოთ წარმატებები. ასევე მაინტერესებს სად შემიძლია დაგიკავშირდეთ ბატონო მიხეილ, სწორედ ამ შეხვედრის შესახებ მინდა რამოდენიმე კითხვა დაგისვათ, წინასწარ დიდი მადლობა

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 13 Thumb down 0 (+13)


  8. მადლობთ,
    ჩვენ ვართ სტუ-ს მე 6 კორპუსში, მე-8 სართულზე 805ბ აუდიტორიაში.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  9. დიდი მადლობა!

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  10. ჩვენ რო გვესტუმრებიან, ამდენი “სტუდენტი” სად დავმალოთ?

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 7 Thumb down 0 (+7)

Leave a Reply